თბილისი:
მანჩესტერი:
17-12-2014, 10:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2295,
კომენტარები: 11
"იუნაიტედის" ფეხბურთელების საშობაო აქცია
"წითელი ეშმაკები" საავადმყოფოს ეწვივნენ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავები მანჩესტერის სამეფო საბავშვო საავადმყოფოსა და The Christie-ს ეწვივნენ, რათა პაციენტებისთვის საჩუქრები გადაეცათ.

"იუნაიტედის" ფეხბურთელები ორ ჯგუფად გაიყვნენ და ორივე საავადმყოფოში ასობით ჩანთა მიიტანეს, რომლებიც საჩუქრებით იყო დახუნძლული.

აქცია "მანჩესტერ იუნაიტედის ფონდის" მიერ ყოველწლიურად ეწყობა და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელები, ისე პირველი გუნდის წევრები.

"იუნაიტედის" ფეხბურთელების საშობაო აქცია


ხუან მატა "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ პირველად ეწვია საბავშვო ჰოსპიტალს და ვიზიტით მოხარული დარჩა.

"ვფიქრობ, ჩვენთვის კარგია აქ მოსვლა და ბავშვების გაბედნიერება. მათ ახლა რთული პერიოდი აქვთ, მაგრამ იმედი მაქვს მათ სახეებს მცირე ხნით მაინც მოვფენთ ღიმილს."

"თითოეული ადამიანი, ვინც აქ მუშაობს საოცარია: ისინი ბავშვებს ასეთ რთულ მომენტში ეხმარებიან და ეს არის ის, რასაც მუდამ ვაფასებდი"
- განაცხადა მატამ.

"იუნაიტედის" ფეხბურთელების საშობაო აქცია


"იუნაიტედის" ფეხბურთელების საშობაო აქცია


"წითლების" ქომაგი, 23 წლის ადამ ლოველი "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" საკვირაო მატჩს დაესწრო, რის შემდეგაც კიბოს სამკურნალოდ საავადმყოფოში ორ კვირიანი მკურნალობის ჩასატარებლად დაწვა. ის ერთ-ერთი იყო იმ პაციენტთა შორის, რომელთაც საყვარელი ფეხბურთელი იხილეს.

"იუნაიტედის" ფეხბურთელების საშობაო აქცია


"იუნაიტედის" ფეხბურთელების საშობაო აქცია


"ჯეიმს უილსონს "ლივერპულთან" მატჩზე და იმაზე ვესაუბრე, თუ რამდენად მოხარული ვარ მისი ასეთ ახალგაზრდულ ასაკში გამოჩენის გამო. დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის ჯეიმსსა და სხვა ფეხბურთელებთან შეხვედრა და საუბარი" - განაცხადა ადამმა.

"იუნაიტედის" ფეხბურთელების საშობაო აქცია


საჩუქრები მიიტანა კაპიტანმაც, უეინ რუნიმ, რომელსაც მარუან ფელაინი და მაიკლ კერიკი შეუერთდნენ.

"იუნაიტედის" ფეხბურთელების საშობაო აქცია


"იუნაიტედის" ფეხბურთელების საშობაო აქცია


"როგორც ადამიანმა და როგორც მშობელმა, ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შობის დროს სიხარულის მიგვრა ადამიანებისთვის. ვნახეთ, რამდენად ბედნიერს ხდის პაციენტებს ჩვენი ვიზიტი და გვინდა მათ ასეთ რთულ პერიოდში სიხარულის მიზეზი მივცეთ. თუმცა არა მარტო მათ, არამედ პაციენტების ოჯახებსაც" - განაცხადა რუნიმ.

"იუნაიტედის" ფეხბურთელების საშობაო აქცია


თანაგუნდელებს არც სხვა ფეხბურთელები ჩამორჩნენ და გულშემატკივრების გულები მათაც გაახარეს.

"იუნაიტედის" ფეხბურთელების საშობაო აქცია


"იუნაიტედის" ფეხბურთელების საშობაო აქცია


"იუნაიტედის" ფეხბურთელების საშობაო აქცია


წყარო: manutd.com
სურათები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
17 დეკემბერი 2014 11:11
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რუნის ფოტო ყველაზე მაგარია. love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
17 დეკემბერი 2014 11:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
აუ რა ჯიგრები არიან ტო. გაიხარეთ
0
№3
ავტორი: VaRdo
17 დეკემბერი 2014 11:37
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
რამხელა სიკეთეს აკეთებენ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: AkkRed
17 დეკემბერი 2014 11:50
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეშმაკები ანგელოზობენ love
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 დეკემბერი 2014 11:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
წარმომიდგენია რა სიხარული ექნებოდათ ამათ დანახვისას love

დუმბო დანარჩენი 7 სურათიც საინტერესო იქნებოდა wink
0
№6
ავტორი: Mufc7
17 დეკემბერი 2014 13:10
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რა ბედნიერებს დატოვებდნენ ამ ბავშვებს,წარმომიდგენია♥
"ვფიქრობ, ჩვენთვის კარგია აქ მოსვლა და ბავშვების გაბედნიერება. მათ ახლა რთული პერიოდი აქვთ, მაგრამ იმედი მაქვს მათ სახეებს მცირე ხნით მაინც მოვფენთ ღიმილს."♥♥♥♥♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: GeorgeBest
17 დეკემბერი 2014 14:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"როგორც ადამიანმა და როგორც მშობელმა, ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შობის დროს სიხარულის მიგვრა ადამიანებისთვის. ვნახეთ, რამდენად ბედნიერს ხდის პაციენტებს ჩვენი ვიზიტი და გვინდა მათ ასეთ რთულ პერიოდში სიხარულის მიზეზი მივცეთ. თუმცა არა მარტო მათ, არამედ პაციენტების ოჯახებსაც" - განაცხადა რუნიმ.


შრეკი ყველაზე მაგარი კაცია good2
0
№8
ავტორი: RedGirl
17 დეკემბერი 2014 16:51
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
რა საყვარლები არიან :დ <3

"როგორც ადამიანმა და როგორც მშობელმა, ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შობის დროს სიხარულის მიგვრა ადამიანებისთვის."


კაპიტანო ! love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№9
ავტორი: RojoDiablo
17 დეკემბერი 2014 17:14
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვახო ( G G M U),
ეგ იქით, ჯგუფში ნახე wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: RedTeen
18 დეკემბერი 2014 01:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ნეტა კიბო მქონდეს და მარტო მანჩესტერში იკურნებოდეს.. :// მაშინ მაინც ხომ შევძლებდი მათ ნახვას.. :((
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top