ყოველკვირეულად ჩვენ გთავაზობთ, ლამაზ, ტექნიკურ და შეტევის გამწვავების მომენტებს, ვიდეოში ხვდებიან როგორც პირველი გუნდის, ისე 21 და 18-წლამდელთა გუნდის წევრებიც.
მიმდინარე კვირის ვიდეო წინამორბედებისგან განსხვავებულია და ეს განსხვავება იმაში გამოიხატება რომ, არ არის შესული ახალგაზრა ფეხბურთელების მომენტები, თუმცა ეს სრულებითაც არ აკნინებს მას.
რუბრიკის მთავარი ფიგურა ძნელი გამოსარჩევია, რადგან "ლივერპულთან" გამართულ შეხვედრაში მოთამაშეები ძალიან ეცადნენ ლამაზი ფეხბურთი ეჩვენებინათ, თუმცა ყველაზე ხშირად ანტონიო ვალენსიას და რობინ ვან პერსის გამოსდიოდათ ეს. ეკვადორელის ერთ-ერთ ასეთ ქმედებას ლამაზი გოლიც მოჰყვა, რომელიც უეინ რუნიმ გაიტანა. ასევე ძალიან კარგი და ეფექტური მოძრაობით განმუხტა დაძაბულობა მაიკლ კერიკმა, რისთვისაც აპლოდისმენტებიც დაიმსახურა "ოლდ ტრაფორდზე" მყოფთაგან. მართალია ანდერ ერერას მხოლოდ 20-ოდე წუთი მიეცა, მაგრამ ესპანემლა მაინც მოახერხა და მოგვაწონა თავი.