თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2014, 09:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1432,
კომენტარები: 6
რუნის ტიტულის მოპოვების სჯერა
უეინ რუნი იმედს არ კარგავს.
რუნის ტიტულის მოპოვების სჯერა
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი, უეინ რუნი თვლის, რომ მის გუნდს ტიტულის მოპოვება მიმდინარე სეზონში ჯერ კიდევ შეუძლია.

გასულ წელს "იუნაიტედმა" სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულდა და ჩემპიონ "სიტის" 22 ქულით ჩამორჩა. "წითლებს" არც მიმდინარე სეზონი დაუწყიათ კარგად, მაგრამ ბოლო ტურებში რამდენიმე წარმატებას მიაღწიეს და ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან.

რუნის მიაჩნია, რომ მის გუნდს "ჩელსისთან" და "სიტისთან" ბრძოლა შეუძლია.

"ვფიქრობ, უნდა გვჯეროდეს, რომ ტიტულის მოგება შეგვიძლია. "ჩელსის" რვა ქულით ჩამოვრჩებით და სეზონის გადატვირთულ ნაწილს ვუახლოვდებით, ამიტომ თუ მოვახერხებთ და ყველა მატჩს მოვიგებთ, ხოლო სხვები ქულებს დაკარგავენ, შეუძლებელი არაფერი იქნება."

"ჯერ კიდევ ადრეა ამის თქმა, მაგრამ შედეგები მოდის, ხოლო მწვერვალამდე მანძილი მხოლოდ 8 ქულას შეადგენს, ამასთან ერთად წინ ჯერ კიდევ მრავალი მატჩია. ვფიქრობ, შობა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება ჩვენთვის."

"ორი წლის წინ ჩემპიონობა მოვიპოვეთ, მაგრამ მთელ რიგ მატჩებში ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა შედეგს მივაღწიეთ და ხანდახან ეს საჭიროა."

"მიმდინარე სეზონში რამდენიმეჯერ ვნახე, როგორ ცუდად თამაშობდა "ჩელსი", მაგრამ შედეგს მაინც აღწევდა. უბრალოდ გვჭირდება სწორი შედეგების მიღწევა და შემდეგ ყველანი დავრწმუნდებით, რომ შემდეგშიც შევძლებთ მატჩების მოგებას."

"ჩვენ ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც მე, კერიკს და ფლეთჩერს გამოცდილებას ვუზიარებთ, აქ ხომ დიდი ხანია ვიმყოფებით."

"მატჩების მოგება უნდა გავაგრძელოთ. იმედი მაქვს, მწვერვალზე დაბრუნებას მოვახერხებთ და მერე ვინ იცის."

"შესანიშნავი მედგრობა ვაჩვენეთ. ზოგი შეხვედრა ისე არ მიმდინარეობს, როგორც ეს გვსურს, მაგრამ ჩვენ მათ ვიგებთ და ეს შესანიშნავი ხასიათია."
- განაცხადა უეინ რუნიმ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
16 დეკემბერი 2014 10:37
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
, ამიტომ თუ მოვახერხებთ და ყველა მატჩს მოვიგებთ, ხოლო სხვები ქულებს დაკარგავენ,


აიწყო ცხოვრება. მომდევნო ოთხი ტური ბევრ რამეს გადაწყვეტს, მაგრამ ნიუკლასთან რატომღაც ძალიან ცუდი წინათგრძნობა მაქვს.

არაფერია დაკარგული ჯერ, დაკარგული კი არა მე ვიტყოდი კარგ მდგომარეობაში ვართ. მთავარი სტაბილურობის შენარჩუნებაა სუსტებთან და გრანდების დამარცხება. ეს თითქმის გარანტიაა ჩემპიონობისა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
16 დეკემბერი 2014 10:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
"მატჩების მოგება უნდა გავაგრძელოთ. იმედი მაქვს, მწვერვალზე დაბრუნებას მოვახერხებთ და მერე ვინ იცის."


ასტონ ვილასგან დაიწყეთ ახლა და მერე ნიუკასლი მიაყოლეთ
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 დეკემბერი 2014 10:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ბოქსინგ დეის როგორც ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. ჩელსიც და სიტიც აუცილებლად დაკარგავენ ქულებს, უბრალოდ ჩვენ უნდა განვაგრძოთ მოგებათა სერია, მაგრამ ესე ადვილიც არ იქნება რა თქმა უნდა.

"ზოგი შეხვედრა ისე არ მიმდინარეობს, როგორც ეს გვსურს, მაგრამ ჩვენ მათ ვიგებთ და ეს შესანიშნავი ხასიათია." კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს, ასე რომ თამაშის ხარისხი და დაცვის თამაში აუცილებლად გამოსასწორებელია!!!
0
№4
ავტორი: AkkRed
16 დეკემბერი 2014 11:02
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კაპიტანი ხარ შენ უნდა ჩაუნერგო იმედი და ითამაშო სტაბილურად love
0
№5
ავტორი: GeorgeBest
16 დეკემბერი 2014 22:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გჯერა კაია მარა ძალიან შორს ვართ
0
№6
ავტორი: Wardell
17 დეკემბერი 2014 00:45
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
გიორგი,
RojoDiablo,
რატომ არ უნდა სჯეროდეს? შარშან ამ ეტაპზე ანუ 16 ტურის შემდეგ "სიტისაც" ზუსტად 31 ქულა ჰქონდა და მესამე პოზიციაზე იმყოფებოდა და მიუხედავად იმისა რომ, სეზონის ბოლოს დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდნე რა შედეგიც დადეს ყველას გვახსოვს მგონი ))) მეც მჯერა და იმედიც მაქვს am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top