თბილისი:
მანჩესტერი:
18-12-2014, 08:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2741,
კომენტარები: 18
ვარდების დერბი
მნიშვნელოვანი დერბის ისტორია.
ვარდების დერბი
ოდესმე გსმენიათ "ვარდების დერბის" შესახებ? მრავალი ქომაგისთვის "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლიდს იუნაიტედს" შორის დერბის რაობა (ადრე ცნობილი, როგორც "ლიდს სიტი") საიდუმლოებით არის მოცული. სხვათაშორის, ეს დერბი წადილის მოზღვავების მხრივ არაფრით ჩამოუვრდება "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დერბის. "ვარდების დერბი" საფეხბურთო საზღვარს სცდება და აი რატომ.

ვარდების დერბი


"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლიდსის" ქომაგების ურთიერთსიძულვილი იმდენად დიდია, რომ მას გუნდებს შორის იშვიათი დაპირისპირებაც კი ვერ აქრობს. "ბავშვობაში "ლიდსი" ძალიან მძულდა, თუმცა ჩემი სიცოცხლის განმავლობაში მათ არასდროს უთამაშიათ ერთმანეთთან" - აცხადებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგი დენიელ ჰარისი და ავტორი წიგნისა: "გზაში: მოგზაურობა სეზონის განმავლობაში".

ანტიპატია და სიძულვილი არც საპირისპირო მხარესაა ნაკლები.

"ბედნიერი ვარ, როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" ქულებს კარგავს და არ აქვს მნიშვნელობა რომელ მატჩში" - ამტკიცებს "ლიდსის" ქომაგი, ენტონი კლავანი.

ორ მეზობელ ქალაქს შორის კონფლიქტის ისტორია ნახევარ ათასწლეულს ითვლის. ყველაფერი კი მე-15 საუკუნეში დაიწყო, რაშიც დიდი როლი იორკებისა და ლანკასტერების სამეფო გვირგვინისთვის ბრძოლამ ითამაშა.

სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ქალაქებს შორის დაპირისპირება ვაჭრობაში გადაიზარდა.

"ისტორია, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ახლანდელ დაპირისპირებაზე - მოგვითხრობს ენტონი კლავანი - არის გააზრებული რევოლუცია. მანჩესტერის წარმატებულმა ბამბის წარმოებამ ჩვენი ტრადიციული მატყლის წარმოება ძლიერ დააზარალა. ყველაფერი კი იმიტომ, რომ ბამბა იაფი იყო. ამან მანჩესტერს ახალი ზედმეტსახელი - ბამბის მეფე - აჩუქა."

ამის გამო მანჩესტერში მცხოვრებლებს უპირატებოსის გრძნობა დაეუფლათ.

დაპირისპირება იმდენად შორს წავიდა, რომ მანჩესტერში ლიდსელი მომღერლები, მწერლები და მსახიობები აღარ მიიღეს.

სიძულვილისა და ანტიპატიის ასწლეულებმა საფეხბურთო მოედანზეც გადაინაცვლა. წადილის პირველი მოზღვავება 1964/1965 წლებში მოხდა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლიდსს" დაეწია ტიტულების რაოდენობით. ასევე 65 წელს შედგა ინგლისის თასის ნახევარფინალი, რომელშიც დენის ლოუ და ჯეკ ჩარლტონი ერთმანეთს შეეკამათნენ. ამ მოთამაშეების კონფლიქტმა გუნდების დაპირისპირება კიდევ უფრო დაძაბა.

მომდევნო "ცხელი" მატჩი 5 წლის შემდეგ შედგა.

"1970 წლის ნახევარფინალი ხუთი წლის წინანდელ მატჩზე 209 წუთით გვიან გაგრძელდა უგოლოდ (იმ სეზონში ნახევარფინალის ორი მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა, ამიტომ მესამე შეხვედრა დანიშნეს.) მოედანზე დაწყებული შეტაკება მატჩის შემდეგაც გაგრძელდა - იხსენებს დენიელ ჰარისი - მახსოვს, როგორღაც "ბარნდენ პარკზე" გატანილი გოლის განმეორება ჩავრთე, როცა მამაჩემმა ეს დაინახა, მცემა და მითხრა, რომ "ლიდსთან" დაკავშირებულს ვერაფერს აიტანს თავის სახლში."

