თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2014, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1724,
კომენტარები: 7
ევანსი: "ჩვენი ფორმა გავლენას არ მოახდენს"
ჯონი ევანსი "ლივერპულთან" მატჩის წინ.
ევანსი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველს, ჯონი ევანსს მიაჩნია, რომ მისი კლუბის 5 მატჩიანი გამარჯვებების სერია მომდევნო დაპირისპირებაზე გავლენას არ მოახდენს.

"იუნაიტედმა" ზედიზედ ხუთი გამარჯვება მოიპოვა "კრისტალ პალასის", "არსენალის", "ჰალ სიტის", "სტოკ სიტისა" და "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ მატჩებში, ხოლო "ლივერპული" ცუდად გამოიყურება მიმდინარე სეზონში როგორც პრემიერ ლიგაში, ისე ევროარენაზე, რაც "ბაზელთან" გამართულმა შეხვედრამაც დაამტკიცა, რომლის საშუალებით ბრენდან როჯერსის გუნდი ევროპის ლიგაზე საგზურს დასჯერდა,

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე ლუი ვან გაალის შეგირდები მომდევნო მატჩში ფავორიტებად მიიჩნევიან, თუმცა ევანსს მიაჩნია, რომ ეს გადამწვყვეტ როლს არ თამაშობს.

"თუ მატჩების შედეგებს შევადარებთ, ჩვენ "ლივერპულზე" უკეთეს ფორმაში ვიმყოფებით, მაგრამ ასეთ მატჩებში გუნდების ფორმა არავითარ როლს არ თამაშობს. ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. წელს "ლივერპულის" ცოტა მატჩი მინახავს, მაგრამ "ბაზელთან" მათ დაპირისპირებას ვუყურე."

"ნათელია, რომ ისინი მთელი მატჩის განმავლობაში ფსიქოლოგიურ პრობლემას განიცდიდნენ. გუნდში აღარ არის ლუის სუარესი, მაგრამ მათ ჯერ კიდევ ჰყავთ შესანიშნავი ფეხბურთელები, რომელთაც მოედანზე სასწაულების ჩადენა შეუძლიათ, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ"


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 დეკემბერი 2014 11:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვერ დავეთანხმები ვერანაირად, მართალია მანჩესტერი-ლივერპულის დაპირისპირებას მოტივაცია არ სჭირდება, მაგრამ ფსიქოლოგიურად ეხლა ამ წაუგებელმა სერიამ და ლივერპულის ესეთი საზიზღარი ფეხბურთის თამაშმა შეუძლებელია რომ გავლენა არ მოახდინოს.

"მოედანზე სასწაულების ჩადენა შეუძლიათ"- ამ ფრაზაში ვის გულისხმობს ნაღდად ვერ ვხვხდები... no
0
№2
ავტორი: AkkRed
13 დეკემბერი 2014 12:08
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ციტატა: ვახო ( G G M U)
"მოედანზე სასწაულების ჩადენა შეუძლიათ"- ამ ფრაზაში ვის გულისხმობს ნაღდად ვერ ვხვხდები...


ჯერ**დს wink


ყველანაირად ჩვენს ზეგავლენის ქვეშ არიან ეს ტუტრლოები და ფსიქოლოგიურად, მორალურად, დიდებით, ბოლოს და ბოლოს ჩვენთან ჩამოდიან სტუმრად და ჯოჯოხეთს მოვუწყობთ love am
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 დეკემბერი 2014 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
AkkRed,
ჯერარდს მარტო წაქცევა შუძლია fellow wink

რა ბედი გაქ, ჩემი მეათასე კომენტარით შენ გიპასუხე. ხვალ კანჭს იკისრებ wink
0
№4
ავტორი: RojoDiablo
13 დეკემბერი 2014 12:48
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
სტერლინგს ალბათ. მაგის დრიბლინგი მე მაგალითად ხანდახან სასწაულად მიმაჩნია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: AkkRed
13 დეკემბერი 2014 13:49
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვახო ( G G M U),
ხვალამდე დიდი დროა და მეც ახლოს ვარ მეათასე კომენტართან ფრთხილად იყავი შენი არ გაგიხდეს საკისრებელი wink wink

RojoDiablo,
მასე ჩვენც გყვავს იანგი ათასში ერთხელ რო გაინავარდებს love
0
№6
ავტორი: RojoDiablo
13 დეკემბერი 2014 14:30
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
შეადარა ამანაც რა areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: RedGirl
13 დეკემბერი 2014 18:37
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
არა არა. არაფერ შუაშია აქ შედეგი. თუ ისეთი ფეხბურთი ვითამაშეთ როგორც სოტონთან ძალიან გაგვიჭირდება. ეს არ არის უბრალო თამაში რა. ეს არის მანჩესტერი-ლივერპული. და ყველა ფეხბურთელი თავის მაქსიმუმს დადებს სტადიონზე. არ იქნება მარტივი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top