თბილისი:
მანჩესტერი:
14-12-2014, 23:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1560,
კომენტარები: 10
ვან გაალი როხოს ტრავმის შესახებ
ვან გაალი როხოს ვერ თამაშის მიზეზს ხსნის.
ვან გაალი როხოს ტრავმის შესახებ
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მას არ სურდა მარკოს როხოს თამაშით რისკის გაწევა, რომელმაც "ლივერპულთან" მატჩის წინ ტრავმა მიიღო.

არგენტინელი მცველი მანჩესტერულ დერბიში მიღებული მხრის ტრავმის შემდეგ წარმატებით დაუბრუნდა გუნდს, მაგრამ გუშინ კრის სმოლინგს, რაფაელსა და ლუკ შოუს ლაზარეთში შეუერთდა.

"როხომ გუშინ რაღაც იგრძნო და არ მინდოდა რისკი გამეწია. როცა ფეხბურთელს რამე სტკივა, ვეკითხები მათ, სურთ თუ არა თამაში და ამით მორჩა. სწორედ ამიტომ, დღეს ჯონსი ვათამაშე."

შეზღუდული რაოდენობის ფეხბურთელების გამო ლუი ვან გაალმა დაცვის ცენტრალურ ხაზში ჯონი ევანსი, მაიკლ კერიკი და ფილ ჯონსი ათამაშა, რომელიც "ვესტ ბრომვიჩთან" გამართული მატჩის შემდეგ პირველად გამოჩნდა გუნდში.

როცა კერიკის თამაშზე ჰკითხეს, მან უპასუხა: "ვფიქრობ, შესანიშნავი იყო. ვფიქრობ, დღეს მთლიანად ინგლისური დაცვა გვყავდა, მაგრამ ჯონი ევანსის შესახებ უნდა შევასწორო - ეს ბრიტანული დაცვა იყო."

"უნდა გამოვყო რამდენიმე სხვა ფეხბურთელიც, მაგრამ დღეს ჩვენ გუნდურად ვითამაშეთ და შედეგით ყველა კმაყოფილია."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
14 დეკემბერი 2014 23:42
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არაფერი არ შემიმჩნევია ამის არსებობა. ჯერ ამის შეცვლა რატომაა რთული საერთოდ, მაგრამ ჯონსი ისედაც დიდებული იყო. უბრალოდ ბოლომდე თამაში არ შეუძლია ჯერ როგორც ჩანს და მაგიტომ გაიყვანა. მაგრამ ტრავმირებული ფეხბურთელები ისედაც თავზესაყრელად გვყავს და იმედია სერიოზული არაფერია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: VaRdo
14 დეკემბერი 2014 23:44
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ტრავმიანობის მხრივ ისეთი საგანგაშო აღარაფერია. დი მარია ბრუნდება რაფაელიც ბრუნდება. შოუც მალე დაბრუნდება როხოს ტრავმაც არაა სერიოზული. ერთი ბლინდი არ გვეყოლება კიდე 4-5 მატჩი : ) დალშე მთავარია აღარავინ გაიტრავმოს.

ასტონ ვილას უნდა ვატკინოთ ეხლა და მერე ბოქსინგ დეიზე ნიუკასლს 2 წლის უკანდელი ვაგემოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: AkkRed
14 დეკემბერი 2014 23:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამის თამაშით დიდად არ აღფრთოვანებული, ბრაუნს ვამსგავსებ მე
0
№4
ავტორი: PaLoMo
14 დეკემბერი 2014 23:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Shesveneba rodis uwevs premier ligas?mashin mainc gamojanmrteldwba yvela tramvirebuli
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: Macklemore
14 დეკემბერი 2014 23:52
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
კაია. არ ღირს ასეთ ვითარებაში გარისკვა.
0
№6
ავტორი: VaRdo
15 დეკემბერი 2014 00:01
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: O Neil
Shesveneba rodis uwevs premier ligas?mashin mainc gamojanmrteldwba yvela tramvirebuli


ამ დროს შესვენება პრემიერ ლიგაში? რა შესვენება ეხლა იწყება არ დავიწყება. 20 26 28 1 4 თამაში არასრულ 2 კვირაში. მერე დაისვენებენ 10 დღე სადღაც და 11 იანვრიდან ისევ განახლდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: Best 7
15 დეკემბერი 2014 00:23
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ყველა ცოტ ცოტატი გამოჯამრთელდებიან და სრულად გავიბრძძოლებთ და გავშლით ფრთებს!
0
№8
ავტორი: GeorgeBest
15 დეკემბერი 2014 00:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯონსის გამოჩენა მაგრად გამიხარდა დღეს love
0
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 დეკემბერი 2014 12:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
თამაში არ რჩება ისე რო ვინმემ ტრამვა არ მიიღოს derpwhy
0
№10
ავტორი: red devil
15 დეკემბერი 2014 19:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ამის დიდი იმედი მქონდა მარა ვერ ქაჩავს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top