თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2014, 14:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1696,
კომენტარები: 7
ფელაინი: "მე სამიზნე ვიყავი"
მარუან ფელაინი გასული სეზონის შესახებ.
ფელაინი:
მარუან ფელაინი აცხადებს, რომ გასულ წელს "მანჩესტერ იუნაიტედის" მაჩვენებლების შედეგად "ჯოხი მასზე გადატყდა".

27 წლის ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" 34 მლნ. ევროს სანაცვლოდ "ევერტონიდან" გადავიდა და ახალ გუნდში წარმატებული თამაშის გაგრძელება უჭირდა.

"გასულ წელს გუნდურად კარგად ვერ ვთამაშობდით და კლუბის გარეთ მყოფი ადამიანებისთვის ადვილი იყო ყველაფრის ჩემზე გადაბრალება, რადგან მწვრთნელმა მე მომიყვანა, თუმცა სწორედ ამას უნდა გავმკლავებოდი."

"ეს რთული პერიოდი იყო, რადგან ჩემ კარიერაში მანამდე ასეთი რამ არასდროს გამომეცადა."

"ბევრი რამ ვისწავლე. რა თქმა უნდა მაინტერესებს, რას ამბობს ხალხი, მაგრამ უფრო მეტად შეშფოთდა ჩემი ოჯახი, დედა, მამა და ძმა, რადგან როცა ხალხი ცუდ რამეებს ამბობს ჩემზე, მათთვის ძალიან რთულია."
- განაცხადა ფელაინიმ.

"იუნაიტედის" დატოვების შემდეგ დევიდ მოიესი "რეალ სოსიედადში" გადავიდა და ფელაინის სჯერა, რომ შოტლანდიელი წარმატებას მიაღწევს.

"მან "იუნაიტედში" წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ამის უნარი არ აქვს."


დევიდ მოიესმა გუნდი 10 თვიანი მუშაობის შემდეგ დატოვა და "იუნაიტედი" სეზონის ბოლოს მე-7 ადგილზე გავიდა.

თუმცა ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ გუნდი ახლა მესამე ადგილზე იმყოფება და ფელაინის სჯერა, რომ ოთხეულში მოხვედრა მინიმალური მიზანი იქნება.

"გასული სეზონი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ცუდი გამოდგა."

"ეს ვიცით და ბევრს ვმუშაობთ მის გამოსასწორებლად. ჯერ კიდევ ადრეა ტიტულზე საუბარი, რადგან ჯერ მხოლოდ დეკემბერია, მაგრამ ჩვენ მატჩებს ვიგებთ და როცა ასე ხდება, შენში თავდაჯერებულობა მატულობს."

"ჩვენ მინიმუმ ოთხეულში უნდა მოვხვდეთ. ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ასეთი გამოწვევა მსურს."
- დაამატა ფელაინიმ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
19 დეკემბერი 2014 15:06
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გასულ წელი მართლაც ჩაუვარდა წელს კიდევ რაღაც შეემჩნევა რომ თამაში შეუძლია და იმედია მოუმატებს
0
№2
ავტორი: RojoDiablo
19 დეკემბერი 2014 15:44
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მოიესმაც თქვა ეს რამდენიმე ხნის წინ, რომ ფელაინიზე დიდი დატვირთვა მოდიოდა. მეც ვეთანხმები ამაში, მაგრამ აშკარა იყო, რომ გუნდს ვერ ერგებოდა. ადაპტაცია ცალკე და ტრავმა კიდეც ცალკე უშლიდა ხელს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: DiMaria
19 დეკემბერი 2014 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
სამაგიეროდ წელს აქვს ძალიან მაგარი შანსი, რომ საპირისპირო დაამტკიცო და იმედია გააკეთებს ამას
0
№4
ავტორი: GeorgeBest
19 დეკემბერი 2014 17:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩვენ მინიმუმ ოთხეულში უნდა მოვხვდეთ. ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ასეთი გამოწვევა მსურს."


მინიმუმი ოთხეულია და ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებთ რაც არ უნდა იყოს. დიდი იმედი არ მაქვს მარა მაინც. მაშინ როცა დაცვა საერთოდ არ გვყავს, ესეთ ყოლას გინდ გყოლია გინდ არა 6 თამაშს ვიგებთ ზედიზედ, თან არსენალს, ლივერპულს ვამარცხებთ ეს უკვე ბევრს ნნიშნავს თან ასეთ დროს
0
№5
ავტორი: RedGirl
19 დეკემბერი 2014 18:06
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ამ დაცვის ხარჯზე მარტო დე ხეას იმედად არამგონია ჩემპიონობა მოვიპოვოთ, მაგრამ სანამ თეორიული შანსი არსებობს, არსებობს იმედიც და მჯერა. მიდით მიდით და შენ ხანდახან ისევ ხე ნუ ხდები ხოლმე შენი ჭირიმე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: red devil
19 დეკემბერი 2014 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მე მჯერა შენი ბუჩქი მიდი მიაწექი ბოლომდე
0
№7
ავტორი: Manchester_M
19 დეკემბერი 2014 21:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მოუმატა ამან მაგრამ მაინც არ აჩვენებს მანჩესტერის დონეს ბევრ შეცდომებს უშვებს და პასი ეშლება ხშირად :X
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top