"ლივერპულისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სტან კოლიმორი მიიჩნევს, რომ ამ სეზონში "იუნაიტედს" პრემიერ ლიგის ტიტულის მოგების დიდი შანსი აქვს.
"ვფიქრობ, რომ "ეშმაკები" ტიტულის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტები არიან. ისინი ჩემპიონთა ლიგის ზონაში თამაშობენ, ამიტომ სხვა ლიდერებისგან განსხვავებით საკმარისი დრო აქვთ. გარდა ამისა, აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ "იუნაიტედი" იანვარში უმაღლესი დონის მოთამაშეებს დაიმატებს."
""იუნაიტედს სეზონის სუსტი დასაწყისი ჰქონდა, თუმცა ახლა ეს გუნდი უძლიერეს სამეულშია. ვფიქრობ ლუი ვან გაალის გუნდს შეუძლია დაჯაბნოს "ჩელსი" და "სიტი" და ჩემპიონი გახდეს."-აცხადებს კოლიმორი hereisthecity.com-თან