"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი, ლუკ შოუ Boxing Day-ზე "ნიუკასლთან" მატჩისთვის მწყობრში იქნება.
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა ბოლო თვე ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა როგორც Daily mail-ი იტყობინება, მისი გამოჯანმრთელების პროცესი მოსალოდნელზე წარმატებით მიმდინარეობს და მალე სრულფასოვან ვარჯიშებს გაანახლებს.
შოუს არყოფნის პერიოდში ლუი ვან გაალი იძულებული გახდა მარცხენა მცველის პოზიციაზე ეშლი იანგი გამოეყენებინა, რომელიც "ასტონ ვილასთან" გასამართ მომდევნო შეხვედრაშიც გააგრძელებს ამავე როლის მორგებას.
ხოლო, დამაჯერებლად თქმა იმისა, შეძლებს თუ არა ლუკი "ნიუკასლთან" დაბრუნებას მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, როცა ის ვარჯიშებს განაახლებს.