თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2014, 08:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1625,
კომენტარები: 6
ვან გაალი "ლივერპულთან" მატჩის შესახებ
ლუი ვან გაალი მნიშვნელოვან თემებს შეეხო.
ვან გაალი
ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი მომდევნო შეხვედრაა. დიახ, ჩვენ ზედიზედ მეექვსედ მოვიგეთ. ფანტასტიკაა, მაგრამ თამაშის ჩვენი სტილი სრულყოფილებამდე უნდა მივიყვანოთ. ამის შესახებ თითქმის ყოველ კვირას ვსაუბრობ. მხოლოდ "ქპრ"-სა და "ჰალ სიტისთან" მატჩის შემდეგ ვიყავი კმაყოფილი - მოედანზე 90 წუთის განმავლობაში ვდომინირებდით. დღესაც შეგვეძლო ასეთი თამაშის ჩვენება, მაგრამ ვერ შევძელით. არააუცილებელ სიტუაციაში მოთამაშეები ბურთს მოწინააღმდეგეს აძლევდნენ. მეორე ტაიმში კი მოედანზე ბევრი თავისუფალი ზონა გვქონდა.

თუმცა კმაყოფილები ვართ იმით, რომ "ლივერპული" დავამარცხეთ. ყველა ბედნიერია. ჩემი პოვარი ბედნიერია, ცოლი ბედნიერია, ე.ი. მეც ბედნიერი ვარ.

ჩვენ ვთამაშობთ ფეხბურთს, რომელიც მოწინააღმდეგის ძლიერ მხარეზე ყურადღების მიქცევის საშუალებას გვაძლევს. ჩემი სამწვრთნელო შტაბი ყოველთვის ეძებს მოწინააღმდეგისთვის ზიანის მიყენების საშუალებას. დღესაც გამოგვივიდა. და ის, თუ როგორ გავიტანეთ დღეს გოლები, ადვილი არ არის. დიახ, იღბალი თავის როლს თამაშობს, მაგრამ შეგიძლია გამართლებას აიძულო შენს სასარგებლოდ იმუშავოს და სწორედ ამას ვაკეთებეთ. სეზონის დასაწყისში ეს გვაკლდა.

მარტო არ ვმუშაობ. ბევრი დამხმარე მყავს. ყველანი საერთო მიზნის მიღწევისთვის ვმუშაობთ. ჩემ მოთამაშეებს ჩემი ფილოსოფიის უნდა სჯეროდეთ და სწორედ ამიტომ უნდა იბრძოლონ ბოლომდე. მიუხედვად ამისა, უკეთ თამაში მაინც შეგვიძლია.

როხო? ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ გუშინდელ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. დაცვაში ცვლილებების განხორციელება ისევ მომიხდა. ამის კეთება კი ყოველ კვირაში მიხდება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ფილოსოფიაა. როცა საკუთარი ფილოსოფიის ერთგული ხარ, მისდევ მის პრინციპებს, თითოეულ ფეხბურთელს სარგებელი მოაქვს. დიდებულია, რომ ეს გამოგვდის, რადგან იმის მიღწევა, რომ მთელი გუნდი ერთ გასაღებს მოერგოს ადვილი არ არის. სიტუაცია იოლდება, როცა თითოეული ფეხბურთელი კარგ ფორმაში იმყოფება და შენ გაქვს კონკრეტული სიტუაციისთვის საუკეთესო ფეხბურთელის არჩევის შესაძლებლობა, მაგრამ ახლა ასეთი შანსი არ მაქვს.

არა, დე ხეას შექებას არ ვერიდები. უბრალოდ, არ მინდა ვინმე ინდივიდუალურად გამოვყო, რადგან მოედანზე ერთ გუნდად გამოვდივართ. მატჩებს იგებს გუნდი და არა ცალკეული ფეხბურთელი. ვერ შევაქებ იმ ფეხბურთელებს, რომელთაც ჩემი აზრით შედეგზე მოახდინეს გავლენა. ჟურნალისტები აქცენტს ყოველთვის სამ-ოთხ ფეხბურთელზე აკეთებენ, მაგრამ დღეს თავი რამდენიმე ფეხბურთელმა წარმოაჩინა. ამიტომ, არასდროს ვამბობ: "აი, ეს ფეხბურთელი დღეს ბრწყინვალე იყო". მხოლოდ ერთხელ ვთქვი: "დავიდმა ფანტასტიური მატჩი ჩაატარა." იმიტომ, რომ მინდა გუნდი შევაქო და არა ცალკეული ფეხბურთელი. ესეც ჩემი ფილოსოფიის ნაწილია.



წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 დეკემბერი 2014 08:41
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გასაგებია. კარგი და სწორი მიდგომაა. ცოტა არ იყოს მიკვირდა, რატომ არ აქებდა დე ხეას, მაგრამ გასაგებია. მომდევნო მატჩი მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. გასვლაზე ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგად ვთამაშობთ და ბირმინგემში სამი ქულის მოგება და სერიის გაგრძელება გვჭირდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
15 დეკემბერი 2014 08:51
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამან "ფილოსოფია" აიკიდა იმათმა "ოფიციალური" რამდენჯერ თქვა ფილოსოფია სიტყვა რა არი :დდდ
0
№3
ავტორი: chudikone
15 დეკემბერი 2014 09:14
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
"დიახ, იღბალი თავის როლს თამაშობს, მაგრამ შეგიძლია გამართლებას აიძულო შენს სასარგებლოდ იმუშავოს და სწორედ ამას ვაკეთებეთ." სწორედ ამას აკეთებდა ფერგი ❤
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 დეკემბერი 2014 12:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვან გაალი აფსოლიტურას სწორად ხვდება რაში ვართ მაგრები და რაში ვართ სუსტები. თამაშის ხარისხი რომ გამოსასწორებელი გვაქვს ეს ვან გაალზე მეტად არავინ იცის.კარგია რომ გუნდურობა დაუბრუნა გუნდს, ერთიანი სული რომ არა თამაშებს ვერ მოიგებ გამორიცხულია, თუმცა მე ვერავინ დამარწუნებს იმაში , რომ გუშინ გასახდელში ვან გაალი დე ხეას ესეთ ( დაახლოებულს მაინც wink ) სიტყვებს არ ეტყოდა: ყოჩაღ, დღეს შენ საუკეთესო იყავი "

"ჩემი პოვარი ბედნიერია, ცოლი ბედნიერია, ე.ი. მეც ბედნიერი ვარ."- იუმორს არასოდეს კარგავს ეს კაცი wink

ტრადიციულად ერთი მცველი ისევ დაიტრამვა... areyoukiddingme
0
№5
ავტორი: VaRdo
15 დეკემბერი 2014 16:05
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ ლვგ love ტყუილად კი არ გიმღერის ოლდ.ტრაფორდი : )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: RedGirl
15 დეკემბერი 2014 19:20
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
უბრალოდ, არ მინდა ვინმე ინდივიდუალურად გამოვყო, რადგან მოედანზე ერთ გუნდად გამოვდივართ.


გამისწორდა რაღაცნაირად ეს სიტყვები <3 გუნდურობა გუნდურობა !! <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top