"მანჩესტერ იუნაიტედის" არგენტინელმა მცველმა მარკოს როხომ კლუბის ოფიციალურ საიტს Manutd.com-ს ინტერვიუ მისცა.
ძალიან კარგია, რომ დაბრუნდით. თავს როგორ გრძნობთ?- ყველაფერი წესრიგშია. მოხარული ვარ, რომ მოედანზე დავბრუნდი და საქმე კარგად მიდის. გუნდში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.
"სტოკ სიტის" თქვენ გაუტანეთ თუ ხუან მატამ?- რა თქმა უნდა ვიგრძენი, რომ ბურთი მე შემეხო და მიმართულება არ შეცვლილა. მატჩის შემდეგ ბევრი ფოტო ვნახე, რომლებიც ნათლად აჩვენებდნენ იმას, რომ სწორედ მე გავიტანე. თუმცა ეს პრინციპული კითხვა არ არის."
როგორ გაიარეთ ტრავმის პერიოდი?- ძალიან რთულია, როდესაც ტრავმის გამო ცოტა ხნით მოედანზე ვერ გადიხარ. ძალიან გინდა, რომ ნაცვლად ტრიბუნებისა, ფეხბურთი ითამაშო და თანაგუნდელებს დაეხმარო.
"იუნაიტედის" დაცვაში ტრავმების გამო დიდი პრობლემაა. როგორ გაუმკლავდებით ამას?- რა თქმა უნდა ეს ძალიან რთულია. თუმცა, ჩვენ გუნდს უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს და მათი წყალობით ნებისმიერი პრობლემის გადალახვა შეიძლება.
როგორ მიდის ინგლისური ენის შესწავლის საქმე? მუშაობთ პარტიონრებთან ერთად?
- კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ეს განსაკუთრებით აისახება მცველების პოზიციაზე. ჩემი ინგლისურის გაკვეთილები კარგად მიდის. მე და ანხელ დი მარია ყოველ კვირა ვმეცადინეობთ. ძალიან მალე პარტნიორებს კარგად გავუგებთ.
შეეგუეთ პრემიერ ლიგას?- ეს უმაღლესი დონის ლიგაა. მსოფლიოში საუკეთესო დივიზიონი. აქ კონკურენცია ძალიან მაღალია. იმედია მალე პრემიერ ლიგაში ადგილს დავიმკვიდრებ.
როგორ შეაფასებდით კლუბის შანსებს პრემიერ ლიგაში? არიან "ეშმაკები" ტიტულის მთავარი პრეტენდენტები?- ჩვენ უბრალოდ იმას გავაგრძელებთ, რასაც ვაკეთებდით. ჩვენ როგორც მინიმუმ ოთხეულში გასვლას შევძლებთ. უბრალოდ მატჩების მოგება გვმართებს, დანარჩენს კი მალე იხილავთ.
წყარო:
Redevils.ru