თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2014, 19:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1874,
კომენტარები: 7
დარენ ფლეთჩერის ინტერვიუ
დარენ ფლეთჩერის ვრცელი ინტერვიუ.
დარენ ფლეთჩერის ინტერვიუ
დარენ ფლეთჩერი თავისი ავადმყოფობის შესახებ ცხადად გვესაუბრება: "არ შემეძლო რესტორანში წასვლა და ჩემი შვილებისთვის საფეხბურთო მოედანზე თვალის დევნება. უსუსური ვიყავი, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა."

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი დაუდგინეს - ქრონიკული ანთებითი ნაწლავური დაავადება.


როცა ავადმყოფობასთან ბრძოლისას გადაღებულ სურათებს უყურებს, დარენი ძლივს სცნობს საკუთარ თავს. ის თითქმის 12 კილოგრამით გახდა და ფეხბურთელის ორგანიზმი წყლულოვანი კოლიტის საშინელი შედეგებით დასუსტდა - დაავადება, რომელიც დარენის ცხოვრებას ემუქრებოდა.

"საშინლად გამოვიყურებოდი" - ამბობს ფლეთჩერი, როცა იხსენებს თუ რამდენად უჭირდა არა მარტო მას, არამედ მის ოჯახსაც - ცოლს ჰეილის და ტყუპ შვილებს - ემოციები მიპყრობს, როცა იმ დროს ვუბრუნდები. მტკივნეულია ამის შესახებ საუბარი."


ფლეთჩერის ნორმალური წონა 79 კილოგრამია. შოტლანდიელი აცხადებს, რომ ჯიუტად ცდილობდა მატჩებში და ვარჯიშებში მონაწილეობის მიღებას, როცა მისი წონა 73 კგ-მდე დაეცა - არასაკმარისი წონა მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის, რომელიც სიმაღლეში 185 სმ-ა. "62 კილოგრამამდე დავიკელი. გარედან ეს შესამჩნევი არ იყო - ყოველთვის გამხდარი ვიყავი"


დარენ ფლეთჩერის ინტერვიუ


ფლეთჩერმა რთული გამოცდა ჩააბარა - სწორედ ეს გახდა გაზეთ Daily Mail-სგან მისთვის იან ვულდრიჯის სახელობის პრიზის გადაცემის მიზეზი, რაც მისი სიმამაცისა და სირთულეების გადალახვის უნარის აღიარებას ნიშნავდა.

ფლეთჩერს დიაგნოზი ჯერ კიდევ 2008 წელს დაუდგინეს, მაგრამ ის სამი წლის განმავლობაში უმალავდა ამ ფაქტს თანაგუნდელებს. იცოდნენ მხოლოდ ოჯახის წევრებმა, კლუბის ექიმმა და სერ ალექს ფერგიუსონმა. ეს დიდწილად იმით იყო გამოწვეული, რომ დარენს არ სურდა თავისი ავადმყოფობის შესახებ საუბარი.

მაგრამ შემდეგ გაჭირდა იმის ახსნა მეგობრებისთვის, თუ რატომ შედიოდა ტუალეტში დღეში 30-ჯერ, რატომ ვერ მიდიოდა ოჯახთან ერთად სადილზე და რატომ არ მიჰყავს შვილები სკოლაში და არ უყურებს მათ საფეხბურთო მატჩებს, რატომ არ შეუძლია უახლოეს საპირფარეშოს თუნდაც რამდენიმე ნაბიჯით მოშორდეს. ყველაფერი ძალიან სამწუხარო მდგომარეობამდე მივიდა - მხოლოდ საავადმყოფოში დაწოლაღა დარჩა.

დღესდღეობით კი ფლეთჩერი მზადაა თავისი ისტორია მოგვითხროს. ეს მას ძალიან რთულად გამოსდის, რადგან დელიკატურ თემაზე საუბრის გარდა, მას არ სურს პრესასთან გულახდილი იყოს.

თუმცა ფლეთჩერი თავისი ავადმყოფობის შესახებ მოგვითხრობს, რამეთუ გრძნობს, რომ ეს დანარჩენების წინაშე მისი ვალია: დიდ ბრიტანეთში 210 ადამიანიდან 1 მაინც წყლულოვანი კოლიტით ან კუჭის დაავადებით იტანჯება. მანჩესტერის სამეფო საბავშვო ჰოსპიტალში დარენი თბილად ესაუბრებოდა ბავშვებს, რომლებიც მისთვის ცნობილ დაავადებას ებრძოდნენ.

