თბილისი:
მანჩესტერი:
17-12-2014, 09:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2182,
კომენტარები: 7
ფრანს ჰუკი და მისი "მეკარეთა ტიპი"
ფრანს ჰუკის მეთოდები.
ფრანს ჰუკი და მისი
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარეთა მწვრთნელი, რომელიც ადრე "აიაქსში", "ბარსელონაში", "ბაიერნში" და ჰოლანდიის ნაკრებში მუშაობდა და რომელმაც ვიქტორ ვალდესისა და ედვინ ვან დერ სარის აღზრდაში უშუალო მონაწილეობა მიიღო, გვიყვება სამუშაო მეთოდების შესახებ, რომელიც მეტწილად ნოვატორულია.

ფრანს ჰუკი მეკარის პროფესიაზე ჩვენს წარმოდგენას მთლიანად ცვლის

"აიაქსში" დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი მეკარეთა მწვრთნელი და მათთან მუშაობის მყარი პრაქტიკა გვქონდა. გარკვეული ხნის შემდეგ მეკარეთა ასეთ ტიპს მივეჩვიე. "ბარსელონაში" კი სრულიად სხვა რამეს წავაწყდი. აქ ფანტასტიური მეკარეები შემხვდნენ, რომლებიც ჩვენი თამაშის სტილის შესაბამისად ვერ ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს. რამდენიმე წლის განმავლობაში ვაანალიზებდი და ბოლოს მივედი იმ დასკვნამდე, რომ არსებობს მეკარეთა ორი ტიპი.

თავდაჯერებულობა

რობსონის წასვლის შემდეგ მთავარ მწვრთნელად ვან გაალი დაინიშნა და მან სულ სხვა სათამაშო სისტემა დანერგა. შედეგად, ბაია ძლიერი და თავდაჯერებული მეკარისგან რაღაც სრულიად საწინააღმდეგოდ იქცა. მოგვიანებით მივხვდი, რომ ის უბრალოდ იტანჯებოდა იმ პირობებში, რომელშიც თავდაჯერებულობას ვერ გრძნობდა. უცებ მის წინ ღია სივრცე გაჩნდა, რომელშიც მას საკუთარი როლი უნდა შეესრულებინა და ამასთან ერთად დამუშავებულ სქემას უნდა მორგებოდა. ეს მისი ძლიერი მხარე არ გახლდათ. პირიქით, ისეთი მეკარე, როგორიც რუდ ჰესპია თავს კომპორტულად გრძნობს ასეთ პირობებში თამაშიშას და ამიტომ სწორედ ის მოიწვიეს გუნდში. დიდებული არჩევანი იყო.

გამოცდა

იგივე მოხდა ედვინ ვან დერ სარის შემთხვევაში. როცა "აიაქსიდან" "იუვენტუსში" გადადიოდა ჰოლანდიის საუკეთესო მეკარე გახლდათ, მაგრამ იქ ვეღარ გააგრძელა იმავე დონეზე თამაში, რასაც "აიაქსში" აჩვენებდა. ეს ლოგიკურია, რადგან მას არათუ საკუთარი ძლიერი მხარის, არამედ იმის გამოცდა მოუხდა, რომელსაც სულაც არ ეჭიდება. ვან დერ სარის ადგილი არ არის გუნდში, რომელიც თავს იცავს და საჯარიმოს მიჯაჭვულია. არის თუ არა ვან დერ სარის ბრალი? რა თქმა უნდა არა. ეს არის იმ ხალხის შეცდომა, ვინც ის ამ პოზიციაზე აიყვანა.

ანალიზი

ასეთი სიტუაციები გავაანალიზე და დავასკვენი, რომ არსებობს ერთი სპექტრის ორი პოლუსი, რომელზეც მეკარეთა თითოეული ტიპია განლაგებული. ერთ მხარეს იქნებიან მეკარეთა R ტიპები, ე.წ. საუკეთესო რეაქციისა და ხაზის მეკარის ტიპები. ეს ტიპი საკუთარ თავში გამარჯვებულის ხასიათ შეიცავს. ის ყველაფერზე წავა მოგებისთვის, ფიზიკურად ძლიერია და აქვს შესაბამისი კუნთოვანი წონა. ასეთი მეკარე შესაძლოა ათლეტი სულაც არ იყოს, მაგრამ ის სწრაფია და დაუჯერებელი რეაქცია აქვს. ეს აუცილებლად აღნიშნავს, რომ იგი დიდებული სპრინტერია. უფრო ზუსტად - ის არის დიდი კუნთოვანი წონისა და ბრწყინვალე ქარიზმის კლდე.