დონ რევის ეპოქაში "ლიდსმა" მოიგო თითქმის ყველაფერი, რაც შეეძლო. რევი "ლიდსისთვის" იგივე გახდა, რაც მეტ ბასტი "იუნაიტედისთვის". თუმცა, ჰარისი ამტკიცებს, რომ დონ რევი ბასბის ნამდვილი საპირისპირო პიროვნება იყო.

"სხვადასხვა კლუბების ქომაგები "ლიდსისა" და "არსენალის" წინააღმდეგ გაერთიანდნენ და მომწონდა ის, თუ როგორ ფეხბურთს აჩვენებდნენ ისინი."

თუმცა ენტონი კლავანი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება:

"ლიდსის" ქომაგებმა და მათაც კი, ვინც ფეხბურთს მხოლოდ გატაცებად თვლიდა, იციან რომელი გუნდი იყო 1970-ან წლებში საუკეთესო. ახსოვთ "საუთჰემპტონის" 7-0 განადგურება. დონ რევის გუნდი ტოტალურ ფეხბურთს აჩვენებდა."

მშვიდი 80-ნი წლების შემდეგ წადილი მე-20 საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში ახალი ძალით გამოჩნდა. 91/92 წლების სეზონში ჰოვარდ უილკინსონის ხელმღძვანელობით "ლიდსმა" ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ვარდების დერბი


თუმცა 92 წელს "ლიდსმა" თავისი საუკეთესო თავდამსხმელი მოსისხლე მტერს 1.2 მლნ. ევროდ მიჰყიდა.

"იუნაიტედის" ქომაგმა ფრანგი თავდამსხმელი თბილად მიიღო.

"ეს ნამდვილი შოკი იყო - იხსენებს ჰარისი - უკანასკნელ წუთამდე ვერ ვიჯერებდით. ეს დაუჯერებელი იყო."

კლავანს ეს ასევე სასიამოვნოდ არ ახსენდება: "კანტონას გაყიდვა ნათელი მაჩვენებელი იყო იმისა, რომ "ლიდსი" ისევ იშლებოდა."

"ოლდ ტრაფორდზე" გატარებულ პირველივე სეზონში კანტონამ ინგლისის ჩემპიონობა მოიპოვა - 1967 წლის შემდეგ "იუნაიტედის" პირველი ტიტული.

"მეფე ერიკის გადასვლამ ალბათ პრემიერ ლიგაზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია - იხსენებს დენიელ ჰარისი - როცა ის ჩვენთან თამაშობდა, ყველაფერს ვიგებდით, რაც კი შეიძლებოდა. რომ არა მისი დისკვალიფიკაცია, 95 წელს ტიტულს მოვიგებდით. ის ფერგის ეპოქის პირველი სიმბოლო გახლდათ."

ორი ათწლეულის შემდეგ შეიძლება ნათლად დანახვა იმისა, თუ რა მოუვიდათ კლუბებს. "ლიდსი" პრემიერ ლიგიდან გავარდა და ჯერ კიდევ ვერ ახერხებს დაბრუნებას, ხოლო "იუნაიტედი" ყოველ სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძვის.

თუმცა 2011/12 წლებში ამ გუნდებს შორის ჩატარებულმა უკანასკნელმა მატჩმა აჩვენა, რომ სიძულვილი ოდნავადაც არ შეუსტებულა.

ვარდების დერბი


დანიელ ჰარისი "წლის საუკეთესო მწერლის" ნომინაციაზე წარადგინეს წიგნისთვის: "გზაში: მოგზაურობა სეზონის შემდეგ"



ხუთი დაუვიწყარი შეხვედრა

* "ლიდს იუნაიტედი" 0-0 "მანჩესტერ იუნაიტედი" (27 მარტი, 1965).

დენის ლოუსა და ჯეკ ჩარლტონს შორის დაპირისპირება პირველ ნახევარფინალში

* "მანჩესტერ იუნაიტედი" 0-1 "ლიდს იუნაიტედი" (26 მარტი, 1970)

სამ მატჩიან დაპირისპირებაში "ლიდსს" გამარჯვება ბილი ბრემანმა მოუპოვა.

* "მანჩესტერ იუნაიტედი" 1-0 "ლიდს იუნაიტედი" (17 აპრილი, 1996)

როი კინმა სერ ალექსის გუნდს მოაგებინა და ტიტული მოუპოვა.

* "ლიდს იუნაიტედი" 0-4 "მანჩესტერ იუნაიტედი" (7 სექტემბერი, 1996).

