ესპანური პრესა Fichajes ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა გარეტ ბეილის შეძენა ზამთარშივე სცადოს.
ბეილმა რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ ის "ბერნაბეუზე" ბედნიერია და კლუბის დატოვება არ სურს.
თუმცა "ტოტენჰემის" ყოფილი ფეხბურთელის მომავალი განხილვის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც ბეილმა ტრავმა მიიღო.
როგორც მოსალოდნელია, "რეალი" "ჩელსის" ვარსკვლავის, ედენ აზარის შეძენას ცდილობს და შესაბამისი თანხის მისაღებად ბეილის გაყიდვა სურს.
თუმცა Sky Sports-ის ექსპერტის, გრემ ჰანტერის აზრით, "იუნაიტედს" ბეილის შეძენის შანსი არ აქვს.
"შეუძლებელია "მანჩესტერ იუნაიტედს" ბეილის შეძენის სურვილი წაართვა."
"მათ აქვთ ბიუჯეტი და ისინი მის შეძენას ეცდებიან, რაც "რეალში" ბეილის გადასვლამდეც სცადეს. მაგრამ ტრანსფერი არ შედგება მანამ, სანამ ბეილი არ მივა ხელძღვანელობასთან და არ ეტყვის: "მე და ჩემი ოჯახი აქ ბედნიერები არ ვართ."
"ასე რომ, ახლა "იუნაიტედს" შანსი არ აქვს და ვფიქრობ, ამჟამად მათ უნდა დაივიწყონ. მომავალში შესაძლებელია, მაგრამ ჭორი, მხოლოდ ჭორია."