"მანჩესტერ იუნაიტედის' მცველი, ფილ ჯონსი თვლის, რომ დავიდ დე ხეას ბოლოდროინდელი გამოსვლები მისი სამუშაო ეთიკის, სიძლიერის და გაუმჯებესებისკენ მუდმივი სწრაფვით არის გამოწვეული.
"ლივერპულთან" ჩატარებული შესანიშნავი მატჩის შემდეგ ესპანელმა უეინ რუნის შექება დაიმსახურა, რომელმაც მას მსოფლიოს ნომერ პირველი მეკარე უწოდა. კაპიტნის სიტყვებს მცველიც ეთანხმება.
ჯონსი, რომელიც "იუნაიტედს" დავიდ დე ხეასთან ერთად შეუერთდა 3 წელიწად ნახევრის წინ, თვლის რომ ესპანელი მეკარე სრულიად იმსახურებს იმ აღიარებას, რაც მან ბოლო დროს მოიპოვა.
"მასთან ერთად მუშაობა სასიამოვნოა" - განაცხადა ფილმა. "მოედნის გარეთ დავიდი შესანიშნავი პიროვნებაა, ის ძალიან თავმდაბალი და ჩუმია. მოედანზე კი იღბლიანები ვართ, რომ მისნაირი მოთამაშე გვყავს. კლუბში გადმოსვლის შემდეგ, მას რთული პირველი წელი ჰქონდა. თუმცა მაშინაც ვამჩნევდით შესანიშნავ ტალანტს, ის ფანტასტიურ სეივებს ანხორციელებდა."
ჯონსს ასევე დაუსვეს კითხვა ეპარებოდა თუ არა პირველ სეზონში ესპანელის შესაძლებლობებში ეჭვი. "მე არა!" - უპასუხა ჯონსმა. "მას დაუჯერებელი სეივების გაკეთება შეუძლია და როგორც მეკარე შესანიშნავია პოზიციის შერჩევაში. როცა ის კარში დგას დარწმუნებული ხარ, რომ 10-დან ცხრა შემთხვევაში გადაგარჩენს. ჩემთვის იგი საუკეთესო სამ მეკარეს შორისაა."