დარენ ფლეთჩერის ინტერვიუ


"ბავშვები მიყვებიან, რომ ისინი თავიანთ თანატოლებს მარტივად უხსნიან თუ რა სჭირთ და ამისთვის ამბობენ: "მეც ისეთივე დაავადება მაქვს, რაც ფლეთჩერს."

"ვფიქრობ, ხალხს იმედს აძლევს იმის ხილვა, რომ ეს ყველაფერი გამოვიარე და პროფესიონალურ ფეხბურთს დავუბრუნდი."

"ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ფეხბურთი და როგორი მნიშვნელობა აქვს "მანჩესტერ იუნაიტედს". ამიტომ ახლა წყლულოვან კოლიტთან ბრძოლის საქველმოქმედო ორგანიზაციის სახე ვარ - ვიცი, რამდენად რთულია ამ დაავადებასთან გამკლავება და მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, რათა დავეხმარო მათ, ვისაც ჩემი მხარდაჭერა სჭირდება."


დარენი უყურებს ბავშვებს, რომელთაც სულ ახლახანს გაეცნო.

"ყველაზე მეტად ბავშვებს თანავუგრძნობ. ისინი წონას კარგავენ და ძლიერ ფერმკრთალდებიან. ნათელია, რომ უჭირთ, მაგრამ ახლომყოფებს ამას არ აგრძნობინებენ, რადგან სიმპტომების რცხვენიათ და ამის შესახებ საუბარი არ სურთ."

დარენ ფლეთჩერის ინტერვიუ


რა თქმა უნდა, არც უფროსებისთვისაა ადვილი, მაგრამ პატარებს უფრო უჭირთ - რთულია სკოლაში ასეთი სიმპტომებით სიარული. ვბედავ იმედი დავიტოვო, რომ მათში თავდაჯერებულობას დავნერგავ და სირთულეების გადალახვაში დავეხმარები."

დარენი აღიარებს, რომ თავდაპირველად თავის დაავადებას ზერელედ ეკიდებოდა. პირველი გამწვავების გახსენებისას, რომელიც 6 წლის წინ მოხდა, ფლეთჩერი ამბობს: "დიაგნოზი უცებ დამიდგინეს და მალევე გამოვჯანმრთელდი. ჩემს თვალში მე ისევ შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფებოდი და პრემიერ ლიგაში ვთამაშობდი. თავს გაუტეხელად ვგრძნობდი."

სამწუხაროდ ავადმყოფობა დაბრუნდა, რამაც ის აიძულა ექიმისთვის და სერ ალექსისთვის ყველაფერი მოეყოლა. "ყოველთვის მადლიერი ვიქნები სერ ალექსის, რადგან მან ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა, მომცა შანსი და სჯეროდა ჩემი. ის მუდამ დაუჯერებელ სიკეთესა და მზრუნველობას იჩენდა, აკეთებდა ყველაფერს, რათა დამხმარებოდა და მე და ჩემი ოჯახი დავეცავით, როცა ავად ვიყავი."

"ფერგიუსონმა ხანგრძლივი შესვენების უფლება მომცა და მითხრა, რომ კონტრაქტზე არ მენერვიულა, პირველ რიგში საკუთარ ოჯახსა და ჯანმრთელობაზე მეზრუნა, დამევიწყებინა ფეხბურთი და ყურადღება მთავარზე გადამეტანა."

"ის მუდამ ჩემ გვერდით იმყოფებოდა. საშინლად გამოვიყურებოდი, მაგრამ ის მეუბნებოდა, რომ შესანიშნავად გამოვიყურებოდი. მუდამ ცდილობდა ჩემში თავდაჯერებულობა დაენერგა."


დარენ ფლეთჩერის ინტერვიუ დარენ ფლეთჩერის ინტერვიუ

























































"ჩემი კარიერის გამო ფერგიუსონთან ისედაც ვალში ვარ, მაგრამ ჩემი ავადმყოფობის პერიოდში მისი მხარდაჭერის გამო სერ ალექსმა ჩემ ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირა."

