"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ანხელ დი მარია არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ვინგერმა Olimpia de Plata-ს პრიზი სამშაბათს მიიღო და მან გამოკითხვაში "ბარსელონას" თავდამსხმელს, ლიონელ მესისა და "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელს, სერხიო აგუეროს აჯობა.
დი მარია, რომელიც თავისი ქვეყნის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაღწევაში დაეხმარა, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მადრიდის "რეალშიც", რომელსაც მე-10 ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.
2006 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ ლიონელ მესი ვერ იმარჯვებს არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაში - თუმცა მან მიმდინარე სეზონში 56 გოლი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.