თბილისი:
მანჩესტერი:
17-12-2014, 16:31
ავტორი: Esi,
ნანახია: 1645,
კომენტარები: 9
ჯონსი ტრავმებზე საუბრობს
მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდა მცველი მის ტრავმებსა და ვარჯიშზე საუბრობს...
ჯონსი ტრავმებზე საუბრობს
მანჩესტერ იუნაიტედის ინგლისელი ცენტრალური მცველი, ფილ ჯონსი იმედოვნებს, რომ მის კარიერაში ტრავმებს უკან მოიტოვებს და სტაბილურად თამაშს განაგრძობს, რათა პირველ გუნდში ადგილის დასამკვიდრებლად იბრძოლოს. ახალგაზრდა მცველს უკვე ჩამოუყალიბდა ტრავმისამდი მიდრეკილის რეპუტაცია. ბოლოს, მან ლივერპულის წინააღმდეგ, გასულ კვირას ითამაშა. ეს იყო მისი დაბრუნება და პირველი მატჩი ტრავმის შემდეგ. საერთოდაც პრემიერ ლიგაში მან მეხუთე მატჩი ჩაატარა, ეს კი იმაზე მეტყველებს თუ რამდენად ხშირად იღებს ის ტრავმას.

"წინა სასეზონო ტურნეზე თავს კარგად ვგძნობდი, ვვარჯიშობდი და მატჩებშიც ვიღებდი მონაწილეობას" - განაცხადა ჯონსმა.

"სეზონის დასაწყისში, ნაკრების ერთ-ერთ შეხვედრაზე დავშავდი, შემდეგ დავბრუნდი, მაგრამ ისევ ტრავმა მივიღე. არასდროს იცი წინასწარ რა მოხდება, ასეა ჩემი ტრავმების შემთხვევაშიც. მე ვარჯიშზე მივდივარ იმ მიზნით, რომ ვივარჯიშო და წინასწარ არ ვფიქრობ იმაზე, რომ შესაძლოა ვარჯიშზე დავშავდე."

"ამ სეზონში გუნდში ტრავმიანობა აშკარად შეინიშნება. ბევრს ვვარჯიშობ და სხვადასხვა ვარჯიშებს მივმართავ, რათა ფორმა შევინარჩუნო, უფრო ძლიერი გავხდე და ტრავმებისადმი მიდრეკილება შევამცირო. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი თამაში გავაუმჯობესო"


ბლექბერნიდან იუნაიტედში გადმოსვლის შემდეგ, მან ბევჯერ მიიღო ტრავმა, მაგრამ ის მაინც რჩება იუნაიტედის იმედისმომცემ ფეხბურთელად, რადგან მას ამისთვის ყველაფერი აქვს.

და ბოლოს, ჯონსმა დაამატა, რომ ხშირი ტრავმიანობა ძალიან ცუდად აისახება დაცვის ხაზზე, რადგან ამ პოზიციაზე ფეხბურთელების მუდმივი ცვლილების გამო, ერთმანეთთან შეთანხმებული თამაშის შესაძლებლობა ძალიან მცირეა, რადგან ყველა მატჩში თითქმის სხვადასხვა ფეხბურთელებს ვაწყდებით დაცვის ხაზზე.

წყარო: Skysports
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
17 დეკემბერი 2014 16:32
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
დაიცა, წიე დაბრუნდა ? lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: AkkRed
17 დეკემბერი 2014 16:43
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აშკარაა ამას არ უმართლებს არა და რა ნიჭიერია და რა კარგია ♥♥
0
№3
ავტორი: Goginashvili777
17 დეკემბერი 2014 16:47
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
AkkRed,
მე თუ მკითხავ არაა საჭირო ჯონსის ყოფნა :) გავუშვათ და ვინმე ვიყიდოთ რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№4
ავტორი: RedGirl
17 დეკემბერი 2014 16:54
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ჯონს ! ჩემო გლადიატორო !! მაგრად მევასება რა love

ძვლივს არ დაგვიბრუნდა ! რამდენი ხანი ველოდი :დ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: RojoDiablo
17 დეკემბერი 2014 17:29
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სეზონის სტარტზე გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა ტრავმები იყო. გარდა იმისა, რომ გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მოვიდა, არც დიდი ხნის წინათ მოსულები იყვნენ ჯანმრთელად და ეს ყველაფერი ერთმანეთის მიყოლებით ბევრი რამის მიზეზი ხდებოდა. ჯონსი კი იმედისმომცემად რჩება ისევ და ამ იმედს მხოლოდ იმედად არ დატოვებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: AkkRed
17 დეკემბერი 2014 18:12
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Goginashvili103,
არაა ტო ამას ჯობია ევანსი და სმოლინგი გაუშვან...

ოღონდ ჯონსიც ქლევერლის არ დაემზგავსოს
0
№7
ავტორი: GeorgeBest
17 დეკემბერი 2014 20:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია აღარ მიიღებ ტრავმას wink მაგას მიხედე შენ
0
№8
ავტორი: RedTeen
18 დეკემბერი 2014 01:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მაგრად გამისწორდა ჯონსის დაბრუნება... <3 მაგარი გიჟია იმედია ამ სეზონში აღარ მიიღებს ტრავმას..
0
№9
ავტორი: red devil
18 დეკემბერი 2014 06:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ფაიფურის გლადიატორი :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top