თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2014, 14:00
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1631,
კომენტარები: 4
ვან პერსი:"ფალკაო ძალიან კარგი ფორვარდია, მას ყველაფერი გამოუვა"
რობინ ვან პერსის ინტერვიუ.
ვან პერსი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირმა, რობინ ვან პერსიმ, ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სპორტულ ტელეარხ, Sky Sports-ს, ინტერვიუ მისცა, რომელშიც ჰოლანდიელი გუნდის ცუდ სტარტზე, ფეხბურთში ცვალებადობაზე, რადამელ ფალკაოზე და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს.

სეზონის სტარტზე გოლის გატანა ძალიან გიჭირდათ. ეს მსოფლიოს ჩემპიონატისგან გამოყოლილი გადაღლილობის ბრალი ხო არ იყო?

შესაძლებელია. მე უკვე მეხუთე საერთაშორისო ჩემპიონატში მივიღე მონაწილეობა - 3 ევროპის ჩემპიონატი და 2 მსოფლიოს პირველობა. მიღებული გამოცდილებიდან, შემიძლია გითხრათ რომ, ასეთი დამღლელი ტურნირების შემდეგ ძალიან ძნელია სეზონის სტარტზე კარგი ფორმის აკრეფა. რთულია, როდესაც ცდილობ, შრომობ, მაგრამ არაფერი გამოგდის და იღბალი შენ მხარეს არ არის. ამიტომ სეზონის სტარტი ჩემთვის ნამდვილად არ იყო ადვილი.

თავისი როლი ვარჯიშებმაც ხომ არ ითამაშეს? ახლა გაცილებით ისინი ინტენსიური, ადრინდელთან შედარებით.

ვფიქრობ, ყველაზე მეტად მე გამიადვილდა. მე ვმუშაობდი ვან გაალთან ერთად ნაკრებში, ამიტომ ვიცოდი მისი ვარჯიშების პროცესის შესახებ. მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყო თითოეულ წამს - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მწვრთენლს სურს, რომ ჩვენ სულ ვფიქრობდეთ ფეხბურთზე, ძილის წინაც კი. ეს, რა თქმა უნდა, რთული გამოწვევაა, მაგრამ მე მომწონს ასეთი ცხოვრების წესი. როდესაც გავიგე იმის შესახებ რომ, ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი გახდებოდა, პირველი რაც გავიფიქრე იყო ვარჯიშების ინტენსივობა, ვიცოდი რომ ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ ეს აუცილებლად მოგვცემდა შედეგს.

ვან პერსი:"ფალკაო ძალიან კარგი ფორვარდია, მას ყველაფერი გამოუვა"


"ჩელსისთან" გატანილი გოლი იყო თუ არა გარდამტეხი მომენტი თქვენთვის?

უმნიშვნელოვანესი გოლი იყო და არა მარტო გუნდისთვის, ჩემთვისაც. სულ რამდენიმე თვის წინ რთული პერიოდის გადატანა მომიწია. ცხოვრება - ეს დაცემა და წამოდგომაა, დაცემა და წამოდგომა, ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება!

"არსენალთან" გამართული მატჩის შემდეგ თქვენ ძალიან ბევრს გაკრიტიკებდნენ, "ის უკვე ძალიან ბებერია, მოაშორეთ მოედნიდან", ახლა კი თქვენ ისევ საუკეთესო ბომბარდირი ხართ...

ხომ ხედავთ ყველაფერი როგორ სწრაფად იცვლება. როდესაც შენ 30 წელს გადასცილდები და ფურცელზე წერია 3-იანი და 0-იანი, ყველა ფიქრობს, რომ არაფრის მაქნისი ხარ. წლების წინ ჩემზე ამბობდნენ: "ის ტრავმებისკენ არის მიდრეკილი" - თუმცა ეს ყველაფერი უკვე წარსულია. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და არაფერია დაკარგული ამ ასაკში. იმედი მაქვს 8 წელი კიდევ ვითამაშებ, მე წყნარი ცხოვრება მაქვს და ეს მეხმარება საფეხბურთო კარიერაში.

იმის გათვალისწინებით, თუ როგორ თამაშობს "იუნაიტედი" და როგორ თამაშობთ თქვენ, ელით თუ არა გასული წლების საგოლე რეკორდების გაუმჯობესებას?

