Sky Sports-ის ექსპერტმა პოლ მერსონმა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"ამჟამად "იუნაიტედი" ძალიან კარგ ფსიქოლოგიურ ფორმაშია. მათ შესანიშნავი გამარჯვების სერიები აქვთ. ამ ხუთი გამარჯვებიდან, მხოლოდ ერთი იყო მეტ ნაკლებად სამართლიანი და ნათელი გამარჯვება. ყველა თამაშში დე ხეამ საკუთარი ფენომენალური ნიჭი გამოავლინა და პრემიერ ლიგაში საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცა."
""ლივერპულს" მეორე მხრივ არაფერი გაუკეთებია. ვინ "შეაწუხებს" "იუნაიტედის" დაცვას? ლუის სუარესი უკვე წავიდა. მათ შესანიშნავი ფორვარდი ჰყავთ დანიელ სტარიჯის სახით, მაგრამ იგი ლაზარეთში იმყოფება. გასაკვირი არ არის, რომ როჯერსის საუკეთესო მატჩი "ტოტენჰემის" წინააღმდეგ იყო, რადგან ამ თამაშში მონაწილეობა ინგლისელმა ფორვარდმა მიიღო."-განაცხადა მერსონმა
პოლ მერსონის პროგნოზი: "მანჩესტერ იუნაიტედი"-"ლივერპული" 2:1