თბილისი:
მანჩესტერი:
17-12-2014, 15:32
ავტორი: Esi,
ნანახია: 1668,
კომენტარები: 9
"მანჩესტერელები" ჰოლანდიაში გამოარჩიეს
ამსტერდამში გამართულ დაჯილდოვებაზე, "მანჩესტერელები" დააჯილდოვეს
ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში გალა დაჯილდოვება შედგა, სადაც რამდენიმე ნომინაციაში ჰოლანდიელ ფეხბურთელებს აჯილდოვებდნენ. ჯილდოს გარეშე არ დარჩენილა, მანჩესტერ იუნაიტედის ჰოლანდიელი თავდამსხმელი, რობინ ვან პერსი, რომელმაც ჯილდო 2014 წლის საუკეთესო გოლის ავტორისთვის მიიღო. ალბათ ყველას გვახსოვს ჰოლანდიელის ბრწყინვალე გოლი, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მან ესპანეთის ნაკრებს გაუტანა. "ჰოლანდიელები" მინიმალური ანგარიშით მარცხდებოდნენ, როდესაც დეილი ბლინდის ჩაწოდების შემდეგ, ვან პერსიმ ბრწყინვალე ნახტომში ანგარიში გაათანაბრა, საბოლოოდ მატჩი "ჰოლანდიელების" სასარგებლოდ 5-1 დასრულდა.

ასევე ჯილდოს გარეშე არ დარჩენილა, "ჰოლანდიის" ნაკრების ყოფილი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი. იგი "ტიტების" ქვეყანაში 2014 წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს და ჯილდოც, სწორედ ამ ნომინაციაში გადასცეს. მართლაც, რომ უკონკურენტო გახლდათ ლუი ამ ნომინაციაში, რადგან მან ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალგაზრდა ჰოლანდიელების ხარჯზე მესამე ადგილი დაიკავა და თავის ქვეყანას საპატიო მესამე ადგილი მოაპვებინა. მოუგო რა ისეთ ნაკრებებს, როგორებიც: ესპანეთი(5-1), ავსტრალია(3-2), ჩილე(2-0), მექსიკა(2-1) არიან. სამწუხარო მარცხი იწვნიეს ნახევარფინალში არგენტინელების წინააღმდეგ, პენალტების სერიაში, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრწოლაში კი მასპინძელი ქვეყანა, ბრაზილია, იოლად 3-0 დაამარცხეს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება, "მიუნხენის ბაიერნისა" და "ჰოლანდიის" ნაკრების ნახევარმცველ, არიენ რობენს ერგო.
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
17 დეკემბერი 2014 15:34
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
რობინის გოლი იმედია წლის საუკეთესო მარტო ჰოლანდიაში არ გახდება love
0
№2
ავტორი: AkkRed
17 დეკემბერი 2014 15:50
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Esi,
არა და არი რამოდენიმე გოლი რომელიც ჯობია მის გოლს
0
№3
ავტორი: RedGirl
17 დეკემბერი 2014 16:53
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
პერსის გოლი არ ამომდის გონებიდან ! საოცრება იყო !! love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№4
ავტორი: RojoDiablo
17 დეკემბერი 2014 17:32
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჰოლანდიის მასთაბით კი, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ვერ მოიგებს საუკეთესო გოლის ავტორის პრიზს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Best 7
17 დეკემბერი 2014 17:39
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ძალიან კარგიაა!
0
№6
ავტორი: Berba 9
17 დეკემბერი 2014 20:19
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
კაია კაი და საუკეთესო გოლადაც იმედია პერსის გოლს აირჩევენ! ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№7
ავტორი: GeorgeBest
17 დეკემბერი 2014 20:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვან გაალი იცინის wink რას მოვესწარით
0
№8
ავტორი: RedTeen
18 დეკემბერი 2014 01:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ბლინდი როგორ ჰგავს მამამისს. :დდ მშვენიერია.. იმედია მართლა მსოფლიო მასშტაბით გახდება პერსის გოლი საუკეთესო..
0
№9
ავტორი: red devil
18 დეკემბერი 2014 06:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რობენი მართლა იმსახურებდა საუკეთესოს ტიტულს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top