"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელი თავდამსხმელი, რობინ ვან პერსი აცხადებს, რომ მის მიერ მიღწეული შედეგები მისი სათამაშო ფორმის დამსახურებაა.
რობინი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში თავს კარგად გრძნობს და იმასაც აღიარებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ მას ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა.
ვან პერსიმ უკანასკნელ 3 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, მათგან 2 "საუთჰემპტონის" კარში და ამტკიცებს, რომ ვარჯიშებზე ძლიერ ირჯება, რათა გუნდის დახმარება გააგრძელოს.
"ჩემი ხედვით, ყველაფერი ფიზიკური თვითგრძნობისგან იწყება, რადგან როცა ჯანმრთელი ხარ და ფორმაში იმყოფები, გაცილებით უკეთ თამაშობ. რამდენიმე კვირის განმავლობაში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მოედანზე უფრო მეტს გადავადგილდები და შემიძლია უკანასკნელ წუთამდე ვითამაშო. თავს კარგად ვგრძნობ და ეს ჩემ მიერ გატანილ გოლებს ხსნის."
"სეზონის დასაწყისი რთული გამოდგა. არ ვიცი, როგორ უნდა გავამართლო. შესაძლოა, გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაუჭირდა. ბოლო წლების განმავლობაში 5 მსხვილ საერთაშორისო ტურნირზე მივიღე მონაწილეობა - ევროპის სამი და მსოფლიოს ორი ჩემპიონატი - და სეზონის დასაწყისი ყოველ ჯერზე გამოცდას ჰგავდა, თუნდაც მაშინ, როცა ფორმაში ვიყავი."
"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო "საუთჰემპტონთან" მატჩში ორი გოლის გატანა არა მარტო იმიტომ, რომ გოლების ანგარიში შევავსე, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი თამაშითა და მოედანზე პარტნიორებთან შეთამაშებით კმაყოფილი ვიყავი. სწორედ ამაზე შენდება თამაში - შენ ბურთის ფლობით, ორთაბრძოლების მოგებით, შენთვის და შენი თანაგუნდელებისთვის აჩქარების განხორციელებით გუნდისთვის სარგებელი მოგაქვს. ეს ყველაფერი კი ამ მატჩში გამომდიოდა."
"არ ვფიქრობ, რომ ჩემ გოლებში როლი გამართლებამ ითამაშა. პირველი გოლი მცველისგან მეკარისათვის ბურთის დაბრუნების შემდეგ გავიტანე. საკუთარ იღბალს თვითონ ქმნი. ბურთთან მირბენა მოვასწარი, აღმოვჩნდი საჭირო ადგილზე და ბურთი მეკარის ფეხებს შორის გავაძვრინე. გამიმართლა, რომ ბურთი გაზონზე საჭირო სიჩქარით გაგორდა. როცა საგოლე მომენტებს თავად ქმნი, მოედანზე ბევრს გადაადგილდები და ფორმაში იმყოფები, იღბალი - შენი ჯილდოა."
"მეორე გოლის შემთხვევაში მსგავსი სიტუაცია იყო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სულ შორეულ ძელთან დავრბოდი (იცინის) და ვაკეთებდი ყველაფერს, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული, რათა გოლი გამეტანა, მაგრამ ბურთი არანაირად არ მოდიოდა ჩემამდე. ამ სეზონში პირველად წავიდა იქით, სადაც მას ველოდებოდი. თუ გააგრძელებ საკუთარი ხაზისთვის დევნას, ბურთი ბოლოს შენთან მოვა და ბედის მბრძანებელი შენ გახდები."
როცა რობინს ჰკითხეს, ახდენდა თუ არა მის ფორმაზე გავლენას მისი ასაკი (რობინი 31 წლისაა), მან უპასუხა: "სიმართლე გითხრათ, ასე არ ვფიქრობ, მაგრამ ჩემი პასპორტი საპირისპიროს ამტკიცებს! (იცინის) უცნაურია: როცა 30 წლის ხდები, შენს ირვლივ მყოფები იწყებენ საუბარს თითქოს შენი კარიერა დასასრულს უახლოვდება!"
"ასაკზე არ ვფიქრობ - მშვიდი ცხვორებით ვცხოვრობ და ამჟამად მეჩვენება, რომ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ვითამაშებ მაღალ დონეზე. ყოველ შემთხვევაში, ეს სწორედ ისაა, რაც მსურს და რასაც ვესწრაფვი. ასაკი ჩემთვის ხელის შემშლელი არ არის."