"პენსიაში გასვლის შემდეგაც კი მუდამ მირეკავდა და ჯანმრთელობის შესახებ მეკითხებოდა. ხანდახან ჩემ ცოლს ურეკავდა, რადგან იცოდა, რომ მას ჩემზე არანაკლებ უჭირდა."

"ცოლისთვის კოშმარი იყო ჩემი ხილვა და ცოდნა იმისა, რომ ავადმყოფობამ სხვა ადამიანად მაქცია. სერ ალექსი დიდხანს საუბრობდა მასთან ტელეფონით. უსაზღვროდ მადლიერები ვართ ამის გამო."


ფერგიუსონი ფლეთჩერს ავადმყოფობის სხვებისგან დამალვაში დაეხმარა.

"გადავწყვიტეთ სვებისთვის გვეთქვა, რომ არასერიოზული დაავადება იყო, მაგრამ ყოველდღე სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა სხვებისთვის ავადმყოფობის დამალვა. გარშემომყოფები მიხვდნენ, რომ ძლიერ დაავადებული ვიყავი. კითხვების დასმა დამიწყეს."

ფლეთჩერს წამლების დიდი ოდენობის მიღებისგან უკუჩვენება დაეწყო, მათ შორის სტეროიდისგან, რომელიც მას კოლიტის სიმპტომების კონტროლში ეხმარებოდა.

"ე.წ. მთვარეულის სახე მქონდა - სხეული გამხდარი დარჩა, სახე კი ქრებოდა."

"თავის ტკივილები მუდამ მაწუხებდა და ტუალეტში შესვლა ხშირად მიხდებოდა. უკუჩვენება იყო სხვა წამლებისგანაც. ერთხელ გავიღვიძე და საერთოდ ვერ ვინძრეოდი, არადა ვარჯიშზე უნდა წავსულიყავი. წამლებს კვირების განმავლობაში ვიღებდი და ექიმებმა მითხრეს, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. მაგრამ შემეშინა, თუმცა ერთი ინექციის შემდეგ ყველაფერმა გაიარა."


ფლეთჩერი დაავადებული იყო, მაგრამ საფეხბურთო კარიერის გაგრძელება ძალიან სურდა. "ვარჯიშების დროს თავს უკეთ ვგრძნობდი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მოედანზე არაფერი მტკიოდა."

"როგორც კი ვარჯიში სრულდებოდა, სიმპტომები ბრუნდებოდა. დღე-ღამის 24 საათიდან ვარჯიშის ორი საათი ჩემი დაავადებისგან თავის დაღწევის საშუალება იყო. ამ მოკლე პერიოდში ჯანმრთელი ვიყავი. ამიტომაც თავდადებით ვვარჯიშობდი, როცა ამის გაკეთება არ შეიძლებოდა."

"ვფიქრობ, კარინგტონის ბაზიდან შორს რომ ვცხოვრობდე ავადმყოფობა მძლევდა. მუდმივი შიშის ქვეშ ვიმყოფებოდი - როცა საცობში ვხვდებოდი, პარკში ბავშვებთან ერთად ვიყავი ან რესტორანში."

"რესტორანში სიარულს თავი დავანებე, რადგან ტუალეტში ხუთ-ექვსჯერ მიხდებოდა შესვლა. მეშინოდა, მაგრამ ხალხმრავალ ადგილზე მიცნობენ და კითხვების დასმას დამიწყებენ."


საკუთარ ოჯახზე კი უფრო მეტად ღელავდა. "დიაგნოზი ქორწილიდან მალე დამიდგინეს." - გაბზარული ხმით იხსენებს ფლეთჩერი - "ყოველთვის მეშინოდა, რომ ჰეილი ცოლად გაჰყვა ერთ ადამიანს და ცხოვრება მოუხდა მეორესთან. მაგრამ მას არც ერთხელ არ დაუჩივლია."

"ძლიერ ავად ვიყავი და შესაძლოა ხანდახან ჩემ სიბრაზეს მასზე ვანთხევდი. მაგრამ ჰეილიმ გასაოცარი მედგრობა გამოავლინა. ერთხელ კლუბის ექიმს დაურეკა. ამით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი. მაგრამ ექიმი მოვიდა ჩემთან სახლში და საავადმყოფოში წამიყვანა. იმ დღეს წვეთოვანი დამიდგეს, ბევრი სისხლი დავკარგე. სისხლის დაკარგვის გამო იმდენჯერ აღმოვჩენილვარ საავადმყოფოში..."