ერიკ კანტონას ყოფილი გუნდის კარში გააქვს გოლი.

* "მანჩესტერ იუნაიტედი" 0-1 "ლიდს იუნაიტედი" (4 იანვარი, 2010)

ინგლისის თასის მესამე რაუნდში "ოლდ ტრაფორდზე" ერთადერთი გოლი ჯერმეინ ბეკფორდს გააქვს.



საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს დაპირისპირებას არა? სტატიაში აღწერილი ფაქტებისა და ისტორიის გარდა რამდენიმე რამის გახსენება კიდევ შეიძლება.

ასეთია რიო ფერდინანდის "მანკუნიანელების" რიგებში გადასვლა. მიუხედავად იმისა, რომ "ლიდსმა" საკმაოდ დიდი ფული მიიღეს, ქომაგები ამან ვერ დაამშვიდა.

ვარდების დერბი


წყარო: independent
სტატიები
18 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
18 დეკემბერი 2014 08:35
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ამოვიდეს იქნება ცოტა ხანში პრემიერ ლიგაში. ლიდსთან თამაშებიც ძალიან მაგარი გამოვა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
18 დეკემბერი 2014 10:29
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ლიდსიც გაასწორებს პრემიერ ლიგაში ამდენ მოსისხლე მტერში პირველ ადგილს, რომ დაიკავებ ძაან მაგარია love ისე ადრეც ყავდათ საქართველოში ლიდსის ქომაგები, მაგრამ ახალ თაობაში აღარ წამოვიდა ეგ ტენდეცია
0
№3
ავტორი: deqstera
18 დეკემბერი 2014 10:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ლიდსი ბავშობაში ძალიან მევასებოდა, სანსახაობრივ და ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობდა, და დღესაც ვბალეშჩიკობ და მინდა დაბრუნდეს პრემიერლიგაში!!

საერთოდაც შეიძლება მანჩესტერის ქომაგს უნდა ძულდეს მაგრამ ლივერპულის მიმართაც არვარ უარყოფითად განწყობილი(მაგრამ ეგ უფრო მეცოდება ვიდრე ვბალეშჩიკობ).... ერთადერთი სიტია ჩვენი მოწინააღმდეგეებიდან ვისაც ვერვიტან, გუნდს სათამაშო სტილი არაქვს, აი როგორ უნდა მოგეწონოს ვერვხვდები!! ლიგაზე ხო სულ ინგლისურებს ვბალეშჩიკობ მაგრამ აი ამ სიტის მომკალი და ვერვქომაგობ ხოლმე...

პირველად ტოტალიზატორში რო წავაგე ლიდსმა გამისხა რა დამავიწყებს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში!!
0
№4
ავტორი: AkkRed
18 დეკემბერი 2014 10:43
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
deqstera,

კაი რა, რა ლივერპული ღადაობ? მაგათ აქვთ თამაშის სტილი?? სტერლინგია ერთი გავარდნა და მეტი არავინ.

სიტი უფრო ლამაზ სტილში თამაშობს ვიდრე ლივერპული, მაგრამ მაინც одно говно-ა ორივე
0
№5
ავტორი: RojoDiablo
18 დეკემბერი 2014 10:59
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
მაგაზე გამახსენდა:

0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: AkkRed
18 დეკემბერი 2014 11:06
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
შენ რა ცუდი ტიპი ხარ wink არა და რო დაუფიქრდე გავს wink
0
№7
ავტორი: RojoDiablo
18 დეკემბერი 2014 11:08
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
რომ დაუფიქრდეო wink რად უნდა მაგას დაფიქრება, კოშტა არ გინახავს ჯერ თუ გავნო? :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: AkkRed
18 დეკემბერი 2014 11:16
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

კოშტა wink wink wink
0
№9
ავტორი: zatara
18 დეკემბერი 2014 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
AkkRed,

მე მევასებოდა ადრე ლიდსი მაგრამ მერე ძაან დაიკარგა ეგ გუნდი... რაღაც ნაირები იყვნენ... სულ ბრძოლობდნენ და ეხლაც ეგრე არიან...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№10
ავტორი: AkkRed
18 დეკემბერი 2014 11:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
zatara,

ინგლისურის სულისკვეთების გუნდია და არასოდეს ნებდება მათი თამაში ზოგადად მომწონდა როცა ვუყურებდი მათ ძველ თამაშებს, მაგრამ ახლანდელი ლიდსი სულ სხვაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top