თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2014, 21:45
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1766,
კომენტარები: 8
რედნაპი: "საინტერესო მატჩი გველის"
ჯეიმი რედნაპი ტურის ცენტრალურ მატჩზე საუბრობს
რედნაპი:
Sky Sports –ის ექსპერტი ჯეიმი რედნაპი მიიჩნევს, რომ ბრენდან როჯერსს ისეთ პრინციპულ მეტოქესთან, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" გამარჯვება სჭირდება.

"ახლა "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლვიერპული" ისეთ შედეგს არ აჩვენებენ, როგორიც მათ სურთ, თუმცა ამ ორი კლუბის დუელში მნიშვნელობა ამას არ ენიჭება. ჩემს ქვეყანაში ეს საუკეთესო მატჩია. როგორც მოთამაშე ამ ორი კლუბის დაპირისპირებები და აჟიოტაჟი კარგად მახსოვს."

"ორივე კლუბს ბევრი საერთო აქვს. "იუნაიტედმა" ზედიზედ ხუთი შეხვედრა მოიგო, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ მატჩებიდან ისინი კმაყოფილნი დარჩნენ. "ლივერპულის" შანსი ნაკლებია, რადგან ის "ოლდ ტრაფორდზე" სტუმრის სტატუსით თამაშობს. მოგეხსენებათ მერსისაიდელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპში ჩარჩნენ. ახლა ბრენდან როჯერსის მთავარი ამოცანა ამ მატჩში სამი ქულის აღებაა."

"გასული სეზონის შემდეგ, "ლივერპულში" ბევრი რამ შეიცვალა. წარმოიდგინეთ რა გაუკეთა სუარესი–სტარიჯის დუეტმა გასულ წელს "იუნაიტედის" დაცვას, მაგრამ უკვე ირკვევა, რომ ამ ორ კლუბს შორის ყველაზე ცუდი დაცვის ხაზი ახლა უკვე "ლივერპულს" ჰყავს. მატჩს მოუთმენლად ველი. პროგნოზის გაკეთება შეუძლებელად მიმაჩნია."

"ლუი ვან გაალის მიმართულებით დიდი ზეწოლა არის. რადგან "ლივერპულს" გამარჯვება ჰაერივით სჭირდება, ბრენდან როჯერსი მინიმუმ ქულის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს. მაინც ვფიქრობ, რომ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდება.
"–დაასრულა რედნაპმა

წყარო: Redevils.ru
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
13 დეკემბერი 2014 21:47
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ყველა ექსპერტი იუნაიტედის უპირატესობაზე საუბრობს. არამგონია რომ ფრედ დასრულდეს შეხვედრა.

როგორც ვთქვი ასე მგონია 2:1
0
№2
ავტორი: AkkRed
13 დეკემბერი 2014 22:01
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჰანდიკაპით ვიგებთ და თან კარს მშრალად ვინახავთ :-)
0
№3
ავტორი: love united
13 დეკემბერი 2014 22:19
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებთ.
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 დეკემბერი 2014 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ოლდტარფორდზე ლივერპულს შანსი არ აქვს. 1-1 ზე იოცნებონ ლუზერებმა, ხვალ 2 ან 3 ბურთის სხვაობით ვიგებთ!
0
№5
ავტორი: Macklemore
14 დეკემბერი 2014 04:15
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ცოტა სულელურ განცხადებებს კი აკეთებს ხოლმე, მაგრამ მევასება ეს როჟა. ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტია ბრიტანეთში.

ცოტა სულელურ განცხადებებს კი აკეთებს ხოლმე, მაგრამ მევასება ეს როჟა. ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტია ბრიტანეთში.
0
№6
ავტორი: RojoDiablo
14 დეკემბერი 2014 08:55
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რა 1-1. ერთ გოლზე მეტი უნდა გავიტანოთ. და არ უნდა გავუშვათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Manchester_M
14 დეკემბერი 2014 10:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მაგიტომაც ვაცდენ დღეს ქიმიას laughing რა 1 -1 უეჭველი ვიგებთ :)
0
№8
ავტორი: DiMaria
14 დეკემბერი 2014 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
დღეს ვიგებთ და შე რედნაპის ვაჟო მოკეტე რა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top