ამასთან ერთად, ფლეთჩერი "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშს აგრძელებდა, რაც 30 წლის შოტლანდიელის სულიერ სიძლიერეს აჩვენებს.

ფლეთჩერი თვლის, რომ ძალიან გაუჭირდა დოპინგ-კონტროლის გავლა სტეროიდების გამო, რომელიც სხვათაშორის სნეულმა ორგანიზმმა მიიღო. "უსაზღვროდ ფრთხილად ვიყავი. მაგრამ უამრავჯერ შემამოწმეს. შესაძლოა ვაჭარბებ, მაგრამ ჩემგან დოპინგ-კონტროლის ოფიცრების სამიზნე შექმნეს."

ბოლოს, 2011 წლის დეკემბერში, "ბაზელთან" ჩემპიონთა ლიგის დუელის შემდეგ ფლეთჩერმა გადაწყვიტა თანაგუნდელებისთვის ყველაფერი მოეთხრო. "ზედმეტად ნათელი გახდა, რომ პრობლემები მქონდა. ავადმყოფობის დამალვა აღარ შემეძლო."

"ყველასთვის არ მითქვამს, მხოლოდ რამდენიმე მათგანს ვუთხარი, ვისთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს. თამაშის შემდეგ რუნისთან და ფერდინანდთან ერთად სავახშმოდ წავედი და ვიცოდი, რომ დანარჩენებს არაფერს არ მოუთხრობდნენ. ვუთხარი, რომ დაავადების გამო პაუზას ვიღებდი და მათ თანაგრძნობა გამოიჩინეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის."


წამლები ოპერატიულ ჩარევას ახდენდა, მაგრამ ორგანიზმმა მალე შეწყვიტა რეაგირება და ფლეთჩერი ოპერაციაზე დაფიქრდა. დარენი შიშმა მოიცვა.

"მზად ვიყავი სტეროიდები მიმეღო, მივეჩვიე ფერმკრთალ სახესა და თავის ტკივილებს, მაგრამ ექიმებმა მითხრეს, რომ წამლების მუდამ მიღება არ შემეძლო. საბოლოოდ წამლები ჩემ ჯანმრთელობაზე ძლიერ გავლენას მოახდენდა."

"ჩემს ახლობელ ადამიანებს კი ეშინოდათ, რომ კუჭი სავალალო მდგომარეობაში მქონდა. ეშინოდათ, რომ გართულებები დაიწყებოდა, როცა სადღაც შოტლანდიაში აღმოვჩნდებოდი და აუცილებელ სამედიცინო დახმარებას ვერ მივიღებდი."

"არ მიყვარს სიკვდილზე საუბარი, რადგან ამაზე სერიოზულად არასდროს მიფიქრია. მაგრამ დიახ, ჩემი სიცოცხლე საფრთხეში იყო. ბრძოლას ვაგრძელებდი, ყველა შესაძლო მეთოდით ვმკურნალობდი, ვაკეთებდი ყველაფერს, ოღონდ კი ოპერაციისთვის თავი დამეღწია."

"მაგრამ შემდეგ დგება დღე, როცა სიცოცხლე აზრს კარგავს და ექიმებს ევედრები, რომ ოპერაცია გაგიკეთონ. როცა საკუთარ თავს დახმარებას სთხოვ, ოპერაციისგან თავის დაღწევისთვის ყველაფერს აკეთებ და უსაზღვრო სასოწარკვეთილებისგან პარალიზირებადი შიში მოგიცავს. უფსკრულში აღმოჩნდები."


სამიდან პირველი ოპერაცია გასული წლის იანვარში გაკეთდა. "მსხვილი ნაწლავი ამომაცალეს: წყლულოვანი კოლიტი სწორედ ამ ორგანოს აზიანებს. ეს სამსაფეხურიანი ოპერაციაა, მაგრამ ჩნდება კითხვა: შეუძლია თუ არა შენს ორგანიზმს ახალ სიტუაციასთან შეგუება? თუ არა, ყველაფერი რთულდება. ძალიან მეშინოდა."

