თბილისი:
მანჩესტერი:
14-12-2014, 09:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1644,
კომენტარები: 8
კერიკი: "მიზანი ჩემპიონობაა"
კერიკს ჩემპიონობა სურს.
კერიკი:
მაიკლ კერიკი ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" წარმატების მიღწევა "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებული გუნდური სულისა და თავდაჯერებულუბის წყალობით შეუძლია.

"იუნაიტედი" ზედიზედ 5 გამარჯვების შემდეგ მე-3 ადგილზე გადავიდა და იმედოვნებენ, რომ მეექვსე გამარჯვებას "ლივერპულის" წინააღმდეგ მიაღწევენ.

"ადვილი იქნებოდა იმის თქმა, რომ უცებ ღრუბლები გაქრებოდა და ჩვენ აუცილებელ წარმატებას მივაღწევდით, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად როდია. აუცილებელია თავდადებით ვიმუშავოთ. ბოლო პერიოდში წარმატებულ მატჩებს ვატარებთ, მაგრამ ზოგ შეხვედრაში დიდად გარსჯა მოგვიხდა გამარჯვების მოსაპოვებლად. თუმცა ეს ნორმალურია."

"ჩვენს საუკეთესო სეზონებშიც კი ხდებოდა ისე, რომ ჩემპიონატის მსვლელობისას რთული პერიოდი გვქონდა, მაგრამ ყველაფერს ვუმკლავდებოდით. ახლაც სწორედ ისეთი შეგრძნება მაქვს, როგორც მაშინ - თუ შობის შემდეგ სატურნირო ცხრილის მაღალ საფეხურზე ვიქნებით, წარმატების მიღწევა აუცილებლად იქნება შესაძლებელი.


როცა ჰკითხეს, მონაწილეობს თუ არა "იუნაიტედი" მიმდინარე წელს ჩემპიონთა რბოლაში, კერიკმა უპასუხა:

"წინა ტურში "ჩელსი" "ნიუკასლთან" დამარცხდა, რაც გვაწყობდა. თუ იანვარში გამარჯვებულის სულს შევინარჩუნებთ, ეს აუცილებლად მოახდენს გავლენას საჩემპიონო რბოლაზე."

"ვფიქრობ, ჩვენი გუნდი თანდათან აუმჯობესებს თამაშს, ის ახალად შენდება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ჩემპიონობის ბედი ზაფხულში წყდება. ჩვენი მიზანი - ჩემპიონობაა."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
14 დეკემბერი 2014 09:14
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვნახოთ, ვნახოთ. გამორიცხული არაფერია, მაგრამ შანსი ძალიან მცირეა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Goginashvili777
14 დეკემბერი 2014 09:58
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ღმერთმაანიი love შენ პირს შაქარი ჩემო სულიერო ძმაო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: Rosso Diavolo
14 დეკემბერი 2014 10:26
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
სადაც ჩელსია იქ ამ სეზონში ჩვენ ნაკლები შანსი გვაქვს :/
0
№4
ავტორი: Wardell
14 დეკემბერი 2014 12:18
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
შემოდგომაზე ფორმდებაო? shok2 რაღაც ეშლება ამას წელიწადის დროები
0
№5
ავტორი: RojoDiablo
14 დეკემბერი 2014 13:07
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
ამას არა, მე შემშლია ლაშა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: AkkRed
14 დეკემბერი 2014 13:31
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მე იმიტომ მჯერა, რომ ჩელსიმ იანვრიდან იცის ხოლმე დაღმასვლა და ჩვენ პირიქით love
0
№7
ავტორი: DiMaria
14 დეკემბერი 2014 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
RojoDiablo,
ხედავ, ყველას გვეშლება ხოლმე.
0
№8
ავტორი: Macklemore
15 დეკემბერი 2014 00:00
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მიზანი 4ეულია და ჩემპიონობა ალბათ უფრო გამართლებასავით იქნება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top