თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2014, 11:36
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1605,
კომენტარები: 7
დე ბური: "ვან გაალის წარმატებაში ეჭვიც არ მეპარება"
დე ბური ვან გაალზე.
დე ბური:
რონალდ დე ბურმა განაცხადა, რომ ძალიან მალე ლუი ვან გაალის "იუნაიტედი" მთელს ინგლისში საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებას დაიწყებს.

"თავდაპირველად ლუი ვან გაალის კარიერა ინგლისში არც თუ ისე კარგი აღმოჩნდა. მის განკარგულებაში ისეთი ფეხბურთელებია, რომლებსაც კარგად თამაში შეუძლიათ. დარმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ლუი ვან გაალის მიდგომა დიდ ნაყოფს გამოიღებს."

"მე ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ჰოლანდიელი მწვრთნელი "იუნაიტედს" წარმატებას მოუტანს. ყველა კლუბს მან წარმატება და დიდება მოუტანა. იმედია "იუნაიტედი" ლუის, თავისი გეგმების განხორციელებისათვის დროს მისცემს."
–განაცხადა დე ბურმა

წყარო: Redevils.ru
სიახლეები, ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 დეკემბერი 2014 11:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
დრო რომ მიეცემა ვან გააალს მაგაში ალბათ ეჭვი არავის ეპარება. ვან გააალმა დაგავანახა ის რაც მოიესმა ვერ შეძლო, გუნდი სწორი მიმართულებით მიყავს და შესაბამისად წარმატებაც აუცილებლად მოვა.
0
№2
ავტორი: AkkRed
13 დეკემბერი 2014 12:02
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვახო ( G G M U),
ყველაფერს თავი დაანებე კაცი არ იძახის იმას მაინც, რომ ლივერპული ფავორიტია
0
№3
ავტორი: RojoDiablo
13 დეკემბერი 2014 12:44
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვახო ( G G M U),
ამ საკითხში ორაზროვანი ხედვაა ვახო და ვერ დაგვეთანხმები, რომ ვან გაალმა ჯერ რამე დაგვანახა. რა მოგწონს? თამაშის ხარისხი? ანგარიშები? ტაქტიკა! - ჰო, ეს ნამდვილად აქვს. მაგრამ გუნდს არ ეტყობა, რომ დომინირება შეუძლია. მართალია, აქ ტრავმები გვიშლის ხელს და ესაა პრობლემა, მაგრამ მოიესსა და ამას შორის სხვაობა არის თანხა, რომელიც დაიხარჯა ზაფხულში. ეს თანხა ბევრი პრობლემის და სავარაუდო პრობლემის დაძლევის შესაძლებლობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ გახდა.

სხვა გუნდები შარშანდელ სეზონში გაცილებით უკეთეს შედეგებს აჩვენებდნენ, ვიდრე წელს. იგივე არსენალი, იგივე ევერტონი, იგივე ტოტენჰემი. რომ არა მაგათი ასეთი ჩავარდნა, მესამე ადგილზე ვერ ვიქნებოდით. იგივე ლივერპული ავიღოთ. სატურნირო ცხრილში ჩვენი მდებარეობა გარკვეულწილად სხვა გუნდების ცუდი თამაშის შედეგიცაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 დეკემბერი 2014 14:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
RojoDiablo,
გეთანხმები გიო, მოსაწონი არც თამაშის ხარისხია და არც ანგარიშები, მაგრამ მოიესის მანჩესტერსა და ვან გაალის მანჩესტერს შორის განსხვავაება რომ არის ეხლა ეგ შენც კი იცი. თუმცა განსხვავებაში მე თანხას არ ვგულისხმობ. პირდაპირ ვთქვათ რააა, მოიესის მანჩესტერში თამაში ძაან ცოტას თუ უნდებოდა და ვერც გაამტყუნებდი იმიტო რო მოიესი იყო. თანხაში მოიესი არასოდეს ყოფილა შეზღუდული და მაგაში ვერავინ დამარწმუნებს რომ მოიესს თანხას არ აძლევდნენ. ცოტა უხერხული შედარება გამოგვდის, მაგრამ ამას ვერ გავექცევით. მოიესის დროს გუნდი უფსკრულისკენ მიდიოდა და რომ არა მისი ეს დროული გაშვება ვინ იცის ეხლა რა მდგომარეობაში ვიქნებოდით...
0
№5
ავტორი: RojoDiablo
13 დეკემბერი 2014 14:32
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვახო ( G G M U),
მართალია. არავინ იცის ისევ იფსკრულისკენ წავიდოდით, თუ პირიქით, სასწაულს მოახდენდა და მაგრად გვათამაშებდა. ეს მხოლოდ ვარაუდია და მის პასუხს ვეღარ გავიგებთ. ასეა თუ ისე დღეს ვიცი, რომ მესამეზე ვართ და დანარჩენი ნაკლებად მაღელვებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: RedGirl
13 დეკემბერი 2014 18:41
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მე დიდი იმედი მაქვს ლუისი რა. ამის მერე კიდე უეჭველი გიგზი და აი ფერგის და ვან გაალის ხელში ძალიან მაგარი დადგება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№7
ავტორი: Macklemore
14 დეკემბერი 2014 04:28
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
აი ესაა მთავარი. შემართება! მოიესს ყველაზე მეტად ხასიათში ქონდა პრობლემები და არა ტაქტიკურ გათვლებში. არ ჰქონდა ლიდერის თვისებები და მოტივაციას ვერ უქმნიდა გუნდს.

აი ესაა მთავარი. შემართება! მოიესს ყველაზე მეტად ხასიათში ქონდა პრობლემები და არა ტაქტიკურ გათვლებში. არ ჰქონდა ლიდერის თვისებები და მოტივაციას ვერ უქმნიდა გუნდს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top