სერ ალექს ფერგიუსონს პრობლემები აქვს ნახევარდაცვაში, კერძოდ იქ სადა თამაშობს პოლ სკოულზი. ვეტერანი ინგლისელი წლის ბოლოს ალბათ დაასრულებს კარიერას საბოლოოდ. ფერგის კი მოუწევს მოძებნოს პოლის ღირსეული შემცვლელი. ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი "მადრიდის რეალის" ღირსებას იცავს 2010 წლის ზაფხულიდან. სწორედ ამ დროიდან აკვირდება სერ ალექსი ოზილს. მას ისევე, როგორც ჟოზე მოურინიოს სურდა გერმანელის გადაყვანა, თუმცა პორტუგალიელმა სპეციალისტმა სწრაფი გადაწყვეტილება მიიღო, შეთავაზა "ვერდერის ბრემენს" დიდი თანხმა და ოზილმაც ამოყო თავი "რეალში". "მისი შესაძლებლობები გამოულევია" - განაცხადა ჟოზე მოურინიომ, მის სიტყვებს კი გერმანული ინტერნეტ-გაზეთი "Kreiszeitung.de" ციტირებს... წლის ბოლოს როდესაც პოლი დაასრულებს კარიერას, ოზილმა შესაძოა თავი "იუნაიტედში" ამოყოს, ან ერთ თვეში უკვე გადმოვიდეს გერმანელი მანჩესტერულ კლუბში... ეს დამოკიდებულია ვეტერანი პოლის გამძლეობაზე, სერ ალექსი როგორც ჩანს მზად არის ოზილის გადმოსაყვანად.