„რეალს“ და რამოდენიმე ინგლისურ კლუბს შეუძლიათ ძალიან სერიოზული ტრანსფერის შესრულება. Daily Star-ის ცნობით, ბალემა შესაძლოა დატოვოს „სამეფო გრანდი“ და გადავიდეს „წითელ ეშმაკებში“. სავარაუდო თანხად 90 მლნ. ფუნტ სტერლინგი სახელდება. (რომელიც 114მლნ. აშშ დოლარს უდრის).
„რეალი“ კი აპირებს ორი ტრასნფერის შესრულებას, ედენ აზარის რომელიც „ჩელსის“ ერთ-ერთი ლიდერია და რაჰიმ სტერლინგის რომელიც „ლივერპულის“ მომავალ ვარსკლავად ითვლება. ამ ორი ფეხბურთელის თანხა კი ჯერ ჯერობით უცნობია.