"მანჩესრერ იუნაიტედის" ფორვარდი რადიმელ ფალკაო მზად არის კონკურენცია გაუწიოს რობინ ვარ პერსის, უეინ რუნის და ჯეიმს ვილსონს.
კოლუმბიელი უკვე სამჯერ გამოვიდა შეცვლაზე "სტოკთან", "ჰალთან" და "ლივერპულთან" მაგრამ მან ვერ შეძლო თავის გამოჩენა.
ფალკაოს სურს, რომ ლუი ვან გაალმა ის ძირითად შემადგენლობაში გაამწესოს. "მე მზად ვარ გამოვიყენო ყველა საგოლე მომენტი რომელიც შემექმნება" - განაცხადა 28 წლის ფორვარდმა პრესასთან იტერვიუში.
"როდესაც მე ვარ თავისუფალი ჩემთან მოდის საუკეთესო მწვრთნელი (ვან გაალი) და ცდილობს რომ დამეხმაროს რათა უფრო გავიხსნა მოედანზე. მე მის ფილოსოფიას პატივს ვცემ.
მე ახლა ველოდები მწვრთნელის გადაწყვეტილებას. მას სურს რომ გადავიდეთ ჯგუფურ შეტევაზე. ვან გაალს სურს რომ ამ პოზიციაზე კონკურენცია იყოს გაჩაღებული და ეს კი ძალიან კარგია"
ესპანელი ხუან მატა აქებს რადამელს და ის იმედოვნებს რომ ფალკაო მალე ჩადგება ოპტიმალურ ფორმაში "ის ვარჯიშობს ძალიან კარგად და ელოდება თავის შანს. ძალიან კარგია რომ მან "ლივერპულის" წინააღმდეგ ითამაშა. მე ძალიან მინდა რომ მან შესძლოს გოლების გატანა და ამით გუნდის დახმარება" - დაასრულა ხუან მატამ