"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერი ლუის ნანი "მანჩესტერული დერბის" დროს ლონდონის "არსენალის" სავარჯიშო მოედანთან დააფიქსირეს. Sportsmail-ის ცნობით, არსენ ვენგერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე პორტუგალიელი ვინგერის ყიდვას გეგმავს. 26 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ფერგუსონს უარი განუცხადა და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განაცხადში ვეღარ ხვდებოდა. "რა უნდოდა ნანის "ლონდონ კოლნიზე" მანჩესტერული დერბის დროს... აქ მას დღეს დილას შევხვდი. გაოცებული დავრჩი..." - დაწერა "თვითერზე" გავრცელებული ფოტოს ავტორმა.
ნანის გავრცელებული ინფორმაციით, ვარჯიშზე გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველ დევიდ პეტრუჩისთან უთანხმოება შეექმნა, მოგვიანებით ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში "ბრაგასთან" გავიდა მინდორზე, მას შემდეგ კი "იუნაიტედის" არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.