"ამიტომ ყველაზე მეტად ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად გამბედაობის პოვნა გამიჭირდა. ოპრაციის ვარიანტი ფაქტიურ ოპერაციულ ჩარევამდე რამდენიმე წლით ადრე შემომთავაზეს. ისეთ მდგომარეობამდე მივედი, რომ უკვე აღარაფრის მეშინოდა. უბრალოდ მინდოდა, ყველაფერი სწრაფად დასრულებულიყო."


თითოეული ოპერაციის დროს ფლეთჩერი ეპიდური ანესთეზიის ქვეშ აღმოჩნდა, რადგან მას რისკი აშინებდა, რომელიც პროცედურას უკავშირდებოდა. "ვიცოდი, რომ არსებობდნენ ადამიანები, რომლებზეც ანესთეზია უკუჩვენებას ავლენდა. ძირითადად ასეთი რამ წყლულოვანი კოლიტით დაავადებულ ადამიანებს ემართებათ. გავიფიქრე, რომ მეც ასე დამემართებოდა. ექიმებმა მითხრეს, რომ სიგიჟე იყო, მაგრამ ტკივილს გავუძელი. თანაც, ჩემს ორგანიზმზე ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედება არ მომწონდა."

ოპერაცია წარმატებით ჩატარდა და ფლეთჩერი თავის ქირურგს, პიტ საგარს გმირს ეძახის, რაც დაავადებასთან ბრძოლის 6 წლიანი პერიოდის შემდეგ გაასაკვირი სულაც არ არის. ავადმყოფობამ ხომ ფლეთჩერს თავისი ნიჭის საფეხბურთო მოედანზე დემონსტრირებაში შეუშალა ხელი.

"უკანასკნელი ოპერაცია 2013 წლის აგვისტოში ჩატარდა და ოქტომბერში გუნდს დავუბრუნდი, ჯერ სარეზერვო გუნდს, დეკემბერში კი ძირითად კლუბს. ჩემი წონა ყოველკვირეულად იზრდებოდა და თავს სულ უფრო კარგად ვგრძნობდი."

"შესაძლოა, ახლა სხვებისგან განვსხვავდები, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ. როცა ვჭამ, ორგანიზმს მთლიანად ვაკონტროლებ. ჩემთვის ეს გამარჯვებაა."

"თავს ავადმყოფად აღარ ვგრძნობ. ჩემთვის ეს აღარ არის პრობლემა. მე თავად ვირჩევ რა ვჭამო, მაგრამ ეს "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემ კარიერასთან არის დაკავშირებული."


დარენ ფლეთჩერის ინტერვიუ


გასულ ბოქსინგ დეიზე 390 დღიანი შესვენების შემდეგ დარენ ფლეთჩერი "ჰალ სიტისთან" მატჩში მოედანზე გავიდა. ის თანამედროვე "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველაზე ხანგრძლივადმოთამაშე ფეხბურთელია. შოტლანდიიდან 15 წლის ასაკში ჩამოვიდა და 30 წლისას ჯერ კიდევ სურს თამაში. ინგლისის თასის კენჭისყრის დღეს, "საუთჰემპტონიდან" უკან დაბრუნებისას ფლეთჩერმა შეამჩნია, რომ "წითელი ეშმაკების" რიგებში ის ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც "იუნაიტედთან" ერთად მსოფლიო ფეხბურთის უძველესი თასი მოიგო.

დარენ ფლეთჩერის ინტერვიუ


დარენ ფლეთჩერის ინტერვიუ


"ადრე მოედანზე გასვლისას მუდამ ვფიქრობდი დაავადების შესაძლო რეციდივზე. ახლა ვეღარავინ შემაჩერებს და ოპერაციის შემდეგ ერთადერთხელ გამოვტოვე ვარჯიშის დღე. ისევ სრულფასოვანი ცხოვრებით ვცხოვრობ. ცოლთან ერთად ვსადილობ და ვუყურებ, თუ როგორ თამაშობენ ჩემი შვილები ფეხბურთს."

წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 დეკემბერი 2014 10:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
არ ვიცი დუმბო რა გითხრა, რაც დრო გადის უფრო და უფრო მაოცებ შენი ასეთი სტატიებით, მართლა დამრუბრძგლა ამის წაკითხვისას...

