თბილისი:
მანჩესტერი:
17-12-2014, 18:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2450,
კომენტარები: 0
გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს
გარი ნევილი დე ხეას თამაშის შესახებ.
გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს
დავიდი კარში ელოდება და უყურებს, როგორ განვითარდება სიტუაცია, უკანასკნელ მომენტში კი ბურთს იღებს. ის ელოდება, თუ რას მოიმოქმედებდა ედენ აზარი, აკონტროლებდა საჯარიმოში შექმნილ სიტუაციას და არ ჩქარობდა. დე ხეა ადგილზე იდგა, მშვიდად იყო, მისი ხელები სწორ მდგომარეობაში ჰქონდა და ბრწყინვალედ მოიგერია ბურთი. მატჩს მატჩი მოსდევს, დე ხეა კი გუნდს შველის, რასაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარისგან მოველოდი. შევხედოთ "არსენალთან" მატჩის ფრაგმენტს - არავითარი პანიკა, სიჩქარე, ის ამ ეპიზოდში ჯეკ უილშირს არ ეხმარება.

გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს


აბა სცადე და მომატყუე ჯეკ. დავიდი ადგილზე დგას და ცივსისხლიანივით ელოდება. დიდებული თამაში. "ლივერპულთან" მატჩში მარიო ბალოტელი ერთი-ერთზე გადის, დავიდი დგას, ელოდება, ბურთს იღებს. მეკარის ასეთი უნარი მნიშვნელოვან თამაშებს იგებს! დე ხეასგან მოედანზე ასეთ მოქმედებებს ველოდებოდი. ორი წლის წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო. ახლა დე ხეა ერთი-ერთზე გასვლისას ხელებს არ სწევს, დგას და აკონტროლებს საჯარიმოში არსებულ სიტუაციას. ის თავდამსხმელს ისევ მოტყუებას სთავაზობს.

გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს


ადრე დავიდი ცალ მუხლზე ეშვებოდა და ხელებს ფართოდ შლიდა. ეს მეკარის საკმაოდ ხშირი შეცდომაა. მაგრამ ამ სეზონში დე ხეა თამაშობს ისე, როგორც უნდა თამაშობდნენ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები. ადგილზე დგას, არ გამოდის კარიდან შორს, რაჰიმ სტერლინგს მოვლენათა განვითარების არჩევის საშუალებას აძლევს და ბოლოს გუნდი გოლისგან იხსნა.

ოლე გუნარ სულშერმა გუშინ განაცხადა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მეკარის ასეთი თამაში 15 წელიწადია არ უნახავს. მე კი მას ვეთანხმები. დავიდმა ორ წელიწადში დაუჯერებლად მოუტამა! ბოლო წლებში დე ხეას მეკარის ოსტატობა სრულყოფილებამდე მივიდა. ის დიდებულ მეკარედ ყალიბდება. მოცემული სტატისტიკა ამას ადასტურებს.

გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს


"მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში დაცვაში წარუმატებლად თამაშობს და დაშვებული შეცდომების მხრივ, რომელთაც კარში დარტყმა მოჰყვა პრემიერ ლიგაში მე-3 ადგილს იჭერს. ხოლო შეცდომების მხრივ, რომელთაც გოლები მოჰყვა "იუნაიტედი" მე-20 ადგილზეა - პრემიერ ლიგის საუკეთესო შედეგი! დავიდ დე ხეა მუდმივად შველის გუნდს. აუცილებელია კლუბმა დაუყოვნებლივ გაახანგრძლივოს მასთან კონტრაქტი, რადგან ასეთი ფეხბურთელის გაშვება დაუშვებელია.

წყარო:carrick.ru
სტატიები
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top