თბილისი:
მანჩესტერი:
18-12-2014, 08:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1584,
კომენტარები: 6
ერერას FA Cup მოსწონს
ანდერ ერერას ასოციაციის თასის გათამაშება მოსწონს.
ერერას FA Cup მოსწონს
ანდერ ერერა ასოციაციის თასის გათამაშებაში პირველად მიიღებს მონაწილეობას და მისი გუნდი "იოვილ თაუნს" შეხვდება მესამე რაუნდში.

25 წლის ბასკმა თავისი პასებით, ართმევაზე თამაშითა და გოლის გატანის უნარით უკვე დაიმსახურა ქომაგთა სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგაში ის თავს კარგად გრძნობს, ასოციაციის თასის გათამაშება მას ქვეყნის საფეხბურთო ტრადიციებთან უფრო ახლოს გაცნობას სთავაზობს, რასაც იგი მოუთმენლად ელოდება.

"ესპანეთის თასისგან განსხვავდება, რადგან უფრო მეტად ჰგავს პლეი-ოფს."

"ესპანეთში ორ მატჩს ვატარებთ, ასე რომ, ვფიქრობ კარგია ერთმატჩიანი დუელის ჩატარება, რადგან თამაშს გაცილებით ემოციურს ხდის. ასე რომ, მომწონს FA Cup-ი და როცა ესპანეთში ვთამაშობდი, მას ყოველთვის ვუყურებდი."

"ძალიან საინტერესო შეჯიბრებაა. ნებისმიერ გუნდს შეუძლია მისი მოგება, რომელიც უკეთესი აღმოჩნდება. ამ შეჯიბრებაზე თამაში მინდა და მისი მოგების დიდი შანსი გვაქვს."

"ვფიქრობ, თამაშის დღეს თითოეულ ქომაგს ექნება ნერვიულობისა და მღელვარების განცდა. ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. გასულ წელს "არსენალმა" მოიგო და წელს გვინდა, რომ ჩვენ ვიყოთ ფინალში."

"სავარჯიშო ბაზის კედლებზე მინახავს, თუ რამდენჯერ მოვიგეთ ასოციაციის თასი. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ის სხვა გუნდებთან შედარებით ყველაზე მეტჯერ მოიგო, ზუსტად ისე, როგორც ლიგა. "იუნაიტედისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია, თუმცა ჩვენთვის ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია, რადგან ყველაფრის მოგება გვსურს."


"იოვილთან" გასვლით შეხვედრაში თამაში პირველი მატჩი იქნება ანდერისთვის ასოციაციის თასზე, ხოლო "იუნაიტედისთვის" პირველი მატჩი მიმდინარე სეზონში ამავე ტურნირზე, მაგრამ ანდერი დასკვნების გაკეთებას არ ჩქარობს და პირდაპირ ფინალისკენ არ იხედება, რომელიც მაისში "უემბლიზე" ჩატარდება.

"უემბლიზე" თამაში საოცარი იქნებოდა. თუმცა ყურადღების გადატანა მხოლოდ ამ მატჩზე უნდა მოვახდინოთ, რადგან ფინალამდე ჯერ კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს მოსაგები. მაგრამ ვფიქრობ, რომ ფინალში გასვლის უნარი გვაქვს."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
18 დეკემბერი 2014 10:07
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
უნდა მოიგოთ აბა რა უნდა ქნათ ♥♥
0
№2
ავტორი: VaRdo
18 დეკემბერი 2014 12:01
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ეს თასი მეც მინდა წელს მაგრად : ) იმედია მოვიგებთ თორე კაი ხანია არ მოგვიგია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: chudikone
18 დეკემბერი 2014 12:17
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ათამაშეთ ეს კაცი ძირითადში და მოეკიდეთ ამ თასს მეტი პასუხისმგებლობით!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: GeorgeBest
18 დეკემბერი 2014 14:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თუმცა ჩვენთვის ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია, რადგან ყველაფრის მოგება გვსურს


იმედია მართლა ესეა და არ წავაგებთ 4-0 კიდე wink
0
№5
ავტორი: red devil
19 დეკემბერი 2014 08:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ერერა დამევასე შე ოხერო
0
№6
ავტორი: DiMaria
19 დეკემბერი 2014 11:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მაგარი ბიჭი ხარ. გავიდეთ, ვითამაშოთ და მოვიგებთ. თუ დაიკდიეს ვერაფერსაც ვერ მოვიგებთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top