რაც შეეხება ფლეტჩერს, ნამდვილად არ ვიცოდი თუ ასეთი მძიმე დაავადება ქონდა და ესეთი ცუდი დღეები ქონდა გამოვლილი. მე დარმწუნებული ვარ იმაში რომ ფლეტჩერი ბევრისთვის მისაბაძი მაგალითი გახდება და ბევრი დაამაარცხებს ამ ავადმყოფობას. შეიძლება არ საიმოვნებს ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ როცა ყველაფერი კარგად დასრულდა დროა უკვე სხვებსაც დაეხმაროს და ასეც მოიქცევა.

ბაბუ კიდე ცალკე თემაა, ვერ გახდები დიდი ლეგენდა თუ კარგი ადამიანი არ ხარ. ფერგიუსონი პირველ რიგში კარგი ადამიანია და შემდეგ არის გენია. love
0
№2
ავტორი: AkkRed
16 დეკემბერი 2014 10:16
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
საღოლ დარენს, ამდენი რამე გადაიტანა და თან მაინც თამაშობს love ნუ ფერგიზე საუბარი ზედმეტია ის ყოველი თავისი ფეხბურთელისთვის ყველაფერს იზამს love რიო და უეინი კიდე გუნდი დიდსულოვნებას ინარჩნებენ სამწუხაროა, რომ რიო აღარ არის გუნდში sad
0
№3
ავტორი: RojoDiablo
16 დეკემბერი 2014 10:18
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ფერგიუსონი იმიტომ არის დიდი ადამიანია, რომ ის არ იყო ფეხბურთელისთვის მხოლოდ მწვრთნელი, არ იყო მხოლოდ მასწავლებელი. ის ასწავლიდა ცხოვრებას, თამაშს, უწევდა მამობას, ზოგს ბაბუობასაც კი.

დარენი კი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა დაძლიო ადამიანმა სირთულე, არ დაყარო ფარ-ხმალი და შეებრძოლო ბედს. როგორც ამბობე, ჩვენ ბედს ჩვენ თვითონ ვქმნით. ადამიანმა სძლია დაავადებას, გავიდა მოედანზე და ისევ თამაშობს. ცალკე თემაა, რამდენად კარგად აკეთებს ამას, მაგრამ ის ხომ ფაქტია, რომ ადამიანი თავისთვის საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა.

მას ასე თუ ისე უკვე დატოვებული აქვს თავისი სახელი მანჩესტერ იუნაიტედში, სიყვარული მის ქომაგებში და მოტივაცია ავადმყოფებში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: DiMaria
16 დეკემბერი 2014 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
აუ, არ ვიცი რა ვთქვა. ძალიან მაგარი და საინტერესო იყო. კარგი საკითხავია ჩვენი ფეხბურთელების ინტერვიუ. მითუმეტეს როცა ასეთ მნიშვნელოვან ამბავს ეხება. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ავტორს და ვინც ეს ინტერვიუ ჩაწერა იმასაც.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
16 დეკემბერი 2014 19:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფლეტჩერს ამიტომ ვაფასებ, ასეთი რამის შემდეგ ისევ რო დაბრუნდა მოედანზე და განაგრძო თამაში. ბაბუ იდეალური რო იყო კიდევ ერთხელ დამტკიცდა
0
№6
ავტორი: Vajiko C
16 დეკემბერი 2014 22:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
როგორ მიყვარს ფლეტჩერი ❤️❤️❤️
0
№7
ავტორი: RedGirl
17 დეკემბერი 2014 16:28
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
"ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ფეხბურთი და როგორი მნიშვნელობა აქვს "მანჩესტერ იუნაიტედს".


არ ვიცი რა ვთქვა ახლა. ცუდად გავხდი რომ ვკითხულობდი და თან საოცრად ბედნიერი და ამაყი ვიყავი.

ფლეტჩ ფლეტჩ ! საოცარუ იყო შენი დაბრუნება. ვიცოდი, რომ დაავადება გქონდა დაძლიე და ამიტომაც ძალიან გამიხარდა, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამის გადატანა მოგიწია. ძალიან დიდ პატივს ვცემდი აქამდეც და ახლა საერთოდ. რწმენა რწმენა. რაც ყოველთვის მოაპოვებინებდა "ეშმაკუნებს" გამარჯვებას.

ბაბუზე რაღა ვთქვა? იდეალური ადამიანია. არ არსებობს სიტყვა, რომელიც მოიძებნება მის შესაფასებლად. მეტი ვიდრე უბრალოდ მწრთვნელი!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top