თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2014, 11:53
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1717,
კომენტარები: 10
სოლსკიაერი: "რუნის შეუძლია გახდეს ახალი სქოულზი"
"იუნაიტედის" ლეგენდა უეინ რუნიზე საუბრობს.
სოლსკიაერი:
"წითელი ეშმაკების" ყოფილი თავდამსხმელი ოლე გუნერ სოლსკიაერის აზრით, "ლივერპულის" წინააღმდეგ უეინ რუნის ცენტრალურ ნახევარმცველად თამაშმა მას პოლ სქოულზი გაახსენა.

მას შემდეგ რაც ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაუდგა სათავეში უეინს ხშირად ვხედავთ მოედნის ცენტრში, საკვირაო მატჩში იგი ხუან მატასთან და მარუან ფელაინისთან ერთად ცენტრალური ნახევარმცველთა ტრიო შექმნა.

რუნიმ პირველი გოლი სწორედ მას შემდეგ გაიტანა რაც შეტევას სიღრმიდან დაეხმარა, ასევე ძალიან დიდი დახმარება გაუწია მცველებს.

აი რას ფიქრობს ნორვეგიელი, "იუნაიტედის" კაპიტანზე:

"ვფიქრობ უეინ რუნისთვის ახალი პოზიცია მოვძებნეთ. დღითი დღე ის უფრო მეტად მაგონებს პოლ სქოულზს.

დღეს, 20 წუთის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, უეინმა და ხუანმა უკან დაიხიეს, რათა "ლივერპულის" ნხევარმცველებისთვის პრობლემები შეექმნათ. "იუნაიტედს" სჭირდებოდა ფეხბურთელი, რომელიც მოახერხებდა ბურთის დაჭერას და რუნი აღმოჩნდა სწორედ ასეთი."


ოლე გუნერმა ასევე ძალიან მაღალი შეფასება მისცა დავიდ დე ხეას თამაშს:

"კარიერის განმავლობაში რამდენიმე უმაღლესი მეკარის თამაში მინახავს, მაგალითად: პიტერ შმეიხელის და ედვინ ვან დერ საარის, თუმცა ის რაც დღეს ვიხილე არის მეკარის საუკეთესო პერფორმანსი "ოლდ ტრაფორდზე".

"ლივერპულს" 6 თითქმის ას პროცენტიანი მომენტი ჰქონდა და დავიდმა შეძლო ყველა შემთხვევაში ეხსნა გუნდი. დე ხეა თავისი თამაშით მაგონებს დავიდ სიმენსს, ორივე მათგანი არ აკეთებს მოძრაობას უკანასკნელ მომენტამდე და ამიტომ ძალიან რთულია გოლის გატანა. შემტევს კი პირიქით სურს რაც შეიძლება მალე გააკეთოს მეკარემ მოძრაობა, რადგან შეძლოს მისი მოტყუება."



წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 დეკემბერი 2014 11:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
არა მგონია რო რუნიმ რეგურალურად ითამაშოს ნახევარდაცვაში, გუშინ ესე იყო საჭირო და მაგიტომაც გადაწყდა , რომ რუნის უკან უნდა დაეხია. რუნის საქმე მაინც გოლების გატანაა და თუ ხდება ისე რომ იგი ნახევარდცავაში თამაშობს იმას არ ნიშნავს რომ იგი ნახევარმცველია. უბრალოდ ეს ორი საქმე ძაან კარგად გამოსდის რაც გუნდისთვის მნიშვნელოვანია.

დე ხეაზე საუბარი არც ღირს.........................
0
№2
ავტორი: AkkRed
15 დეკემბერი 2014 12:22
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რუნი ისეთია რო დაგვჭირდეს ცენტრალური მცვლელიც გახდება wink დე ხეაზე სიტყვაც ზედმეტია love გენიაა love
0
№3
ავტორი: Mufc7
15 დეკემბერი 2014 13:57
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ოლეე♥
""კარიერის განმავლობაში რამდენიმე უმაღლესი მეკარის თამაში მინახავს, მაგალითად: პიტერ შმეიხელის და ედვინ ვან დერ საარის, თუმცა ის რაც დღეს ვიხილე არის მეკარის საუკეთესო პერფორმანსი "ოლდ ტრაფორდზე"."♥ საოცრებაა ყოველ თამაშში ეს ადამიანი,ძეგლი უნდა დავუდგათ:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: Manchester_M
15 დეკემბერი 2014 15:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სტერლინგს ხო ბევრი აუღო დე ჰეამ მაგრამ ბოლო ნამდვილი სასწაული იყო :D ისეთი სკამიდან რო გამისროლა :D
0
№5
ავტორი: VaRdo
15 დეკემბერი 2014 15:45
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ღმერთმა დაგვიფაროს სიმენი იყოს დე გეა. მე არ მევასებოდა ეგ მეკარე რონალდინიომ რაც ჯარიმა გაუტანა. სირი. : ))


რუნის ადგილი ფორვარდის პოზიციაა. მოვა სტროტმანი და დაისვენებს ეგ კაციც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: lukino301
15 დეკემბერი 2014 16:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
რუნიიი ძააან დიდ სამუშაოს ასრულებს good2 თავის დროზე დაცვაშიც ჩამოდის თუ საჭიროა. კაროჩე ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში რა manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll never die, we'll never die,
We'll never die, we'll never die,
We'll keep the Red flag flying high,
'Cos Man United will never die
№7
ავტორი: RojoDiablo
15 დეკემბერი 2014 18:36
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კაი ბიჭი ხარ ოლე, მაგრამ არ გვინდა რუნის სქოლზობა. ჯობია ეგ საქმე სხვამ შეითავსოს და რუნიმ თავდასხმას მიხედოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: RedGirl
15 დეკემბერი 2014 19:46
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
თუმცა ის რაც დღეს ვიხილე არის მეკარის საუკეთესო პერფორმანსი "ოლდ ტრაფორდზე"


ღირსეული მემკვიდრეა ნამდვილად ! love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№9
ავტორი: VaRdo
16 დეკემბერი 2014 01:12
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
RedGirl,

შენ მარტო იმ მომენტებს იჭერ სადაც დე გეაა მოხსენიებული ხო? mocking2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: Macklemore
16 დეკემბერი 2014 03:08
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
დე ხეა სიმენზე ბევრად უკეთესი მეკარე დადგება! (იმედია)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top