თბილისი:
მანჩესტერი:
18-12-2014, 18:29
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1595,
კომენტარები: 7
საუბრები ვარჯიშის შესახებ: რობინ ვან პერსი
ინტერვიუ რობინ ვან პერსისთან
საუბრები ვარჯიშის შესახებ: რობინ ვან პერსი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი აგრძელებს ფეხბურთელების გამოკითხვას ვარჯიშების შესახებ, შემდეგი რესპონდენტი კი რობინ ვან პერსია.

ყველაზე მეტად ვარჯიშის რომელი ნაწილი მოგწონს?

მე მომწონს "მოკლე მატჩები", როდესაც 4 ან 5 კაცი ვეთამაშებით 5-ს, მოკლე 4-5 წუთიან პერიოდში. ასევე ბევრჯერ ვაკეთებთ კომბინაციებს შეტევაში - ზოგიერთი ძალიან ლამაზი გამოდის, განსაკუთრებით როდესაც აქცენტს შესრულების ხარისხზე ვაკეთებთ. ეს ვარჯიში მთლიანად შენს შესაძლებლობებზე და კარგ მოძრაობებზეა დაფუძნებული.

რამდენად სერიოზულად იღებთ მატჩებს ვარჯიშის დროს?

ოჰ, ეს თამაშები ძალიან რთულია! [იცინის]

მოგვიყევით საუკეთესო გოლზე რომელიც ვარჯიშზე გაგიტანიათ...

ვარჯიშზე [დაფიქრდა]... იყო ერთი, პირველ სეზონში. ვფიქრობ ეს ვიდეოზეც არის აღბეჭდილი, რადგან როდესაც გავიტანე პირველად რაც ვთქვი იყო 'ჩაიწერეთ ეს?' [იცინის]. დარტყმა ცენტრიდან განვახორციელე და ბურთმა მეკარეს თავზემოთ გადაუფრინა.

ვინ არის ყველაზე კონკურენტუნარიანი ვარჯიშებზე?

თავისმხრივ ყველა კონკურენტუნარიანია. ამას კარგად შეამჩნევთ იმ "მოკლე მატჩებში", რომელზეც გესაუბრეთ. ყველას სურს გამარჯვების მოპოვება.

დარტყმების გარდა, რომელი კომპონენტის დახვეწაზე მუშაობ ვარჯიშების დროს?

ვმუშაობ მარჯვენა ფეხზე, თავურებზე, მცველის ჩამოშორებაზე და მეკარესთან პირისპირ თამაშზე.

რომელ ფეხბურთელებს იყოლიებდი 5 კაციან გუნდში?

ეს კარგი კითხვაა, რადგან უნდა გადაწყვიტო, გყავდეს მხოლოდ თავდამსხმელები, თუ ითამაშო კომპიბანიცებით და შესაძლოა მეკარე დაგჭირდეს! [იცინის]. კარში ავირჩევდი დავიდ დე ხეას. მე მჭირდება ერთი მცველი, ამიტომ ავირჩევ მაიკლ კერიკს, რადგან მას შეუძლია ორივე პოზიციაზე თამაში [დაცვა და ნახევარდაცვა], თავდამსხმელად ავიყვან უეინს. მეც უნდა ვიყო ამ გუნდში? არ ვარ სათადარიგოზე?! საბოლოოდ: მე, დავიდი, მაიკლი, უეინი და... ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღება როცა გუნდში გყავს ხუანი, დი მარია და ფალკაო... ფალკაოს ავირჩევ.

წყარო:ManUtd.com
სიახლეები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
18 დეკემბერი 2014 18:34
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
საბოლოოდ: მე, დავიდი, მაიკლი, უეინი და... ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღება როცა გუნდში გყავს ხუანი, დი მარია და ფალკაო... ფალკაოს ავირჩევ.


შეტევითი თამაში უყვარს ეტყობა wink
0
№2
ავტორი: GeorgeBest
18 დეკემბერი 2014 18:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფალკაო აქ მაინც ათამაშე პერსიკ winked
0
№3
ავტორი: ikex
18 დეკემბერი 2014 18:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 31
di mari momenatra aseve shouc darafaelic magram valensia ar minda rom amovardes mokled dziritadi shemadgenloba minda
0
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
18 დეკემბერი 2014 22:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მაგარი კაცია, ფალკაოოო დაიმატა მაინცც :))
0
№5
ავტორი: RojoDiablo
18 დეკემბერი 2014 23:00
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მეც უნდა ვიყო ამ გუნდში? არ ვარ სათადარიგოზე?!


ისე თქვა, თითქოს გაკვირვებულია, რომ სათადარიგოზე არ მოხვდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: chudikone
19 დეკემბერი 2014 10:08
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ა, თავიდან ვთვა როგორ მოხდა? გზაზე მოვდიოდიიი...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: DiMaria
19 დეკემბერი 2014 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ფალკაოს არ აწყენინა მაინც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top