თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2014, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2143,
კომენტარები: 10
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)
ხვალინდელი მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-16 ტური
თარიღი: კვირა, 14 დეკემბერი, 2014 წელი
მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი
მატჩის დასაწყისი: 17:30, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: ბლინდი, შოუ, დი მარია, სმოლინგი ლინგარდი, ტორპი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Amos, De Gea, Johnstone, Lindegaard, Blackett, Evans, Jones, McNair, Rafael, Rojo, Vermijl, Anderson, Carrick, Fellaini, Fletcher, Herrera, James, Januzaj, Lingard, Mata, Valencia, Young, Falcao, W Keane, Rooney, Van Persie, Wilson.
ანხელ დი მარია "ლივერპულთან" მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს, რაც ლუი ვან გაალმა დაადასტურა. სამაგიეროდ გუნდს უბრუნდებიან მცველები, ფილ ჯონსი და რაფაელი, რომლებმაც ასევე მოიშუშეს ტრავმა.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"ლივერპული"


ტრავმირებულები: ფლენეგანი, დე ლა ტორე, სტარიჯი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: კ. ტურე
განაცხადი: Mignolet, Johnson, Lovren, Skrtel, Moreno, Lucas, Henderson, Lallana, Gerrard, Sterling, Lambert, Jones, Manquillo, Enrique, Toure, Can, Coutinho, Allen, Markovic, Balotelli, Borini..

მარიო ბალოტელი ტრავმის მოშუშების შემდეგ ვარჯიშებს დაუბრუნდა და სავარაუდოდ კვირას გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. როჯერსი იმედოვნებს, რომ გუნდის დახმარებას ადამ ლალანაც შეძლებს, რომელსაც ერთი კვირის წინ სერიოზული ტრავმა აღმოუჩინეს.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-3 ადგილი, 28 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-მ-მ-მ-მ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ბოლო 9 შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგო - 6 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი.

"წითელი ეშმაკები" საშინაო არენაზე პირველი ტურის შემდეგ არ დამარცხებულან.

კლუბიდან სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" პირველად მოიპოვეს ზედიზედ 5 გამარჯვება.

გასული წლის ამავე ეტაპის მაჩვენებელთან შედარებით "წითელმა ეშმაკებმა" 6 ქულით მეტი დააგროვეს და 6 ადგილით მაღლა იმყოფებიან.

"საუთჰემპტონთან" მატჩში "იუნაიტედმა" კარის მიმართულებით მხოლოდ სამი დარტყმა განახორციელა, რაც 2003 წლის (რაც opta სტატისტიკას ითვლის) შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში საჯარიმოს ფარგლებს გარედან პრემიერ ლიგის გუნდებს შორის ყველაზე მეტი გოლი გაიტანა - 7 გოლი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"ლივერპული"


მე-12 ადგილი, 21 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-წ-წ-მ-მ-ფ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


"ლივერპულის" მიერ ამ ეტაპზე დაგროვილი 21 ქულა კლუბის არსებობის ისტორიაში მეოთხე ცუდი მაჩვენებელი - 1992/03, 2010/11 და 2012/13 წლებში გუნდს 19 ქულა ჰქონდა ამავე ეტაპზე.

გასული სეზონის ამავე პერიოდთან შედარებით, ბრენდან როჯერსის გუნდი სატურნირო ცხრილში 7 ადგილით დაქვეითდა, 9 ქულით ნაკლები დააგროვა და 15 გოლით ნაკლები გაიტანა. ამჟამად ისინი ლიდერს 15 ქულით ჩამორჩებიან, როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი ოთხს უტოლდებოდა.

"ლივერპულმა" 7 გასვლით შეხვედრაში 13 გოლი გაუშვა, რაც საშუალოდ ერთ თამაშში 1,87 გოლს უდრის - მხოლოდ "ქპრ"-ს აქვს ეს მაჩვენებელი უარესი.

"ლივერპულმა" მიმდინარე სეზონის 4 შეხვედრაში ვერ მოახერხა გოლის გატანა - ეს ერთი მატჩით მეტია, ვიდრე გასულ წელს მთელი სეზონის განმავლობაში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)



მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: ვან პერსი - 6 გოლი.

რობინ ვან პერსის "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩატარებულ უკანასკნელ 9 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი.

ხუან მატას მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში მხოლოდ 5 დარტყმა აქვს განხორციელებული მეტოქის კარის მიმართულებით და მათგან 4 გოლად აქცია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"ლივერპული"


წამყვანი ბომბარდირი: ჯერარდი - 5 გოლი (3 ლიგაში).

სტივენ ჯერარდს "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ შეხვედრაში პრემიერ ლიგის ეგიდით სტუმრად ჩასული გუნდის ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტი გოლის აქვს გატანილი - 5 გოლი.

"ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ ერთადერთ შეხვედრაში მარიო ბალოტელიმ დუბლის გაფორმება მოახერხა 2011 წელს, როცა "სიტიმ" "იუნაიტედი" 6-1 დაამარცხა.

იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონში ჯერ არც ერთი გოლი არ გაუტანიათ, მარიო ბალოტელი კარში დარტყმების მხრივ რეკორდსმენია - 35 დარტყმა (ითვლება დაბლოკილი დარტმებიც).

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 190-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვება 78-ჯერ იზეიმა, "ლივერპულმა" 64-ჯერ, ხოლო 51 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართული უკანასკნელი 12 შეხვედრიდან "მანჩესტერ იუნაიტედს" 10 გამარჯვება აქვს მოპოვებული.

უკანასკნელი 28 შეხვედრიდან "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მატჩში მხოლოდ 2-ჯერ დაფიქსირდა ფრე. უკანასკნელად ასეთი შემთხვევა 2000 წელს "ოლდ ტრაფორდზე" მოხდა.

მხოლოდ "ჩელსი" იმარჯვებდა (6) "ოლდ ტრაფორდზე" უფრო ხშირად, ვიდრე "ლივერპული" (5).

პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებში "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის მატჩში სულ 15 წითელი ბარათია ნაჩვენები. პრემიერ ლიგის არსებობის განმავლობაში უფრო მეტი გაძევება მხოლოდ მერსეისაიდულ დერბიში მომხდარა - 20.

სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 63 მოგება, "ლივერპული" - 55 მოგება, ფრე - 44.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 23 მოგება, "ლივერპული" - 13 მოგება, ფრე - 8.


"იუნაიტედის" სტადიონი


ლიგა: "იუნაიტედი" - 40 მოგება, "ლივერპული" - 16 მოგება, ფრე - 25.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 13 მოგება, "ლივერპული" - 5 მოგება, ფრე - 4.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური მატჩი

"მანჩესტერ იუნაიტედი" 0-3 "ლივერპული"

კვირა, 16 მარტი, 2014
სწრებადობა: 75, 225
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
გოლები "ლივერპული" რიგებში: ჯერარდი 34' (p) 46' (p) ლუის სუარესი 84'
გაძევება: ვიდიჩი 77'

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)



პრომო


მატჩის წინ
10 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 დეკემბერი 2014 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ხვალ ლივერპულის ბრდღვნა იქნება manutd manunited
0
№2
ავტორი: RojoDiablo
13 დეკემბერი 2014 13:41
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ბალოტელი, ბალოტელი! როგორ დასცინოდნენ კომენტატორები რომ მახსენდება. ზოგჯერ ხდება ისე, რომ ვიღაცასთან განსაკუთრებულად თამაშობს და მაგას რომ მანჩესტერი არ უყვარს ეს ყველამ ვიცით.

იმდენი საინტერესო სტატისტიკური მაჩვენებელია, რომ რომელი ერთი გამოვყო ვეღარ ვხვდები, ამიტომ უბრალოდ უნდა მოვიგოთ რა. უნდა კი არა მოვიგებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
13 დეკემბერი 2014 13:46
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
3-0 და უნდა ვაძუძგნო ზოგიერთი სკაუზერიიიი love
0
№4
ავტორი: Count Alucard
13 დეკემბერი 2014 13:49
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მოვიგებთ მაგაში ეჭვიც არ მეპარება უბრალოდ დამაჯერებლად მინდა რომ მოვიგოთ. მატასნაირი სტატისტიკა ინატრონ ყველამ 5 დარტყმიდან 4 გოლი ბალოტელის 35 და 0 lol lol ხვალ თუ მატამ დაარ*** უეჭველი გაიტანს, მაგრამ რუნის და ფალკაოს გოლები მინდა.
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
13 დეკემბერი 2014 13:58
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კარგი პრევიუა derpthumb

დარწმუნებული ვარ მოვიგებთ
0
№6
ავტორი: Wardell
13 დეკემბერი 2014 14:50
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
here comes the boooooom aaaeee ძალიან მაგარი თამაში მინდა და ვერ ავიტან ლუი ისევ მეორე ნომრად რო გავიდეს თუნდაც 1 წუთი :X :X მშრალზე მოგება ძალიან მაგარი იქნება. რევანშის აღების გარდა, ცხრილისთვისაც საჭიროა აქ მოგება ამიტომ 3 ქულა უნდა დარჩეს მანჩესტერში
0
№7
ავტორი: Elfenomeno
13 დეკემბერი 2014 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
yvelanairad meti shansi gvaq mogebis am bolo dros igbalic chven mxaresaa da vnaxot loserpooli araa iset pormashi oldtrafordze seriozuli cinaagmdegoba gagvicios
0
№8
ავტორი: RedGirl
13 დეკემბერი 2014 18:48
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
როგორ იწელება დრო რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№9
ავტორი: DiMaria
13 დეკემბერი 2014 21:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ძააან მაგარი პრევიუა. გავუდებთ მაგ ბოზებს
0
№10
ავტორი: Best 7
13 დეკემბერი 2014 23:23
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Auu 4 byrti minimum unda gavytanot
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top