თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2014, 17:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1617,
კომენტარები: 7
"იუნაიტედი" სნეიდერით კვლავ ინტერესდება
"იუნაიტედს" სნეიდერის შეძენა სურს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთარში "გალათასარაის" ნახევარმცველის, უესლი სნეიდერის შეძენას ეცდება.

თურქული კლუბი გარკვეულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის, რის გამოც თავის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთან განშორება სურს - უესლის წლიური ანაზღაურება 2.5 მლნ. ფუნტს შეადგენს.

წყაროს თანახმად, "გალათასარაი" ჰოლანდიელ ფეხბურთელს 9 მლნ. ფუნტად აფასებს.

უესლის შექმნილი ვითარება უკვე აცნობეს და ნახევარმცველის აგენტი თავისი კლიენტით დაინტერესებულ კლუბებთან უკვე იწყებს მოლაპარაკების გამართვას.

თუმცა, "იუნაიტედი" არ არის ერთადერთი გუნდი, რომელიც სნეიდერის სამსახურით ინტერესდება. მისი შეძენა "საუთჰემპტონსაც" სურს.

როგორც ვიცით, ორივე გუნდის სათავეში სნეიდერის თანამემამულეები, ლუი ვან გაალი და რონალდ კუმანი დგანან. პრემიერ ლიგის ცხრილში ორივე კლუბი მაღალ საფეხურს იკავებს და "წმინდანები", ისევე როგორც "ეშმაკები" ევროტურნირზე მოხვედრისთვის იბრძვიან, რაც შესაძლოა გახდეს კიდეც ზამთარში სავარაუდო გაძლიერების მიზეზი.

წყარო: dailymail
ტრანსფერები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
16 დეკემბერი 2014 17:40
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
აჰაა, აკო და თქვი რაც გინდა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: gilmour
16 დეკემბერი 2014 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მოკვდეს მაინც რო დაგვასვენოს:)
0
№3
ავტორი: AkkRed
16 დეკემბერი 2014 18:04
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

ამის ქელეხისთვის მაყურებინე ეხლა wink ყვავი ამდენს არ ცოცხლობს რაც ეს, რამდენი წლისაა საერთოდ, ამის ასაკმა ჩ.წ. აღრიცვამდე დაიწყო ათვლა wink
0
№4
ავტორი: SAF
16 დეკემბერი 2014 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
იმედია ეხლა მაინც ვიყიდით ეჰ თავის დროზე 6 წლის წინ გადმოსულიყო ინტერიდან ბაბუ რომ ყიდულობდა რა კარიერა ექნებოდა ?.... მაგრამ დებილი რომ იქნები კაცი trolldad
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№5
ავტორი: GeorgeBest
16 დეკემბერი 2014 21:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სანამ ეს ფეხბურთს ითამაშებს მანამდე დაიწერება ჭორები. ან გადმოვიყვანოთ ერთი ორი დღით და გავუშვათ ისევ რავი იქნებ დაისვენონ wink
0
№6
ავტორი: Rosso Diavolo
16 დეკემბერი 2014 22:45
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ყოველ წელს ამაზე უნდა იწერებოდეს ? ;დ
0
№7
ავტორი: Mufc7
17 დეკემბერი 2014 14:09
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ეჰ ერთ დროს როგორ მინდოდა ჩვენთან:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top