თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2014, 17:21
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1961,
კომენტარები: 5
რუნი: დე ხეა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა
უეინ რუნიმ ესპანელ კიპერზე ისაუბრა
რუნი: დე ხეა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა
ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო დავიდ დე ხეასთვის, ესპანელმა უკვე მრავალჯერ მოახერხა პუბლიკის გაოცება საოცარი სეივებით. მისი თამაში უყურადღებოდ არც კლუბის კაპიტანს დაუტოვებია, რომელიც აცხადებს, რომ დე ხეა მსოფლიოს ნომერ პირველი კიპერია.

დევიდმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გასულ კვირას "ლივერპულის" დამარცხებაში, ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა გადაარჩინა "ევერტონთან", "არსენალთან" და "სტოკთან" მატჩებში.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად "ოქროს ბურთის" სამ ძირითად კანდიდატს შორის ერთადერთი მეკარე მანუელ ნოიერია, უეინ რუნი თვლის, რომ დე ხეა მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოა.

"ჩემი აზრით, ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. მან ჩვენი გუნდის რიგებში უამრავი საოცარი მატჩი ჩაატარა" - განაცხადა რუნიმ.

"ის არ არის ისეთი მაღალი, როგორც ზოგი სხვა მეკარე, თუმცა მას საოცარი ნახტომი აქვს და ყოველ წერტილს აკონტროლებს. ზოგჯერ ვარჯიშზე არტყამ კარში და ბრუნდები, რადგან ფიქრობ რომ გოლი გავიდა, თუმცა ბურთი მის ხელებში აღმოჩნდება. მისით ძალიან კმაყოფილები ვართ."

დე ხეა "იუნაიტედს" 2011 წელს, 20 წლის ასაკში შეუერთდა და ლეგენდარული ედვინ ვან დერ სარი ჩაანაცვლა. მისი პირველი 18 თვე არც ისე წარმატებული გამოდგა, თუმცა გასულ წელს მან "იუნაიტედის" წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიიღო.

"ძალიან რთულია 20 წლის ასაკში "იუნაიტედის" ძირითადი მეკარე იყო, თან როდესაც ისეთი ფანტასტიური მეკარის ჩანაცვლება გიწევს, როგორიც ვან დერ სარია."

"ჩვენ ვიცოდით, რომ მას თავიდან დრო დასჭირდებოდა და ასეც მოხდა. პირველი 6 თვე, შესაძლოა ერთი წელი, მისთვის რთული იყო, თუმცა ის აგრძელებდა ბეჯითად მუშაობას და შედეგი სახეზეა."

"ედვინ ვან დერ სარს საუკეთესო წლები ჰქონდა "იუნაიტედში", როდესაც ის 30 წელს გადაცილებული იყო, ამიტომ დავიდს ჯერ კიდევ დიდი დრო აქვს წინ. თუ ის ასევე გააგრძლებს მუშაობას, იგი მრავალი წლის განმავლობაში დარჩება ტოპ მეკარედ."

"დავიდი ახლა შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და იმედი მაქვს რაიმე პერსონალური ჯილდოს აღებასაც მოახერხებს."

ვან დერ სარის გარდა, რუნის კიდევ ერთ მეკარესთან, ჯო ჰარტთან აქვს ნათამაშები ეროვნულ ნაკრებში. "ისინი სრულიად განსხვავებული არიან. სამივე შესანიშნავი მეკარეა. იმ სტილით, რითაც "იუნაიტედი" თამაშობს, მეკარე ხშირად ერთვება თამაშში და უწევს ფეხის გამოყენება, რასაც დავიდი და ედვინი შესანიშნავად აკეთებენ. ჯო განსხვავებულია, თუმცა ის დიდ დახმარებას უწევს "მანჩესტერ სიტის" და ეროვნულ ნაკრებს"

მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო დე ხეას ხშირად უწევს განსხვავებულ დაცვის ხაზთან ერთად თამაში, რუნის აზრით ეს მის საქმეს კიდევ უფრო ართულებს.

"რა თქმა უნდა მეკარეს ურჩევნია, რომ მის წინ ჩამოყალიბებული დაცვის ხაზი იყოს, მაგრამ ის ახლანდელ სიტუაციას უნდა შეეგუოს. ამ სეზონში გუნდში უამრავი ტრავმაა, რაც სიტუაციას ართულებს, თუმცა დავიდი ყველაფერს შესანიშნავად ართმევს თავს."

"ადრინდელისგან განსხვავებით დე ხეა უფრო ხშირად კონტაქტობს მცველებთან. როცა ის პირველად მოვიდა აქ ინგლისური კარგად არ იცოდა და ურთულდებოდა მცველებისთვის დავალებების მიცემა, თუმცა ახლა ის უფრო ხშირად ყვირის."


წყარო: ESPN
სიახლეები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
16 დეკემბერი 2014 17:24
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
როცა მოვიდა, გუნდში დაცვის ხაზში რიო და ვიდა იდგნენ. ახალგაზრდა ბიჭისთვის საკმაოდ რთულია ასეთ მცვლეებს რამე მიუთითო. მეკარემ ეს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გააკეთოს, მაგრამ აქ ფსიქოლოგია თამაშობდა როლს. თანდათან დაღვინდა, ჩამოყალიბდა ერთ-ერთ საუკეთესოდ და ახლა ისაა დაცვის ხაზის უმთავრესი წევრი, რატომ არ მისცემს შენიშვნას დაცვას, რომელიც ასე დიდი რაოდენობით უშვებს შეცდომებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
16 დეკემბერი 2014 17:31
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
შენ სულ ჩემს სათქმელს რატო ამბობ? areyoukiddingme
0
№3
ავტორი: RojoDiablo
16 დეკემბერი 2014 17:40
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
დაწერე კომენტარი ადრე და არ დაგასწრებ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
16 დეკემბერი 2014 21:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
20 წლის ასაკში პრემიერ ლიგაში იუნაიტედის ნომერ პირველ მეკარედ მოუწია თამაში, თან ვან დერ სარის შემცვლელად. მიუხედავად იმისა რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა უკვე დიდი გამოცდილება აქვს და დღითიდღე უმატებს. საუკეთესოა და იმედია ბოლომდე ჩვენთან იქნება
0
№5
ავტორი: Mufc7
17 დეკემბერი 2014 14:07
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
სხვა კლუბში ვერც წარმომიდგენია და დიდი იმედი მაქვს, სულ ჩვენი ბურჯი იქნება♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top