"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტიმ" თანამედროვე აკადემიის აშენებით პირველი ნაბიჯი გადადგა.
ამ კვირაში "ქალაქელებმა" ახალი სავარჯიშო კომპლექსი გახსნეს, მასთან ერთად კი ახალი აკადემია. ამ მაშტაბური პროექტის განსახორიცელებლად "სიტის" 200 მილიონ ფუნტზე მეტი დაუჯდა.
პოლ სქოულზმა, "იუნაიტედის" ლეგენდამ ახალ კომპლექსზე თავისი შთაბეჭდილება უკვე გამოხატა. ასევე ისაუბრა პატრიკ ვიეირამაც, რომელიც "სიტის" ახალგაზრდულ გუნდს ხელმძღვანელობს. ვიეირამ განაცხადა, რომ მანჩესტერელი ნიჭიერი ბიჭები აკადემიებს შორის არჩევანს ადვილად გააკეთებენ.
ვან გაალმა კი თანაქალაქელები გააფრთხილა, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებს ფულის გარდა სწორი მიდგომა სჭირდებათ.
"სავარჯიშო კომპლექსი ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორიც კლუბის პერსონალის ფილოსოფია. როდესაც ყველაფერი წესრიგში იქნება, ახალგაზრდა ნიჭიერი ტალანტების აღმოჩენა ძალიან გაადვილდება."-ციტირებს BT Sport ვან გაალის სიტყვებზე