თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2014, 01:09
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 1740,
კომენტარები: 5
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" 3-0 (მიმოხილვა)
მატჩის მიმოხილვა
პრემიერლიგის მე-16 ტურის ცენტრალური შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპული" მიიღო და გამანადგურებელი სხვაობით დაამარცხა. ანგარიში 11-ე წუთზე გაიხსნა, ანტონიო ვალენსიამ შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა უეინ რუნის, რომელმაც საპირისპირო კუთხეში დაურტყა ჯონსს და ანგარიში გახსნა. მე-40 წუთზე მასპინძლებმა კვლავ შედეგიანი იერიში განახორციელეს, ეშლი იანგმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, საჰაერო ბრძოლა რობინ ვან პერსიმ მოიგო და ცარიელ კართან მყოფ მატას გადააწოდა, რომელმაც თავური დარტყმით ორამდე გაზარდა სხვაობა. აღსანიშნავია, რომ ვან პერსის გადაცემის მომენტში მატა თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. 71-ე წუთზე "წითელმა ეშმაკებმა" სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, დეიან ლოვრენი უხეშად შეცდა და ვან პერსიმ ანგარიში გამანადგურებელი გახადა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა და მე-3 პოზიცია გაიმყარა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" 3-0

სტადიონი: “ოლდ ტრაფორდი”
გოლები: 1:0 რუნი (12), 2:0 მატა (40), 3:0 ვან პერსი (71).
გაფრთხილებები: ფელაინი, ჯონსი, ევანსი, რუნი – ალენი, ბალოტელი, ჯერარდი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, ჯონსი (მაკნეირი 89), კერიკი, ევანსი, ფელაინი, რუნი (ფალკაო 78), იანგი, ვალენსია, მატა, უილსონი (ერერა 71), ვან პერსი.

მწვრთნელი: ლუი ვან გაალი

"ლივერპული": ჯონსი, ჯონსონი (ტურე 26), შკრტელი, ლოვრენი, ალენი, ჯერარდი, ჰენდერსონი, მორენო (მარკოვიჩი 68), ლალანა (ბალოტელი 46), კოუტინიო, სტერლინგი.

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
მიმოხილვები
5 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
16 დეკემბერი 2014 01:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მარტო დე ხეას სეივების სანახავად ღირს ამის ყურება
0
№2
ავტორი: Macklemore
16 დეკემბერი 2014 03:27
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
3ჯერ ვუყურე მგონი ზედიზედ.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
16 დეკემბერი 2014 08:17
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
თუნდაც მთლიან მათჩს ვუყურებ, დამთავრდება და ისევ ვუყურებ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: AkkRed
16 დეკემბერი 2014 09:56
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ენფილდზე ბანერით უნდა გაიჩითნონ როჯერს ფუტბოლ ჯენიუს wink
0
№5
ავტორი: DiMaria
16 დეკემბერი 2014 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
დავიდ დე ხეააააააააააააააააააა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top