ადნან იანუზაიმ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლებელია დატოვოს "მანჩესტერ იუნაიტედი" მხოლოდ არენდის მეშვეობით. ბელგიელს გასული სეზონიდან განსხვავებით არ ეძლევა ბევრი სათამაშო დრო.
როგორც გვატყობინებს Daily Express-ი, ახალგაზრდა ბელგიელით არიან დაინტერესებულნი იტალიელები, "ინტერი" და "ნაპოლი". ასევე "იუნაიტედის" ყოფილ მწვრთნელს დევიდ მოიესს, რომელიც ახლახან გადაბარგდა ესპანეთში სურს, რომ ბელგიელი იხილოს "რეალ სოსიედადის" რიგებში.