"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა დანი ჰიგინბოტანმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით, მებრძოლი სულის დაბრუნებას შეძლებს.
"ერთადერთი დადებითი, რაც "იუნაიტედმა" გააკეთა გასულ სეზონში ის არის, რომ გუნდი მიხვდა, თუ რისი გაკეთება შეუძლია ცუდ თამაშებს. ეჭვიც არ მეპარება, რომ "საუთჰემპტონთან" გამარჯვებისა და ცხრილში მესამე ადგილის დაკავების შემდეგ "ეშმაკები" გახარებულნი იქნებიან."
"შეუიარაღებელი თვალითაც მიხვდებით, რომ გასული სეზონისგან განსხვავებით გუნდში მძიმე მუშაობაა. წინა სეზონში არ იყო ნათელი მოთამაშეების ერთიანობა, სულისკვეთება და მებრძოლი სული. დარწმუნებული ვარ, ლუი ვან გაალის გუნდი ამ მებრძოლ სულს მალე დაიბრუნებს."-დაასრულა ჰიგინბოტონმა