რაიან გიგზი ფიქრობს, რომ ახლანდელი დაპირისპირება სიტისთან ჰგავს ადრინდელ დაპირისპირებას არსენალთან.
მანჩესტერ იუნაიტედის ვეტერანმა იუნაიტედის დაპირისპირება სიტისთან დააკავშირა რამდენიმე წლის წინ ეშმაკების დაპირისპირებას არსენალთან. ეს დასკვნა მას შემდეგ გააკეთა, რაც მანჩესტერული დერბი ყოველ წელს სულ უფროდაუფრო დაძბული გამოდის. 1997 წლიდან 2004 წლამდე იუნაიტედის მთავარი მოწინააღმდეგე ტიტულისთვის ბრძოლაში იყვნენ მეთოფეები და ამ ორი გუნდის თამაში ხშირად უნებისყოფო ადამიანების ჩხუბს ემსგავსებოდა. სწორედ ასეთი დაპირისპირება იყო უქმეებზე ეტიჰადზე და გიგზმა გადაწყვიტა დაეკავშირებინა ეს მოვლენა არსენ ვენგერის გუნდთნ:"ჩვენ ძალიან ხშირად გვიწევდა არსენალთან მძიმე მატჩების გამართვა და დაახლოებით იგივე მოხდა სიტის წინააღმდეგაც. ეს ორი კლუბი ძალიან ძლიერია და მათ შორის დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. ბოლო სამი წელია მანჩესტერული დერბი დიდი წნეის ქვეშ მიდის. მატჩამდე მომზადება უფრო დიდხანს მიდის, ხალხი მატჩამდე რამდენიმე თვით განიხილავს თამაშს და შესაბამისად ასეთი ყურადღების შემდეგ გამარჯვება კიდევ უფრო სასიამოვნოა."
"ეს მატჩი იყო დაპირისპირება ორ გუნდს შორის, რომლებიც შესანიშნავ ფორმაში არიან და ამასთან იბრძვიან ცხრილში პირველი ადგილის დასაკავებლად. თამაშის პირველი ნაევარი ჩვენი სრული უპირატესობით მიდიოდა, თუმცა მეორე ტაიმში სიტი უფრო აქტიური იყო, რასაც რა თქმა უნდა მოველოდით. ჩვენ მაინც ვქმნიდით მომენტებს და გავიტანეთ კიდეც. 2-2 უკვე თანახმა ვიყავით ფრეზე, თუმცა ბოლო წუთზე გავიტანეთ. ეს ენითაღუწერელი გრძნობა იყო. ინციდენტი რიოსთვის მონეტის სროლასთან დაკავშირებით არ არის პირველი შემთხვევა რაზეც მწვრთნელი საუბრობდა. მონეტა მეც მომხვდა ჩელსისთან დაპირისპირებისას, როცა ჩიჩარიტომ გაიტანა. ეს ყოველთვის ხდება. ვინც ფიქრობს, რომ ეს მწარე სულაც არ არის თავის თავის თვზე უნდა გამოცადოს. აქ საუბარი არაა კონკრეტულად "სიტისა" და"ჩელსიზე". სულ სანტიმეტრები დააკლდა რიოს თვალის დაზიანებას. ეს ძალიან სახიფათოა და არ გვინდა მსგავსი ფაქტების ხილვა სტადიონებზე. კლუბებმა, პოლიციამ და ასოციაციამ ყველაფერი უნდა სცადოს ამ ფაქტის აღსაკვეთად."
მატჩის შემდეგ გაზეთებში დაიწერა, რომ რიო იყო პროვოკატორი, რადგან მან სიტის ფანების სექტორთან გადაწყვიტა გოლის აღნიშვნა. თუმცა კადრებში ნათლად ჩანს, რომ იუნაიტედის ფეხბურთელები საკუთარი გულშემატკივრების სექტორისკენ გაიქცნენ. გიგზის თქმით თუ ეტიჰადზე შენი გულშემატკივრების სექტორთან მიხვალ, მაინც ახლოს იქნები სიტის ფანების სექტორთან:"მათ სტადიონზე ვერ იპოვი უსაფრთხო ადგილს, რადგან მათ ყველაზე აგრესიული ფანები სწორედ, რომ ჩვენს ფანებთან ახლოს ისხდნენ. სწორედ მათი სიახლოვის გამო ბევრს ჰგონია, რომ სწორედ მოწინააღმდეგის სექტორისკენ მივდივართ. როცა ასეთ გოლს იტანთ ყოველთვის კარგავთ კონტორლს და მოთამაშეს უნდა აღნიშნოს გამარჯვების გოლი. რომ გაგვეტანა და მაშინვე მოედნის ცენტრისკენ დავბრუნებულიყავით ჩვენს გულშემატკივრებს გაუკვირდებოდათ, ხოლო მწვრთნელი გოლის აღნიშვნისკენ მოგვიწოდებდა. საბოლო ჯამში არც ფეხბურთელი და არც გულშემატკივარი უნდა გადასცდეს ზღვარს, რომ შემთხვევა ტრავმით არ დასრულდეს"
წყარო:
Manutd.Ru