რეაქცია

რეაქტიულ მეკარეს შეუძლია დაცვა მართოს, მაგრამ ხშირად ეს მწვრთნელის მითითებას ჰგავს, რომ ადრე თუ გვიან მცველებს ბრალი დასდოს და ყვირილი დაიწყოს. სტანდარტული მდგომარეობის შესრულების დროს მას სიტუაციის კონტროლი შეუძლია, რადგანაც რეორგანიზაციისთვის დრო აქვს. ჩვეულებრივ ეს მატჩის წინა შეთანხმების შედეგია.

მეკარის დავალებები

თუ გადავხედავთ დავალებებს, რომელსაც R ტიპის მეკარე ასრულებს, დავინახავთ, რომ ისინი კარში დარტყმის დროს შესანიშნავად წარმოაჩენენ თავს. ისინი დარტყმების დაახლოებით 80-90% იღებენ. თუმცა ნაკლებად წარმატებულად თამაშობენ ერთი-ერთზე. ასეთ სიტუაციაში წარმატებით მხოლოდ 70%-ით სარგებლობენ და თითქმის ყოველთვის შემდეგნაირად მოქმედებენ: მიმოიხედავენ, დარტყმას აგრესიულად ხვდებიან და თითქმის ყოველთვის მოწინააღმდეგეს ფეხებში უვარდებიან. ასეთ მეთოდს ხშირად ჯარიმა მოჰყვება, როცა ისინი ბურთთან პირველად მისვლას ვერ ასწრებენ. ასე რომ, პენალტის ან ბარათის მიღების ალბათობა საკმაოდ დიდია. R-მეკარეები ჩვეულებრივ ცუდები არიან ჩაწოდებების დროს და ძალიან ცუდები სიტუაციის წაკითხვისა თუ სახიფათო პასებში ჩარევის მხრივ.

კარიდან დარტყმები

ბურთის ფლობის საკითხს ერთადერთი მეთოდით წყვეტენ: გრძელი პასი. მათი გადაცემები ჩვეულებრივ ზუსტია, მაგრამ კარიდან დარტყმა სულ სხვა საქმეა. ჩვეულებრივ ბურთს კოსმოსში გზავნიან. ასეთი მეკარეები პასებს არ მიმართავენ, რადგან ეს მათ მხოლოდ პრობლემებს უქმნით.

წინათგრძნობა

სპექტრის მეორე მხარეს არის გამაანალიზებელი მეკარე, ან იგივე A ტიპის კიპერი. ჩვეულებრივ, ისინი გამარჯვებულები არიან, მაგრამ იმ გამონაკლისით, რომ რეაქტიულები არ არიან. იშვიათი გამონაკლისის გარდა ისინი ათლეტურები არიან, მაგრამ სხვაგვარად: ნაკლები კუნთოვანი მასა აქვთ, თუმცა აპოლონის შთამომავლები არიან. ნაკლებად ქარიზმატულებიც არიან.

ხედვა

ხედვის ორგანიზაციული წერტილიდან, ისინი თამაშის წაკითხვაში კარგები არიან. მათ აქვთ მომხდარის სრული სურათის დანახვის უნარი, რაც სიტუაციასთან ადვილად გამკლავების საშუალებას იძლევა. არსი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი მცველების აზრს იშვიათად უსმენენ, ამიტომ ამ უკანასკნელებს ლიდერისთვის მოსმენა უხდებათ.

მეკარის დავალებები

ისინი იმდენად ბრწყინვალედ ვერ უმკლავდებიან კარში დარტყმებს, როგორც R-ტიპის მეკარეები, ამიტომ ამ კრიტერიუმის მიხედვით საშუალოთა რეიტინგში შედიან. სამაგიეროდ, A-მეკარე სრულიად სხვაგვარად ეკიდება ერთი-ერთზე თამაშს. სიტუაციას დაკვირვებით უყურებს და წინასწარ საზღვრავს, თუ რას მოიმოქმედებს მოწინააღმდეგე. შედეგად, ცდილობს მოწინააღმდეგეს მაქსიმალურად მიუახლოვდეს და ინიციატივა ხელთ იგდოს, რითაც საგოლე მომენტის შექმნას ხელს უშლის. ასეთი ტიპის მეკარე აუცილებელ მოთმინებას ფლობს, დიდხანს რჩება საკუთარ პოზიციაზე და ყველაზე საჭირო დროს მივარდება მოწინააღმდეგეს - სწორედ მაშინ, როცა ბურთის ტრაექტორიის ცვლილებაა საჭირო. თუ მას ეს უნარები აქვს, მრავალ შემთხვევაში ის გამარჯვებული გამოდის. ამასთან ერთად, ტყუილად არ რისკავს და თუ ხანდახან მაინც უშვებს შეცდომას, მათ არასდროს მოსდევს ბარათი ან პენალტი.

