თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2014, 20:48
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1611,
კომენტარები: 10
ოლე გუნარ სულშერის რჩევა უილსონს
"იუნაიტედის" ლეგენდამ ახალგაზრდა ჯეიმსს რჩევა მისცა.
ოლე გუნარ სულშერის რჩევა უილსონს
ნორვეგიელი ფორვარდი საუცხოო ნიჭით იყო დაჯილდოებული, მას გოლის გატანის საოცარი ალღო ჰქონდა და იტანდა ძალიან მნიშვნელოვან გოლებს, რითაც დაიმსახურა კიდეც გულშემატკივართა სიყვარული. ოლე გუნარისთვის უილსონი უცხო ფიგურა ნამდვილად არ არის, ის ახალგაზრდა ინგლისელის თამაშს ჯერ კიდევ მაშინ ადევნებდა თვალს, როდესაც სარეზერვო გუნდს თავკაცობდა, თუმცა მაშინ ჯეიმსი სულ რაღაც 16-წლის იყო.

ჯეიმსს სულ ახლახანს შეუსრულდა 19 წელი, თუმცა უკვე არაერთხელ მოხვდა დიდი გუნდის ძირითად შემადგენლობაში და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა საკვირაო შეხვედრაა, "ლივერპულის" წინააღმდეგ. ახალგაზრდა ფორვარდს, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში 2 გოლი გაუტანა "ჰალ სიტის", სულშერის აზრით დიდი მომავალი აქვს და შეუძლია გახდეს "იუნაიტედის" წამყვანი ფიგურა.

"მე არასდროს მივარჯიშებია ჯეიმსი, როდესაც სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიყავი, თუმცა მის თამაშს თვალს ვადევნებდი. მე 1993 წელს დაბადებულ მოთამაშეებთან მქონდა ძირითადად ურთიერთობა მაგალითად: პოლ პოგბა და რაიან ტანიკლიფი. უილსონი კი მათზე ორი წლით უმცროსია, ამიტომ 18-წლამდე გუნდში უწევდა თამაში.

მას აშკარად დიდი პოტენციალი აქვს. შეუძლია მომენტის დაგვირგვინება, ასევე აქვს კარგი ალღო და თუ ის ჯანმრთელად იქნება აუცილებლად განვითარდება.

როგორც ახალგაზრდა შემტევს, მას უბრალოდ ვერ ეყოლება რობინზე უკეთესი დამრიგებელი. ჩემი რჩევა იქნება უბრალოდ უყუროს ჰოლანდიელს და ისწავლოს მისგან, ეს იდეალური იქნება მისთვის."



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
16 დეკემბერი 2014 21:03
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჩემი რჩევა იქნება უბრალოდ უყუროს ჰოლანდიელს და ისწავლოს მისგან,


ოღონდ თამაშის დროს უყურეო კი არ უთქვამს უილსონ. მერე, ვიდეო ნახე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Wardell
16 დეკემბერი 2014 21:03
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ეხლა წარმოვიდგინე და ძაან გამეცინა :D :D :D ვილსონი რო დგას და რობინს უყურებს :D
0
№3
ავტორი: GeorgeBest
16 დეკემბერი 2014 21:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მას აშკარად დიდი პოტენციალი აქვს. შეუძლია მომენტის დაგვირგვინება, ასევე აქვს კარგი ალღო და თუ ის ჯანმრთელად იქნება აუცილებლად განვითარდება.


იდო უილსონზე ამას წინათ მაგარი სტატია. ძალიან სუსტია და ესე ვერ გაქაჩავს, მაგრამ თავის სისწრაფეს თუ შეინარჩუნებს საკითხავი ესაა
0
№4
ავტორი: chudikone
17 დეკემბერი 2014 00:18
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ამჟამინდელი და მომავალი ლეგენდა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: DiMaria
17 დეკემბერი 2014 11:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
კიიი, რობინი ძალიან ბერს ასწავლის ამას
0
№6
ავტორი: AkkRed
17 დეკემბერი 2014 13:04
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Wardell,
შენ რა ქეში ყოფილხარ wink wink უჩემოდ აღარ მოწიოთქო ბიჭო wink

ისე ძველ ჰოლანდიელს, რომ უყუროს უფრო კაი იქნება იმის თამაშს უფრო ვამსგავსებ უილსონის თამაშს ვიდრე ვან პერსის
0
№7
ავტორი: VaRdo
17 დეკემბერი 2014 13:09
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: chudikone
kone


ნუ გიყავრს შენ გაზვიადება. ეგრე ადვილ იარაა ლეგებდობა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: Mufc7
17 დეკემბერი 2014 13:46
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
chudikone,
შესაძლებლობა აქვს და რამდენად გამოიყენებს ეგაა საკითხავი და მივა თუ არა ლეგენდის წოდებამდე. იანუზაის როგორ მომავალს ვუწინასწარმეტყველებდით და ვის შემცვლელსაც ვუწოდებდით კი ვიცით,მაგრამ ჩაკვდა ეგ თემა:დ უილსონზეც ეგრე არ მოხდება,იმედია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: RedGirl
17 დეკემბერი 2014 16:30
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მე მაგრად მომწონს ეს ბიჭი, მაგრამ იმედია მოახერხებს განვითარებას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: red devil
18 დეკემბერი 2014 07:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
დიდი არაფერია სისწრაფე აქ და განვითარება ჭირდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top