ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" ისტორიული დაპირისპირება მნიშვნელობით "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირებას უტოლდება - ვან გაალს El Clasico-შიც აქვს მონაწილეობა მიღებული.
კვირას მერსეისაიდელები "ოლდ ტრაფორდს" ეწვევიან, რაც "იუნაიტედის" მხარდამჭერებში სეზონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩად არის აღქმული. "ბარსელონაში" ორ წლიანი მუშაობის პერიოდში ლუი ვან გაალი მატჩის დატვირთვას შესანიშნავად აცნობიერებდა და მომდევნო დაპირისპირებასაც იმავე მნიშვნელობას ანიჭებს.
"რა თქმა უნდა მსგავსია. "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირება პირველად, როცა მე მასში მივიღე მონაწილეობა 102 ათასიანი აუდიტორიის წინაშე ტარდებოდა. სტადიონი 102 ათასს იტევდა და არც ერთი სკამი არ დარჩენილა ცარიელი. "ბარსელონაში" ჩემი პირველი დერბი 3-0 მოვიგე, ასე რომ ძალიან მოხარული ვიყავი. იმედი მაქვს, რომ ამ დერბისაც მოვიგებ."
კვირას გამარჯვება "იუნაიტედის" ზედიზედ მე-6 წარმატება იქნება და მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედს" "ჩელსისთან" კიდევ ქულათა დიდი სხვაობა აშორებს, ის არაფერს გამორიცხავს.
"მათემატიკურად ამის გაკეთება შეგვიძლია. ახლა უკეთესი შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება, რადგან მიმაჩნია, რომ "ჩელსი" ამდენ მატჩს არ წააგებს."