ჩაწოდებები

როგორც ჩანს, ჩაწოდებები ნებისმიერი მეკარისთვის არის პრობლემა. ჯამში, A-მეკარე არაფრით სჯობია და ჩამოუვარდება R-კოლეგას. ეს არის სიტუაცია, რომელშიც სამწუხაროდ ხედვასა და სხვა ფაქტორებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს.

მოთამაშე

გამაანალიზებელი მეკარე თავს წარმოაჩენს, როგორც მოთამაშე, რომელსაც მოსაზრებისა და მოქმედებაში მონაწილეობის მიღების უნარუ აქვს, როცა ბურთს ფლობს. ხშირად აცნობიერებს თუ რომელ მომენტში რა შეიძლება მოხდეს არასწორად და რაზე უნდა იმუშავოს. სწორედ ამიტომ, მას არ მოსწონს გრძელი გადაცემები. რა თქმა უნდა, გრძელი პასების გაკეთება იცის, მაგრამ უფრო მეტად ბურთის ისე გათამაშებას ამჯობინებს, რომ მისმა გუნდმა ბურთის დაჭერა მოახერხოს. გარდა ამისა, მას ბურთის გადაწოდების რამდენიმე მეთოდი აქვს: დაბალი, პასი უახლოესს, ჩაწოდება... მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ის არ ცდილობს იგივე მანძილი გადალახოს, რაც R-მეკარემ. მიუხედავად ამისა, A-მეკარეს მარტივად შეუძლია მოედნის მეთერთმეტე ფეხბურთელის როლის შესრულება.

კომენტარები

A-მეკარეთა პროტოტიპად შეგვიძლია თამამად აღვიქვათ სტენლი მენცო, ედვინ ვან დერ სარი, მარტენ სტეკელენბურგი და ფაბიენ ბარტეზი. ისინი მოედანზე მოვლენათა განვითარებას რეალურად განსაზღვრავენ. ისინი შედგენელი სქემის, დაცვის მართვის, ლიდერობის საკუთარ თავზე აღებისა და დროული მოქმედებების ორგანიზაციის საშუალებით რეალურად ცდილობენ სახიფათო სიტუაციის ჩახშობას. ისინი ცდილობენ ხაზზე ბურთის მოგერიებას მოერიდნონ. შეუსაბამოებს უჭირთ ზუსტად მიესადაგნონ მითითებებს, ამიტომ კრიტიკასაც და ქებასაც უმეტესად მათი რეაქტიული კოლეგები იმსახურებენ. ეს კი იმიტომ, რომ R-მეკარეები მარტივად შესაფასებლები არიან: ვიღაც დარტყმას ასრულებს და მეკარე ზღაპრულ სეივს ახორციელებს.

სხვაობა

თუ მწვრთნელი ხარ, აუცილებელია ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ტიპაჟის განსხვავება. 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატს დავუბრუნდეთ და გავიხსენოთ რინუს მიხელსი, რომელსაც არ ესმოდა კარგად თუ რომელი მეკარე იყო კარგი დარტყმულის მოგერიებაში და რომელი სწორ ვარდნაში. მაგრამ მას შესანიშნავად ესმოდა, თუ რომელი მეკარე შეესაბამებოდა მის სათამაშო სისტემას. ბევრისთვის სიურპრიზად იქცა ის, რომ მიხელსმა იან იონგბლუდი ვან ბევერენს, დუსბურს ან შრიივერსს ამჯობინა. თუმცა მათი დონე თამაშის სტილს არ ესადაგებოდა და მიხელსმა A-მეკარე ამჯობინა R-მეკარეს.

საჯარიმო

თუ თანამედროვე მეკარეებს ზედმიწევნით დააკვირდებით, მარტივია მათი გამოყოფა, ვინც R-მეკარეთა ტიპს მიეკუთვნება და მათიც, ვინც A-მეკარეთა ტიპს მიეკუთვნება. თუმცა დანარჩენებსაც მოეძებნებათ სპექტრზე ადგილი სადღაც მათ შორის. არსებობს მრავალი შემთხვევა, როცა მეკარეს ვერc რეაქტიულთა კატეგორიას მიაკუთვნებ და ვერც გამაანალიზებელთა კატეგორიას, სამაგიეროდ შეიძლება მათი სადმე შუაში მოქცევა. მათი მდებარეობა ამ სპექტრზე ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან დიდი გავლენა აქვს ა) მათ სწავლაზე. საერთოდ როგორ გეგმავთ თქვენი მეკარის სწავლებას (ახალგაზრდობიდან პროფესიონალურ დონემდე); ბ) მწვრთნელისთვის აუცილებელია იმის განსაზღვრა, თუ როგორ გავლენას მოახდენს მეკარე სათამაშო სისტემაზე; გ) თუ ეს მეკარე გარკვეულ ტიპს მიეკუთვნება, როგორ ვავარჯიშოთ იგი.

