"ჩელსის" ხუან მატას წასვლა დიდად არ დატყობია, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედში" მატას გადასვლის შემდეგ სტატისტიკის ცენტრმა, Opta-მ გამოაქვეყნა მონაცემი, რომლის თანახმადაც ხუანი "ჩელსის" 10 ნომერს, ედენ აზარს ჯაბნის.
"ჩელსიში" ზედიზედ ორჯერ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად გახდომის შემდეგ ხუან მატა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, სადაც თავი მარტივად დაიმკვიდრა.
წუთების პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით მატა ედენ აზარს მკვეთრად აჭარბებს.
ხუან მატას "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ ედენ აზარს საგოლე პასის გასაკეთებლად ან გოლის გასატანად საშუალოდ 158 წუთი სჭირდება, ხოლო ხუან მატას იგივეს გასაკეთებლად 21 წუთით ნაკლები - 137 წუთი.