თბილისი:
მანჩესტერი:
17-12-2014, 18:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2204,
კომენტარები: 0
გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს
გარი ნევილი დე ხეას თამაშის შესახებ.
გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს
თამაშის მომდევნო ასპექტი - კარში დარტყმების მოგერიება. დავიდის ამ უნარს ვაკრიტიკებდი. ორი წლის წინ შეცდომებს უშვებდა. ყოველ ჯერზე, როცა დე ხეა ბურთს იგერიებდა, ის მოწინააღმდეგეს პირდაპირ ფეხებში მისდიოდა. ასე მოხდა "ლივერპულთან" მატჩშიც ორი წლის წინ.

გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს


ახლა კი ვხედავთ შემდეგს: ანალოგიური სიტუაცია "არსენალთან" 4-5 კვირის წინ გამართულ მატჩში - დავიდი სრულიად მშვიდად იჭერს ბურთს. ჯეკ უილშირი ამ მომენტში თამაშგარეში არ იმყოფებოდა და მზად იყო კარში დაერტყა.

გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს


მეორე ტაიმში იმავეს აკეთებს დე ხეა კასორლას დარტყმის დროს, რომელზე დასამატებლად უელბეკი იყო მზად. "ლივერპულთან" მატჩში ის კიდევ ერთხელ თამაშობს საიმედოდ, მაშინ, როცა რაჰიმ სტერლინგი მზად იყო კარში გადაეგზავნა ბურთი. თუ რუნის გოლის ეპიზოდში ბრედ ჯონსის მოქმედებას გაიხსენებთ, გამოჩნდება, რომ ის დარტყმის მიმართულების გამოცნობას ცდილობდა. დავიდი კი მშვიდად უყურებს სიტუაციას და ბურთს მშვიდად იჭერს.

ახლა ვისაუბროთ მეკარის მეტად მნიშვნელოვან კომპონენტზე. მე მაქვს შემდეგი თეორია: მეკარემ 10-დან 7-8 შემთხვევაში უნდა იხსნას გუნდი, როცა მოწინააღმდეგე ერთი-ერთზე გადის. მატჩის შემდეგ ყოველთვის იწყება საუბრები: "გოლი მცველების შეცდომის გამო გავიდა", მაგრამ მეკარემ გუნდი უნდა იხსნას! საუკეთესო მეკარეები - ვან დერ სარი, სიმენი, ნოიერი - სეივებს უმეტეს შემთხვევაში აკეთებენ. ეს მეკარის ყველაზე რთული დავალებაა. განვიხილოთ რამდენიმე წლის წინ "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში მომხდარი ეპიზოდი და ყურადღება მივაქციოთ დავიდის მდებარეობას.

გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს


ის წინ-უკან, წინ-უკან მოძრაობს და სიტუაციას არ აკონტროლებს. რიო ფერდინანდმა თავდამსხმელს მიუსწრო, დავიდი კი უკვე კართან ახლოს უნდა მდგარიყო. რატომ უნდა გამოხვიდე კარიდან ასე შორს?

გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს


მცველი ბრუნდება, ხოლო დე ხეა ნერვიულობს. ვიდეოს ეს ფრაგმენტი ნათლად გვიჩვენებს, რამდენად გაიზარდა დე ხეა უკანასკნელ წლებში. ფორვარდს ადვილად გააქვს გოლი, ბურთი დე ხეას ხელებს შორის გაუძვრა. ახლა კი შევხედოთ "ჩელსისთან" მიმდინარე სეზონში ერთი-ერთზე აზარის გასვლას.

გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს


გაგრძელება
სტატიები
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top