მე მიმაჩნია, რომ ყველა მეკარე ისე უნდა გავწვრთნათ, როგორც გამაანალიზელი.

წყარო: carrick.ru


მეკარეთა რომელ ტიპს მიაკუთვნებთ დე ხეას?

R-მეკარეს
A-მეკარეს
არც ერთს

სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
17 დეკემბერი 2014 09:27
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მე თუ მკითხავთ საინტერესო თეორიაა. დე ხეას პროგრესი რომ ამ კაცის დამსახურებაც არის ეს სადავო არ იქნება ალბათ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
17 დეკემბერი 2014 11:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
დე ხეა ძალიან კარგია. მოგერიებაშიც, გამოსვლაზე თამაშშიც და თითქმის არ უშვებს შეცდომებს ჩაწოდების დროსაც. როგორც მახსოვს 91% აქვს დაჭერილი ამ სეზონში. თუ მისი ასეთი პროგრესი მართლაც ჰუკის დამსახურებაა მაშინ ყოჩაღ მას და ვან გაალს.
0
№3
ავტორი: VaRdo
17 დეკემბერი 2014 11:28
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საინტერესო სტატია ჩანს მოგვიანებით წავიკითხავ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: AkkRed
17 დეკემბერი 2014 11:45
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დუმბო love


მე კი მგონია, რომ დე ხეა არის კაცი რომელიც A-R ვარიანტს ორივეს ითავსებს winked
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 დეკემბერი 2014 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
არვიცი რამდენად მართალია ჩემი მოსაზრება, მაგრამ მე ვფიქრობ რომ დე ხეას ახასიათებს ის პლიუსები რაც A და R ტიპის მეკარეებს აქვთ. დავიწყოთ იქიდან რომ კარის ხაზზე დე ხეა ბრწყინავლედ თამაშობს, შეიძლება გამოსვლებზე ისეთი წარმეტებული ვერ არის როგორც ხაზზე, მაგრამ ძალიან ბევრჯერ გადაურჩენია გუნდი კარიდან გამოსვლით ( შორს რო არ წავიდეთ სტერლინგის მომენტი გაიხსენეთ ). ასე რომ ამ ყველაფრის სინთეზით დე ხეა უნიკალურ მეკარედ ჩამოყალიბდა.
0
№6
ავტორი: Esi
17 დეკემბერი 2014 14:31
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ყოჩაღ დუმბო!

გუშინ ავღნიშნე დე ხეას ასეთი თამაში ჰუკის დამსახურებაათქო და ამ სტატიის წაკითხვის მერე უფრო დავრწმუნდი ამაში. დე ხეას კი ვაქებთ და ვადიდებთ, მაგრამ ეს კაცი არ უნდა დავივიწყოთ.

ორივე ტიპის მეკარის დადებითი თვისებები გააჩნია დე ხეას, ჯერ კიდევ გაიზრდება და რამდენიმე წელში საუკეთესოც გახდება. ჯერ არამგონია ჰუკი სადმე წავიდეს, სასურველია მანჩესტერში იყოს დიდი ხანი. მართლაც ბევრი კარგი მეკარე ყავს გაზრდილი. ეს კაცი არ ვიცი რას ეუბნება ვარჯიშის დროს ან რას ასწავლის მეკარეებს მაგრამ ფაქტია, როცა ის წვრთნის იმ სეზონში მეკარეები ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. თუნდაც სტეკელემბურგი, თავის დროზე რა იმედებს ამყარებდნენ დაშორდა თუ არა ჰუკს, გაქრა.
0
№7
ავტორი: RedGirl
17 დეკემბერი 2014 17:03
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
საინტერესო იყო ნამდვილად. რა თქმა უნდა, ამ კაცსაც მიუძღვის წვლილი მის განვითარებაში. ჩემი აზრით დე ხეა ორივე მეკარის ტიპის დადებით თვისებებს ისრუტავს :დდ რამდენიმე წელში მართლა საუკეთესო იქნება, დარწმუნებული ვარ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top