თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2014, 08:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1859,
კომენტარები: 7
კერიკი: "დე ხეას უნდა მოვუფრთხილდეთ"
მაიკლ კერიკი დავიდ დე ხეას შესახებ.
კერიკი:
მაიკლ კერიკს სურს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" დავიდ დე ხეას გაცილებით ნაკლები საქმე დაუტოვოს.

ესპანელი მეკარე, რომელიც ოქტომბრისა და ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, "ლივერპულთან" მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს თავისი გასაოცარი სეივების გამო.

"ლივერპულის" წინააღმდეგ მიღწეულ ასეთ შედეგს კვირის ნებისმიერი დღის განმავლობაში მივიღებთ, მაგრამ, ანგარიში მატჩის მთლიან სურათს როდი აღწერს. დავიდმა რამდენიმე საოცარი სეივი განახორციელა და ვფიქრობ ეს ჩვენ მიერ მოწინააღმდეგისთვის ბურთის დათმობის გამო მოხდა."

"ჩვენ თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ "ლივერპულს" რომ რამდენიმედან ერთი შანსი მაინც გაეტანა თამაში შეიცვლებოდა. დავიდი სენსაციურად თამაშობდა, ის ისევ მყარად იდგა. იმედი მაქვს მისთვის თამაშს მომდევნო კვირას უფრო გავაიოლებთ."


კერიკი კვირას დაცვის ხაზში თამაშობდა და თავისი პარტნიორები, ჯონი ევანსი და ფილ ჯონსი შეაქო, რომელთაც 21 სექტემბრისა და 20 ოქტომბრის ტრავმიანობის შემდეგ დაბრუნება მოახერხეს - ევანსმა უკვე მეორე მატჩი ჩაატარა.

"ვფიქრობ, ფილიც და ჯონიც კარგად თამაშობდნენ. ასეთი ადვილი არაა, როცა დიდ ხანს ტრავმირებული ხარ. მათ აჩვენეს, რამდენად კარგი ფეხბურთელები არიან და საქმე მეც გამიადვილეს, რადგან ისინი მაღალი დონის მცველები არიან. ნამდვილად დიდებული დღეა, როცა "ლივერპულის" წინააღმდეგ გამოდიხარ."

"ლივერპულის" დამარცხება "იუნაიტედის" ზედიზედ მე-6 გამარჯვებას უდრიდა და "წითლები" პრემიერ ლიგის ცხრილის მესამე ადგილზე გამყარდნენ. კერიკი თვლის, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის გუნდის მაქსიმუმი, მაგრამ სამომავლო წარმატებისთვის პლატფორმას ქმნის.

"ყოველთვის მაღლა ვიხედებით, გვინდა გავუმჯობესდეთ და მწვერვალს მივაღწიოთ. კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ ამის შენარჩუნება აუცილებელია. მოგვიანებითაც თუ კი ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით საკუთარ თავს კარგ შანსს შევუქმნით. გვინდა ასე გავაგრძელოთ სვლა და ვნახოთ სადამდე მივალთ."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
16 დეკემბერი 2014 09:12
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
თქვენც და ხელმძღვანელობაც. შემადგენლობაში, რომელშიც ამდენი მაღალი კლასის ფეხბურთელია, მეკარე ჩანს საუკეთესოდ. ეს ასე არ იქნება რა თქმა უნდა, დაცვა რომ არ იძელოდეს ამის "საშუალებას", მაგრამ არის და ვერაფერს მოვუხერხებთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: bziki
16 დეკემბერი 2014 10:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ვუდვორდს ნამდვილად აქ საქმე უეჭველი უდა გავუხანგრძლივოთ. გამოსასყიდათ ძაან დიდი თანხა უდა ჩაუწერონ რო სურვილი დაკარგოს რეალმა. ამის კონტრაქტზე ჩემი აზრით მატა და ერერა იქონიებენ დიდ გავლენას და რათქმა უნდა ლუი
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 დეკემბერი 2014 10:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ისეთივე დაცვა რო გვყვავდეს როგორიც დე ხეაა თავის საქმეში, გუნდი არ მეგულება მე რომელიც ერთ თამაშს მაინც მოგვიგებდა...
0
№4
ავტორი: AkkRed
16 დეკემბერი 2014 10:34
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კერიკი ხვდება, რომ უკვე გუნდში "სტარიკია" და ყველაფერს ზედმიწევნით ასრულებს როგორც მოედანზე ისე ჟურნალისტებთან love
0
№5
ავტორი: DiMaria
16 დეკემბერი 2014 10:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
შე ბრძენო შენა.
0
№6
ავტორი: Count Alucard
16 დეკემბერი 2014 13:22
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ერთი ზედემტი "ს" არი სტატიაში და აბა თუ იპოვი გიო lol lol
0
№7
ავტორი: RojoDiablo
16 დეკემბერი 2014 17:17
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
nika_123,
"ვფიქრობ, ფილიც და ჯონსიც კარგად თამაშობდნენ.


ყოჩაღ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top