მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა გააკრიტიკა სიტის ფებურთელი სამირ ნასრი და მანჩესტერულ დერბიში სიტის დამარცხება სწორედ ამ უკანასკნელს დააბრალა. ნევილმა განაცხადა, რომ ფრანგ ფეხბურთელს არ შეუზლია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მნიშვნელოვან მომენტში. ასევე Sky Sports-ის ექსპერტი ფიქრობს, რომ მთავარი დამნაშავე სამირ ნასრია და არა მარიო ბალოტელი, როგორც ბევრი მიიჩნევს:" მოედანზე იმყოფებოდა ადამიანი, რომელსაც უფრო მეტი დანაშაული მიძღვის ვიდრე მარიო ბალოტელის. მნშვნელოვან მატჩებს ეს ფეხბურთელი თითქოს ორთქლდება მოედნიდან, მე სამიერ ნასრიზე ვსაუბრობ."
ასევე ნასრი დამნაშავეა მესამე გოლში სიტის კარში, რობინ ვან პერსის დარტყმის შემდეგ მან გადაწყვიტა გარიდებოდა ბურთს და შეესაბამისად გოლიც გავიდა:" ეს მატჩი იუნაიტედმა მოიგო იმიტომ, რომ ნასრი გაერიდა ბურთს. მისი ასეტი საქციელი სამ ქულად დაუჯდა თავის გუნდს. არანაირ სარგებელს ვერ ვხედავ მის თამაშში. ისეთ შესანიშნავ ფეხბურთელთან, როგორიც დავიდ სილვაა, გვერდით უნდა ჰყავდეს უფრო ძლიერი მეწყვილე, რომელიც შრომისმოყვარე იქნება. სამი თუ 4 წლის წინ როცა ნასრის წინააღმდეგ ვითამაშე ემირეითს სთეიდიუმზე 60 წუთის განმავლობაში შორტებზე მებღაუჭებოდა, რაც ძალიან მაღიზიანებდა"
ნევილმა თქვა, რომ 6ქულიანი უპირატესობა მოადუნებს სერ ალექსის გუნდს:"ამ მომენტში მშვიდად ვერ ვიქნებოდი, რადგან მოწინააღმდეგე მანჩესტერ სიტია. ისინი კისერზე გვაჯდნენ გასულ სეზონში და სამწუხაროდ ჩვენი სისუსტეებით ისარგებლეს. თუ თქვენ ხართ იუნაიტედის გულშემატკივარი, მენეჯერი ან მწვრტნელი, მაშინ თქვენთვის ძალიან მძიმე იქნება სეზონის ბოლოს მეტოქის ფეხებთნ დავარდნა"