"მანჩესტერ იუნაიტედს" იმედი აქვს, რომ მომდევნო შეხვედრაში, რომელსაც "წითელი ეშმაკები" ბირმინგემში "ასტონ ვილას" წინააღმდეგ გამართავენ, მონაწილეობას არგენტინელი ფეხბურთელები, მარკოს როხო და ანხელ დი მარიაც მიიღებენ.
ლუი ვან გაალის გუნდს ბირმინგემში მოგებათა სერიის გაგრძელების იმედი აქვს - "ეშმაკები" ზედიზედ მე-7 მატჩის მოგებას ეცდებიან.
დი მარიას დაბრუნება "ლივერპულთან" მატჩშიც იგეგმებოდა, მაგრამ "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო. ხოლო რაც შეეხება როხოს, "სპორტინგის" ყოფილმა მცველმა უშუალოდ მატჩის წინ მიიღო დაზიანება.
თუმცა დი მარიამ უკვე განაახლა ვარჯიში და როგორც მოსალოდნელია მომდევნო მატჩისთვის მზად იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალმა როხოს ტრავმის სერიოზულობა არ გაამხილა, "იუნაიტედს" სავარაუდოდ მცველიც დაუბრუნდება უახლოეს მატჩში.