"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა აღიარა, რომ რობინ ვან პერსისადმი მისმა ნდობამ ნაყოფი "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ მატჩში გამოისხა, რადგანაც ჰოლანდიელმა ფორვარდმა დუბლი გაიფორმა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
"რობინით მოხარული ვარ. იყო დრო როდესაც იგი კარგად ვერ თამაშობდა. ვან პერსის გაუმართლა, რადგან "წმინდანებთან" მატჩის დროს რადამელ ფალკაო ტრავმირებული იყო."
"მე თავდასხმაში უამრავი ვარიანტი მქონდა. მათ შორის რობინის გვერდით უილსონი ან უეინი უნდა დამეყენებინა. ჯეიმსი ჩვენი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელია. იმედი მაქვს, იგი საკუთარ შესაძლებლობებს ვარჯიშზე დაამტკიცებს."
მთავარი მწვრთნელი ტაქტიკურ გეგმებში ხშირად შედის ორი ფორვარდით თამაში. რაც შეეხება ვან პერსის, ჰოლანდიელს ამ სქემით თამაში შესანიშნავად გამოსდის.
"მე ყოველთვის ორი შემტევით ვთამაშობ. მხოლოდ სამჯერ ან ოთხჯერ თუ გამომიყვანია ერთი ფორვარდი. იმედია დღეს რობინს გაუმართლებს. უკვე ბევრჯერ ვთქვი, რომ ფორვარდი არამარტო გოლის გატანის მხრივ, არამედ თამაშის დროს პარტნიორებთან კონტაქტის მხრივაც მომწონს. ვან პერსი ამ კომპონენტში ერთ-ერთი საუკეთესოა."-განაცხადა ვან გაალმა