16-12-2014, 11:35
ნანახია: 1947,
კომენტარები: 6
დავიდ დე ხეა - The Wall
დე ხეას ნორვეგიულმა გაზეთმა საინტერესო სტატია მიუძღვნა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე, დავიდ დე ხეა "ლივერპულთან" მატჩში თავისი თამაშის გამო "იუნაიტედის" ნამდვილ გმირად იქცა.
როგორც ჩანს, მისი საოცარი თამაშის აღსაწერად გაზეთებს სიტყვები აღარ ჰყოფნით და სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ.
ნორვეგიის ყველაზე წარმატებულმა გაზეთმა, VG-მ დე ხეას გაზეთის პირველი გვერდი დაუთმო და მისი თამაშის მოკლედ აღსაწერად საინტერესო ციტატა გაავრცელა.
Pink Floyd-ის ცნობილი ალბომის საშუალებით VG-მ დე ხეას დიდებულ თამაშს გაუსვა ხაზი და ალბომის სახელწოდების შესაბამისად 'The Wall' გამოიყენა.
24 წლის მეკარემა რაჰიმ სტერლინგსა და მარიო ბალოტელის არაერთი ბრწყინვალე ბურთი აუღო და თავისი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.
წყარო:
M.E.N.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.