ყოველ კვირას ყველაფერი იცვლება. ჩვენ უკვე 3 ან 4-ჯერ მოგვიწია სათამაშო სქემის შეცვლა, თუმცა ჯერ კიდევ წინ არის შობა. ყოველთვის მოგებისთვის გავდივართ მოედანზე და მე ეს ძალიან მომწონს.

ვან პერსი:"ფალკაო ძალიან კარგი ფორვარდია, მას ყველაფერი გამოუვა"


"მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგები მოუთმენლად ელიან შემტევი ტრიოს ხილვას: რობინ ვან პერსი, უეინ რუნი და რადამელ ფალკაო. სწუხთ იმის გამო რომ, არ გეძლევათ ერთად თამაშის საშუალება?

რუნისთან ერთად ბოლო 2-2.5 წელი გავატარე და შესანიშნავად ვუგებთ ერთმანეთს. ფალკაოში მომწონს ის რომ, ყოველთვის მონდომებულია ვარჯიშზე და მოედანზეც 100 პროცენტით იხარჯება. მე ვიცი რომ ის საოცარი თავდამსხმელია, თუმცა მას ძალიან არ უმართლებს. მან ძალიან კარგად ითამაშა, როდესაც მიეცა საშუალება. მან მე ორი საგოლე გადაცემა გამიკეთა და "ევერტონის" კარი თაცადაც აიღო. 12-13 წლის განმავლობაში ბევრი ძალიან კარგი თავდამსხმელების გვერდით მომიწია თამაში და რადამელიც ერთ-ერთი მათგანია. მჯერა მას ყველაფერი გამოუვა.

როდის შეგეძლებათ ამის თქმა: "ჩვენ არამარტო ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით, არამედ ჩემპიონობა გვსურს" ?

საჭიროა დეკემბერში ქულების მაქსიმუმი დავაგროვოთ, ასევე იანვრის დასაწყისიც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. თუ ჩვენ ეს გამოგვივა, თუ თამაშის ხარისხს გამოვასწორებთ, თუკი გავაგრძელებთ მოგებათა სერიას იანვრის ბოლოს ამის თქმა უკვე ნამდვილად შეგვეძლება.


წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
16 დეკემბერი 2014 16:34
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
შე ბებეროოო love კი გაკრიტიკებ, მაგრამ მაინც მევასები შე მოღალატე wink
0
№2
ავტორი: Best 7
16 დეკემბერი 2014 16:50
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Falcaos didi momavali aqvs sad xart her!
0
№3
ავტორი: RojoDiablo
16 დეკემბერი 2014 17:13
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
8 წელი მინდა თამაშიო და სულ თეთრი თმით ვიხილავთ ამას ალბათ. მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ვინც ამას აკრიტიკებდა. რამდენიმე ისეთი აზრიც გაჟღერდა, რომლის თანახმადაც რობინს პასებს ვერ აწვდიან - არ არის ეს აზრი საფუძველს მოკლებული. საშემსრულებლო ოსტატობა უნდა ითქვას სეზონის საწყის ეტაპზე ძალიან არ უვარგოდა, მაგრამ მერე გამოასწორა მომენტები გამოყენება. კლასი რომ უმაღლესი აქვს არავის ეპარება ეჭვი, მაგრამ რამდენ ხანს გააგრძელებს მაღალ დონეზე თამაშს ეს საორჭოფოა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
16 დეკემბერი 2014 22:01
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წელს ჩემპიონობა ძალიან შორსაა და ადრეა მაგაზე საუბარი. მთავარი ოთხეული იყო სეზონის დასაწყისიდანვე და ეს იქნება ბოლოსაც. ვნახოთ როგორ წავა სიტუაცია, სანამ შეგვეძლება ვიბრზოლებთ მარა არამგონია დიდად ამ დაცვით შორს წავიდეთ

რაც შეეხება რუნი-პერსი-ფალკაოს ტრიოს დაყენებას, არამგონია ლუიმ ესე გადაწყვიტოს თამაში და არც იქნება კარგი. პერსიმ თუ გააგრძელა გოლების გატანა ფალკაოს 20 წუთსაც ვეღარ ვნახავთ მგონი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top