"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი დარწმუნებულია,რომ სერბი ნემანია ვიდიჩის დაბრუნება გუნდს ახალ ენერგიას შემატებს.ასევე სერ ალექსი არ გამორიცხავს იმ ფაქტს,რომ შესაძლოა მისი დაბრუნება ამ კვირაში "სანდერლენდის" წინააღმდეგ მოხდეს.მანჩესტერულ დერბში დაშავდა ჯონი ევანსი,რომლის დაბრუნებაც ჯერ ადრეა და შესაძლოა მისი ადგილი სულ მალე ნემანია ვიდიჩმა დაიკავოს.სერ ალექს ფერგიუსონი დარწმუნებულია,რომ ვიდჩის დაბრუნება გააძლიერებს დაცვის ხაზს.
"სავარაუდოდ ვიდიჩი "სანდერლენდის" წინააღმდეგ დაბრუნდება და დარწმუნებული ვარ მისი დაბრუნება გუნდის დაცვის ხაზს გააძლიერებს - ეს ჩვენთვის ბონუსი იქნება.მას უყვარს ფეხბურთი და თავისი საქმის პროფესიონალია.ბოლო წლებში მას აშკარად ტრავმებმა შეუშალა ხელი თავისი შესაძლებლობლების კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად.მან ცოხა ხნის წინ განაახლა ვარჯიში და თვითონვე განაცხადა,რომ მზადაა დასაბრუნებლად.ექიმებმა გადაამოწმეს მისი მუხლის მდგომარეობა და დაადასტურეს,რომ ის ნამდივლად მზადაა მოედანზე გამოსაჩენად. " - განაცხადა სერ ალექსმა.